შინაარსზე გადასვლა

სიყვარული

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რომეო და ჯულიეტა - შეყვარებულების ტიპური მაგალითი, ილუსტრატორი - ფრენკ დიქსი

სიყვარული — ძლიერი ერთგულებისა და პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია. ფილოსოფიურ კონტექსტში, სიყვარული არის სათნოება, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას. რელიგიურ კონტექსტში, სიყვარული არა მხოლოდ სათნოება, არამედ ყოველი არსების საფუძველი („ღმერთი სიყვარულია“[1]) და ყოველი ღვთიური კანონის არსია („ოქროს წესი“).

სიტყვა სიყვარული შეიძლება სხვადასხვა გრძნობას, მდგომარეობასა და დამოკიდებულებას გამოხატავდეს დაწყებული ზოგადი სიამოვნებიდან („ეს საჭმელი მიყვარს“) დამთავრებული პიროვნებათშორისი ურთიერთობით („ჩემი პარტნიორი მიყვარს“).

სიყვარული, თავისი სხვადასხვა ფორმით, პიროვნებათა ურთიერთობაში მთავარი წამყვანია და ცენტრალური ადგილი უკავია ფსიქოლოგიაში; აგრეთვე, სახვით ხელოვნებაში ყველაზე გავრცელებული თემაა.

სიყვარულით მოპყრობა იწოდება სიყვარულობად, სიყვარულიან დამოკიდებულებას- სიყვარულიანობა ეწოდება, სიყვარულის გრძნობით შეპყრობილ ადამიანს სიყვარულმოდებული ეწოდება.

არსებობს ვნებიანი, მეგობრული, მშობლური, ასევე იდეის, პროფესიის, სამშობლოს სიყვარული. თითოეული მათგანი ემოციის არსებობისა და გამოხატვის ხარისხის ინტენსიობით განსხვავდება.

ვნებიანი სიყვარული

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვნებიანი სიყვარული, ძირითადად, საპირისპირო სქესის ადამიანისადმი განცდილ ემოციას წარმოადგენს, რომელიც თავის ტვინში ქვეცნობიერის მონაწილეობით მიმდინარე პროცესებს გულისხმობს, რომელთაც შესწევთ სიყვარულთან დაკავშირებული გრძნობების (ეჭვიანობა, სინაზე, აღფრთოვანება) გამოწვევის უნარი. სიყვარულის მოთხოვნილების ფრუსტრაცია აქვეითებს სომატურ და ფსიქიკურ მდგომარეობას. ფრუსტრაციას ზოგჯერ თვითმკვლელობამდეც მივყავართ. ვნებიანი სიყვარულის არსებობისთვის აუცილებელია სამი პირობის არსებობა:

  • ის ყალიბდება და ისწავლება კულტურაში, კულტურის გავლენით (ითვლება, რომ იდეა სიყვარულის შესახებ შუა საუკუნეებში, ევროპაში წარმოიშვა და გააზრებული იყო როგორც წმინდა, საღვთო ემოცია)
  • სიყვარულის შესაბამისი ობიექტის არსებობა.
  • ინტენსიური სიბრმავე - ნებისმიერი ემოციური აღძვრის ინტერპრეტაცია ხდება როგორც სიყვარულის. ს. შეხტერის და ზინგერის ემოციის ორფაქტორიანი თეორიის თანახმად, ემოცია მოიცავს ფიზიოლოგიურ აღძვრას, რომელიც ყველა ემოციისთვის იდენტურია და სოციალურ ინტერპრეტაციას, რომელიც სოციალური კონტექსტის და ინდივიდის კოგნიციის გათვალისწინებით ფიზიოლოგიური აღძვრის სახელდებას გულისხმობს. ამ თეორიის მიხედვით სიყვარულმოდებული ადამიანის მიერ, ყოველი ფიზიოლოგიური აღძვრა აღქმულია, როგორც სიყვარული.

რომანტიკული სიყვარული

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანტიკულ სიყვარულში შეიმჩნევა გენდერული განსხვავებები. კერძოდ, ქალები უფრო მოტივირებულნი არიან, ვიდრე მამაკაცები, ისინი უფრო სწრაფად იყვარებენ და ნელა გამოდიან შეყვარებულის მდგომარეობიდან. ქალები უფრო გამოხატავენ სიყვარულს, უფრო ზრუნავენ პარტნიორზე, ვიდრე მამაკაცები. მამაკაცები ნაკლებად წყვეტენ ურთიერთობას, როდესაც დგება განქორწინების საკითხი.

