სპოკი
სპოკი | |
---|---|
ლეონარდ ნიმოი სპოკის როლში | |
რასა | ვულკანელი |
სქესი | მამრობითი |
დაბადების თარიღი | 2230 |
საქმიანობა |
ენტერპრაიზ NCC-1701 (პირველი ოფიცერი) |
წოდება | ლეიტენანტი, ლეიტენანტ-კომანდერი, კომანდერი, კაპიტანი, ელჩი |
ორგანიზაცია | ვარსკვლავური ფლოტი |
ოჯახი |
სარეკი (მამა) ამანდა გრეისონი (დედა) |
მონაწილეობს |
ვარსკვლავური გზა: ორიგინალური სერიალი |
პირადი ნომერი | S179-276SP |
მსახიობი |
ლეონარდ ნიმოი ზაქარი ქუინტო |
IMDB | IMDb პროფილი |
სპოკი (ინგლ. Spock) — „ვარსკვლავური გზის“ პერსონაჟი. მონაწილეობს ორიგინალურ სერიალში, ანიმაციურ სერიალში და ფილმებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სპოკი დაიბადა 2230 წელს პლანეტა ვულკანზე. მამამისი — სარეკი იყო ვულკანელი, დედა — ამანდა გრეისონი ადამიანი. მას აგრეთვე ჰყავდა ძმა — სიბოკი[1].
სპოკი 2267 წელს ჩაირიცხა ვულკანის სამეცნიერო ლეგიონში და მიიღო კომპიუტერის სპეციალისტის კვალიფიკაცია A7.
მიუხედავად იმისა რომ მამამისს სურდა რომ სპოკი ენახა ვულკანის სამეცნიერო აკადემიაში, იგი შევიდა ვარსკვლავურ ფლოტში. კაპიტანმა კრისტოფერ პაიკმა შესთავაზა მას ადგილი ხომალდზე „ენტერპრაიზ NCC-1701“. კაპიტან პაიკთან მან იმსახურა 11 წელი. სპოკმა მუშაობა განაგრძო შემდეგი კაპიტნის — ჯეიმზ კირკის მეთაურობისას. 2267 წელს მან მიიღო კომანდერის წოდება, ერთი წლის შემდეგ დაბრუნდე ვულკანზე, რათა შეესწავლა კოლინარი (ინგლ. Kolinahr).
2271 წელს სპოკი დაბრუნდა ვარსკვლავურ ფლოტში. რამდენიმე წლის შემდეგ იგი დააწინაურეს კაპიტნობამდე და დაინიშნა „ენტერპრაიზის“ მეთაურად (კაპიტანი კირკი დაწინაურდა ადმირლობამდე). 2285 წელს სპოკმა დროებით დაუთმო კაპიტნის სავარძელი ადმირალ კირკს ხანთან ბრძოლისას. ამ ბრძოლაში სპოკი დაიღუპა. სიკვდილის წინ მან ვულკანური ცოდნის გამოყენებით გადასცა თავისი „კატრა“ ექიმ მაკკოის. კირკმა გაიტაცა „ენტერპრაიზი“ რათა დაებრუნებინა სპოკი ვულკანზე და სპეციალური რიტუალის საშუალებით დაებრუნებინამისთვის „კატრა“. გაცოცხლების შემდეგ სპოკმა დაიბრუნა კომანდერის წოდება.
2286 წელს სპოკი გადავიდა ახალ ხომალდზე „ენტერპრაიზ NCC-1701-A“. 2291 წელს, როცა კაპიტანი კირკი და ექიმი მაკკოი დაადანაშაულეს კლინგონთა კანცლერის მკვლელობაში, სპოკმა მიიღო ხომალდის მეთაურობა და გაათავისუფლა ისინი პატიმრობიდან.
„ენტერპრაიზ NCC-1701-A“-ის ჩამოწერის შემდეგ სპოკი წავიდა ფლოტიდან. 2368 წელს სპოკი იყო ფედერაციის ელჩი რომულზე.
ალტერნატიული რეალობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2009 წელს გადაღებულ ფილმშივარსკვლავური გზა სპოკის როლს ასრულებს ზაქარი ქუინტო.
2009 წლის ფილმში მოცემულია რომ სპოკი ცდილობდა გადაერჩინა რომულანების მშობლიური პლანეტა კატასტროფისგან, თუმცა უშედეგოდ. ამის გამო რომულანელი კაპიტანი ნერო გადაწყვეტს შურისძიებას. ისინი ხვდებიან წარსულში.
ნეროს ხომალდი ხვდება 2233 წელს, რითაც იქმნება „ალტერნატიული რელობა“. სპოკი ეხმარება თავის „ახალგაზრდა ვერსიას“ და ჯეიმზ კირკს რათა ხელი შეუშალონ ნეროს ფედერაციის განადგურებაში.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლეონარდ ნიმოი
- ვარსკვლავური გზა: ორიგინალური სერიალი
- ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა
- ვარსკვლავური გზა: ანიმაციური სერიალი
- ვარსკვლავური გზა: ფილმი
- ვარსკვლავური გზა II: ხანის რისხვა
- ვარსკვლავური გზა III: სპოკის ძიება
- ვარსკვლავური გზა IV: გზა შინისაკენ
- ვარსკვლავური გზა V: უკანასკნელი ზღვარი
- ვარსკვლავური გზა VI: აღმოუჩენელი ქვეყანა
- ვარსკვლავური გზა (2009)
- ვარსკვლავური გზა: ბნელში
- ზაქარი ქუინტო
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სპოკი დაარქივებული 2008-12-22 საიტზე Wayback Machine. საიტზე startrek.com
- სპოკი საიტზე memory-alpha.org
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|