სექსტანტი
იერსახე
სექსტანტი (ლათ. sextans, ნათ. ბრ. sextantis – მეექვსე) — კუთხესაზომი სარკულ-ამრეკლი ინსტრუმენტი, რომლითაც დაკვირვების ადგილის კოორდინატების განსაზღვრის მიზნით ზომავენ ციური სხეულების სიმაღლეს ჰორიზონტის მიმართ ან ნაპირზე მდებარე საგნებს შორის ხილულ კუთხეს.
სექსტანტს იყენებენ გემსა და თვითმფრინავზე; ემყარება მხედველობის ველში ორი საგნის (მნათობების ან მნათობისა და ჰორიზონტის) შეთავსების შესაძლებლობას.
სექსტანტი პირველად 1730-1731 წლებში ააგო ჯონ ჰედლიმ (ინგლისი) და მისგან დამოუკიდებლად ტომას გოდფრიმ (აშშ). თუმცა იდეა გამოთქვა ისააკ ნიუტონმა (1699; გამოქვეყნდა 1742).
სექსტანტმა განდევნა ასტრონომიულ-გეოდეზიური ხელსაწყო ასტროლაბი, რომელიც მიიჩნეოდა მთავარ ნავიგაციურ ინსტრუმენტად.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Her Majesty's Nautical Almanac Office დაარქივებული 2007-06-30 საიტზე Wayback Machine.
- The History of HM Nautical Almanac Office დაარქივებული 2007-06-30 საიტზე Wayback Machine.
- CD-Sextant - Build your own sextant Simple do-it-yourself project.
- Lunars web site. online calculation
- Complete celnav theory book, including Lunars
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 305.
- Скородумов П. П., Мореходная астрономия, Л., 1963 (Курс корабле- вождения, т. 2);
- Куницкий Р. В., Курс авиационной астрономии, М., 1949.