სიყვარულის თეორიები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიყვარულის მრავალი ფორმის არსებობასთან ერთად, ის შეიძლება იყოს მიმართული სხვა ადამიანის ან საკუთარი თავის მიმართ. სხვა ადამიანის სიყვარული მიიჩნევა, როგორც კეთილშობილური საქციელი. საკუთარი თავის სიყვარული კი აღქმულია, როგორც მიუღებელი საქციელი. მას კალვინი ჭირს უწოდებდა. მსგავსი მრავალფეროვნება სიყვარულის ოპერაციონალიზაციას შეუძლებელს ხდის, თუმცა მრავალი თეორია და შეხედულება არსებობს სიყვარულის, როგორც ფსიქოლოგიური ფენომენის შესახებ.

ერიხ ფრომი სიყვარულს ხელოვნებად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ადამიანი სიყვარულს, ჯერ თეორიის დაუფლებით, ხოლო შემდეგ პრაქტიკის ათვისებით სწავლობს. ფრომი გამოყოფს სიყვარულის ფორმებს: მეგობრული სიყვარული, რომელიც ყველანაირი სიყვარულის საფუძველია, დედობრივი სიყვარული, სიყვარული უმწეოთა მიმართ, ეროტიკული სიყვარული, საკუთარი თავის სიყვარული, ღმერთის სიყვარული. მისი აზრით დღევანდელ საზოგადოებაში გავრცელებულია პათოლოგიური სიყვარული-ფსევდოსიყვარული. ფსევდოსიყვარულის ორი ფორმა არსებობს: სიყვარული, როგორც ორმხრივი სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილება და სიყვარული, როგორც შეთანხმებული ქმედება, რომელიც მარტოობისგან თავის დაღწევის მიზნით არის მოტივირებული.

ზიგმუნდ (შლომო) ფროიდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზიგმუნდ ფროიდი სიყვარულს განიხილავს, როგორც პირობას, რომელშიც დომინანტური როლი მამაკაცს ენიჭება. მამაკაცი სიყვარულისთვის ირჩევს შესაბამის ობიექტს შემდეგი ნიშნების გათვალისწინებით:

1. პირობა, როდესაც ქალი ვიღაცისგან დაზარალებულია.
2. ლტოლვა ქალისადმი, რომელსაც აქვს მეძავის ნიშნები.
3. შეყვარებულის გადარჩენის ტენდენცია. კაცი არ ტოვებს ქალს, რადგან დარწმუნებულია, რომ ის ქალს სჭირდება.

ფროიდი გამოყოფს სიყვარულს, როდესაც ლიბიდო სხვისკენ არის მიმართული და თავის სიყვარულს, როცა ლიბიდო საკუთარი თავისკენაა მიმართული. მას ფროიდი ნარცისიზმს უწოდებს.

ს. სტენბერგი გამოყოფს სიყვარულის სამფაქტორიან მოდელს, რომელიც ვნების (სექსუალური მოტივი და სექსუალური აღძვრა, რომელიც ასოცირებულია გაწყვილებით ურთიერთობასთან), ინტიმურობის (სიახლოვე, რომელსაც გრძნობენ პარტნიორები) და ვალდებულების (კოგნიტური ელემენტი, რომელიც მოიცავს გადაწყვეტილებას, რომ ვინმეს უყვარს ვიღაც და ავალდებულებს შეინარჩუნოს ეს ურთიერთობა) განსხვავებულლი კომბინაციების საფუძველზე სიყვარულის შვიდ ფორმას გამოყოფს: 1.მოწონება - მოიცავს მხოლოდ ინტიმურობას. 2.გატაცება - მოიცავს მხოლოდ ვნებას. 3.ცარიელი სიყვარული - მოიცავს მხოლოდ ვალდებულებას. 4.რომანტიკული სიყვარული -მოიცავს ვნებას და ინტიმურობას. 5.მეგობრობა სიყვარული - მოიცავს ინტიმურობას და ვალდებულებას. 6.უაზრო სიყვარული - მოიცავს ვნებას და ვალდებულებას. 7.სრულყოფილი სიყვარული - მოიცავს ვნებას, ვალდებულებას და ინტიმურობას.

დ.ლი, კლაიდ და სუზან ჰენტრიკები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დ.ლი და კლაიდ და სუზან ჰენტრიკები სიყვარულის სამ სტილს გამოყოფენ ანტიკური ფილოსოფიისა და ლიტერატურის ანალიზის საფუძველზე: ეროსი (ლტოლვა), ლუდუსი (თამაში) და სტროგე (მეგობრობა). ამ სტილთა კომბინაციები წარმოქმნიან მეორადი სიყვარულის სტილს. სასიყვარულო სტილები განსხვავდებიან მიღებული სიამოვნების ხარისხით.

  1. Deus Caritas Est, Roman Catholic encyclical by Pope Benedict XVI

1. სულხან ცაგარელი- ბიოსოციოლოგია 2004
2. Берон Р.,Бирн Д., Джонсон Б. – Социальная психология. 4-е изд. ПИТЕР 2003
3. Фром Э.- Искусство любить.изд."Педагогика" М.1990
4. Фрейд З.- Введение в психоанализ.лекции изд."наук" М.1989

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]