სინთია ერივო
სინთია ერივო | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 8 იანვარი, 1987 |
დაბ. ადგილი | სტოკველი, ლონდონი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | |
საქმიანობა | მომღერალი, მსახიობი |
აქტიური | 2011–დღემდე |
საიტი | cynthiaerivo.net |
სინთია ერივო ვიკისაწყობში |
სინთია ერივო (ინგლ. Cynthia Erivo; დ. 8 იანვარი, 1987) — ინგლისელი მსახიობი, მომღერალი და კომპოზიტორი. იგი არის რამდენიმე ჯილდოს, მათ შორის ემის, ტონისა და გრემის პრემიების მფლობელი, აგრეთვე ორი ოსკარის პრემიის ნომინანტი.
2011 წელს ერივომ მონაწილეობა მიიღო „შერბურის ქოლგების“ დადგმაში. პირველი სატელევიზიო როლი მიიღო ბრიტანულ სერიალში „საღეჭი რეზინი“ (2015). აღიარება მოიპოვა 2015–17 წლებში შესრულებული როლისთვის ბროდვეის მიუზიკლში „ფერი მეწამული“, რისთვისაც მოიგო 2016 წლის ტონის ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მიუზიკლში და გრემის ჯილდო საუკეთესო მუსიკალური თეატრალური ალბომისთვის.
მისი კინოდებიუტი შედგა 2018 წელს ფილმებში „ქვრივი“ და „ცუდი მოგონებები სასტუმრო ელ როიალთან“. ერივომ განასახიერა აბოლიციონისტი ჰარიეტ ტაბმენი ბიოგრაფიულ ფილმში „ჰარიეტი“ (2019), რისთვისაც მიიღო ოსკარის ნომინაციები საუკეთესო მსახიობი ქალისა და საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის. 2020 წელს მონაწილეობდა მინისერიალში „უცხო“.