შინაარსზე გადასვლა

სულიური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სულიური
სულიური (2005 წლის 23 ივნისი)
სულიური (2005 წლის 23 ივნისი)
კოორდინატები: 65°36′40″ ჩ. გ. 18°11′15″ დ. გ. / 65.61111° ჩ. გ. 18.18750° დ. გ. / 65.61111; -18.18750
ქვეყანა ისლანდიის დროშა ისლანდია
სიმაღლე 1213 
ქედი ტრედლასკაგი
სულიური — ისლანდია
სულიური

სულიური (ისლ. Súlur) — მთა ისლანდიაში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო ნაწილში, ნორდურლანდ-ისტრის რეგიონში. წარმოადგენს ჩამქრალი ვულკანის — კედლინგის სისტემის ნაწილს, რომელიც მეზობლად მდებარეობს. გაწოლილია ქალაქ აკურეირის სამხრეთ-დასავლეთით. სულიურს აქვს ორი მწვერვალი, რომელთაგან უფრო მაღალი აღწევს 1213 მ-ს, უფრო დაბალი — 1144 მ-ს. სულიური მოქცეულია 500 მეტრიან ბაზალტურ ძირზე. მწვერვალი ძირითადად ნაგებია მანათობელი რიოლითებით. მთის მასივი, რომელშიც შედის კედლინგი და სულიური შეიცავს აგრეთვე რამდენიმე მწვერვალს, რომელთაგან აღსანიშნავია: ლიტლი-კრუმი და სტორი-კრუმი. ქვემოთში, მთებს შორის შემონახულია მყინვარის ნარჩენები. კედლინგ — სულიურის ვულკანური სისტემა პოპულარულია ტურისტებს შორის.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]