სკოტის ნაპირი
იერსახე
სკოტის ნაპირი (ინგლ. Scott Coast) — ვიქტორიას მიწის (აღმოსავლეთი ანტარქტიდა) დასავლეთ სანაპიროს ნაწილი. სიგრძე 400 კმ. ესაზღვრება როსის ზღვა. დიდი ნაწილი უჭირავს პრინს-ალბერტის მთებს (2500 მ). სკოტის ნაპირი შემოსაზღვრულია შელფური და მთისპირა მყინვარებით. ადგილ-ადგილ თავისუფალია ყინულისაგან. სკოტის ნაპირზეა უდიდესი ოაზისი ვიქტორია, სადაც მდებარეობს ყინულით დაფარული ტბები, მათი წყლის ტემპერატურა ფსკერთან 20-25°C-ზე მეტია. სადგური ვანდა. სკოტის ნაპირს სახელი ეწოდა რობერტ სკოტის პატივსაცემად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Скотта Берег // Большая советская энциклопедия : [в 30 т.] / гл. ред. А. М. Прохоров. — 3-е изд. — М. : Советская энциклопедия, 1969—1978.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Scott Coast: Antarctica // geographic.org (ინგლისური)