რუთულური ენა
რუთულური ენა мыхаӀбишды чӀел | |
გავრცელებულია | რუსეთი |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ნახურ-დაღესტნური ენები
|
დამწერლობის სისტემა | კირილური დამწერლობა |
ენის კოდები | rut |
რუკა | |
მოლაპარაკეთა არეალი | |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-rut}} |
ვიკისივრცეში არის ვიკიპედია — რუთულური ენა |
რუთულური ენა, მუხუდური ენა (თვითწოდება мыхаӀбишды чӀел) — ნახურ-დაღესტნურ ენათა ოჯახის ლეზგიურ ენათა ჯგუფის ერთ-ერთი ენა.
გავრცელებულია დაღესტანში — რუთულისა და ახტის რაიონებში, აზერბაიჯანში — კახისა და შაქის რაიონებში, თურქეთსა და სირიაში.
რუთულური ენას აქვს ოთხი კილო: რუთულური, შინაზური, მუხრეკულ-იხრეკული და ბორჩულ-ხინავური. დამახასიათებელია ხმოვანთა და თანხმოვანთა რთული სისტემა: 14 ხმოვანი, 38 თანხმოვანი, მახვილი დინამიკური და ტონურ-მელოდიკურია, ლექსიკა ნასესხები და საკუთარი;
გრამატიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუთულური ენისთვის დამახასიათებელია სახელთა მარტივი, წარმოებული, რთული ფუძეები, მრავლობითი რიცხვის ნაირგვარი ბოლოსართები; ოთხი ძირითადი ბრუნვა: სახელობითი, მოთხრობითი, ნათესაობითი, მიცემითი.; მრავალსერიიანი ერთ- და ორთანდებულიანი ბრუნვები; სახელთა წარმომომქმნელ ნიშანთა სიმცირე; ზმნის მორფოლოგიური კატეგორიები: გრამატიკული კლასები, ასპექტი, დრო, კილო; სახელმზნური ფორმები: აბსოლუტივი, ინფინიტივი, ინფინიტივ-მასდარი, მიმღეობა. ზმნაში, ზოგ ნაცვალსახელსა და მსაზღვრელ სახელში განირჩევა 4 — მამაკაცის, ქალის, ცხოველის, საგან-ნივთის — კლასი; მრავლობით რიცხვში ყველა კლასი გაერთიანებულია ერთ კლასად (კლასის ნიშანი გაგებულია მრ. რიცხვისად). მოეპოვება ადგილისა და დროის საგარემოებო სიტყვათა სერიები, უარყოფისა და კითხვის ნაწილაკები, ადგილ-მიმართულების აღმნიშვნელი წინდებულები ზმნაში და თანდებულები სახელში; სინტაქსური კონსტრუქციები — ნომინატიური, ერგატიული, დატიური.
რუთულელები (მუხადები) ორენოვანი ხალხია. სატომთაშორისო ენად იყენებენ რუსულსა და აზერბაიჯანულ ენებს; სწავლა — რუსულად (1952 წლამდე აზერბაიჯანულად).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 467.