შინაარსზე გადასვლა

საზოგადოების კუნძულები

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საზოგადოების კუნძულები
მშობ. სახელი: ფრანგ. Îles de la Société
ტაიტ. Tōtaiete mā

საზოგადოების კუნძულების განლაგება
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 17°32′ ს. გ. 149°50′ დ. გ. / 17.533° ს. გ. 149.833° დ. გ. / -17.533; -149.833
კუნძულთა რაოდენობა 14
მთავარი კუნძული ტაიტი
ფართობი 1593 კმ²
უმაღლესი წერტილი 2241 მ
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
დემოგრაფია
მოსახლეობა 227 807 (2007)
სიმჭიდროვე 143,005 ად. /კმ²

საზოგადოების კუნძულები (ფრანგ. Îles de la Société, ტაიტ. Tōtaiete mā) — კუნძულების ჯგუფი წყნარ ოკეანეში, საფრანგეთის პოლინეზიის ნაწილი. საზოგადოების კუნძულებზე ცხოვრობს საფრანგეთის პოლინეზიის მოსახლეობის უმრავლესობა.

საზოგადოების კუნძულები — ტროპიკული არქიპელაგია ვულკანური წარმოშობის, რომელიც მდებარეობს საფრანგეთის პოლინეზიის დასავლეთით. ფართობი — 1593 კმ².

საზოგადოების კუნძულები იყოფაна ორ ჯგუფად — ქარსზედა და ქარსქვედა:

კუნძული ან რიფი ხმელეთის ფართობი,
კმ²
ლაგუნის ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2007)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
კოორდინატები
ქარსზედა კუნძულები
1 მაიაო 9 299 33,22 17°39′ ს. გ. 150°38′ დ. გ. / 17.650° ს. გ. 150.633° დ. გ. / -17.650; -150.633
2 მეჰეტია 2,3 დაუსახლებელი 17°52′ ს. გ. 148°04′ დ. გ. / 17.867° ს. გ. 148.067° დ. გ. / -17.867; -148.067
3 მურეა 133,5 16 191 121,28 17°31′ ს. გ. 149°49′ დ. გ. / 17.517° ს. გ. 149.817° დ. გ. / -17.517; -149.817
4 ტაიტი 1042 178 133 170,95 17°40′ ს. გ. 149°27′ დ. გ. / 17.667° ს. გ. 149.450° დ. გ. / -17.667; -149.450
5 ტეტიაროა 6 დაუსახლებელი 16°26′ ს. გ. 152°15′ დ. გ. / 16.433° ს. გ. 152.250° დ. გ. / -16.433; -152.250
ქარსქვედა კუნძულები
6 ბორა-ბორა 38 8927 234,92 16°29′ ს. გ. 151°44′ დ. გ. / 16.483° ს. გ. 151.733° დ. გ. / -16.483; -151.733
7 მანუაე 4 დაუსახლებელი 16°32′ ს. გ. 154°41′ დ. გ. / 16.533° ს. გ. 154.683° დ. გ. / -16.533; -154.683
8 მაუპიტი 11 1231 111,91 16°26′ ს. გ. 152°15′ დ. გ. / 16.433° ს. გ. 152.250° დ. გ. / -16.433; -152.250
9 მაუპიჰაა 2,6 დაუსახლებელი 16°48′ ს. გ. 153°57′ დ. გ. / 16.800° ს. გ. 153.950° დ. გ. / -16.800; -153.950
10 მოტუ-ონე 3 დაუსახლებელი 15°48′ ს. გ. 154°32′ დ. გ. / 15.800° ს. გ. 154.533° დ. გ. / -15.800; -154.533
11 რაიატეა 168 70 12 024 71,57 16°44′ ს. გ. 151°27′ დ. გ. / 16.733° ს. გ. 151.450° დ. გ. / -16.733; -151.450
12 ტაჰაა 88 5003 56,85 16°37′ ს. გ. 151°30′ დ. გ. / 16.617° ს. გ. 151.500° დ. გ. / -16.617; -151.500
13 ტუპაი 11 დაუსახლებელი 16°17′ ს. გ. 151°50′ დ. გ. / 16.283° ს. გ. 151.833° დ. გ. / -16.283; -151.833
14 ჰუაჰინე 74,8 5999 80,20 16°44′ ს. გ. 151°02′ დ. გ. / 16.733° ს. გ. 151.033° დ. გ. / -16.733; -151.033
სულ 1593,20 70 227 807 142,99 17°32′ ს. გ. 149°50′ დ. გ. / 17.533° ს. გ. 149.833° დ. გ. / -17.533; -149.833
კუნძულებზე ადრე არსებული სამეფოები

პირველი ევროპელი, რომელმაც დაინახა საზოგადოების კუნძულები, იყო ნიდერლანდელი ზღვაოსანი იაკობ როგევენი, რომელმაც 1722 წლის 6 ივნისს გაცურა ბორა-ბორას და მაუპიტის გვერდით. როგევენმა შეცდომით ჩათვალა ისინი ტონგას არქიპელაგის კუნძულებად, რომლებიც მოინახულა 1616 წელს იაკობ ლემერმა.

