რონის დაბლობი
იერსახე
რონის დაბლობი (ფრანგ. La vallée du Rhône) — დაბლობი სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში. გადაჭიმულია დაახლოებით 300 კმ-ზე რონის ხეობის ქვემო დინებასა და შუაწელის გასწვრივ, ალპებსა და საფრანგეთის ცენტრალურ მასივს შორის. შედგება მაღლობებით დაყოფილი ქვაბულებისაგან. დამახასიათებელია მდინარეული ტერასები. ჰავა გარდამავალია ზომიერიდან ხმელთაშუა ზღვის სუბტროპიკულისაკენ. ნალექები 600-800 მმ წელიწადში. რონის დაბლობზე გადის სარკინიგზო და საავტომობილო გზა, რომელიც აკავშრებს საფრანგეთის ჩრდილოეთსა და სამხრეთ ნაწილებს. დაბლობზეა ქალაქები: ლიონი, ვალანსი, ავინიონი, არლი.