1767 წელს ბრიტანეთის ექსპედიციამ სამუელ უოლისის ხელმძღვანელობით აღმოაჩინა კუნძულები მეჰეტია (17 ივნისს), ტაიტი (18 ივნისს), მურეა (27 ივლისს), მაუპიჰაა (29 ივლისს) და მოტუ-ონე (29 ივლისს). უოლისმი ხუთი კვირა გაჩერდა კუნძულ ტაიტიზე.

ჯეიმზ კუკის პირველი ექსპედიცია ეწვია ტაიტის 1769 წელს პლანეტა ვენერას დასაკვირვებლად. კუკმა აღმოაჩინა ჰუაჰინე, რაიატეა, ტაჰაა, ტუპაი და ტეტიაროა. თავიდან კუკმა საზოგადოების კუნძულები (ინგლ. Society Islands) დაარქვა მხოლოდ ქარსქვედა კუნძულებს, ლონდონის სამეფო საზოგადოების პატივსაცემად, რომელიც აფინანსებდა ექსპედიციას. მოგვიანებით სახელი გავრცელდა მთელ არქიპელაგზე. 1788 წლიდან 1880 წლამდე კუნძულებზე არსებობდა პოლინეზიური სახელმწიფო ტაიტის სამეფო, რომელიც შემდეგში (1842—1880 წლები) გახდა საფრანგეთის პროტექტორატი, ხოლო 1880 წლის შემდეგ — საფრანგეთის კოლონია.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქიპელაგში შედის 2 ადმინისტრაციული ქვედანაყოფი: ქარსზედა და ქარსქვედა კუნძულები, რომლებიც იყოფიან 20 კომუნად (13 — ქარსზედა და 7 — ქარსქვედა კუნძულები).

კომუნა ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,[1]
ად. (2007)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
ქარსზედა კუნძულები
1 არუა 18,3 9 458 516,83
2 ფააა 34 29 851 877,97
3 ჰიტია ო ტე რა 218 8 683 39,83
4 მაინა 52 14 369 276,33
5 მურეა-მაიაო 142,5 16 490 115,72
6 პაეა 65 12 084 185,91
7 პაპარა 93 10 615 114,14
8 პაპეეტე (დედაქალაქი) 19 26 017 1369,32
9 პირაე 35 14 475 413,57
10 პუნააუია 76 25 441 334,75
11 ტაიარაპუ-ესტ 216 11 549 53,47
12 ტაიარაპუ-უესტ 104 7 002 67,33
13 ტევა ი იუტა 120 8 589 71,58
ქარსქვედა კუნძულები
14 ბორა-ბორა 49 8 927 182,18
15 ჰუაჰინე 74,8 5 999 80,20
16 მაუპიტი 20,6 1 231 59,76
17 ტაჰაა 88 5 003 56,85
18 ტაპუტაპუატეაე 88,5 4 614 52,14
19 ტუმარაა 63,5 3 632 57,20
20 უტუროა (დედაქალაქი) 16 3 778 236,13
სულ 1593,2 227 807 142,99

2007 წლის აღწერის მონაცემებით კუნძულებზე მოსახლეობის რიცხვი შეადგენს 227 807 ადამიანს (194 623 ად. — ქარსზედა და 33 184 ად. — ქარსქვედა კუნძულებზე). საზოგადოების კუნძულების მთავარი კუნძულია ტაიტი, რომელზეც ცხოვრობს მთელი მოსახლეობის 70 % და სადაც მდებარეობს საფრანგეთის პოლინეზიის დედაქალაქი პაპეეტე. მოსახლეობის ძირითადი რაოდენობა თავმოყრილია სანაპირო რეგიონებში, კუნძულების მთიან რაიონებში მოსახლეობა საკმაოდ იშვიათია.

ეკონომიკურად საზოგადოების კუნძულები ყველაზე უფრო ძლიერია საფრანგეთის ამ ზღვისიქითა ტერიტორიების ხუთი არქიპელაგიდან.

  1. (ფრანგული) Institut Statistique de Polynésie Française (ISPF). Recensement de la population 2007 (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-03. ციტირების თარიღი: 2007-12-02.