რომანდია
რომანდია, იგივე შვეიცარიის რომანდია — დასავლეთ შვეიცარიის ფრანგულენოვანი რაიონების ადგილობრივი სახელი. ტერმინი „შვეიცარიული რომანდია“ გამოიყენება ფრანგული ენის იმ დიალექტის აღსანიშნავად, რომელზეც შვეიცარიაში ლაპარაკობენ. ქვეყანაში ფრანგულად სულ 1,6 მლნ ადამიანი საუბრობს, მთლიანი მოსახლეობის 20%.
სიტყვა „რომანდ“ მიუთითებს ფრანგული ენის ლათინურ/რომანულ წარმომავლობასა და რეგიონის საყოველთაო ორიენტაციაზე ფრანგულენოვანი კულტურისა და რომაული სამართლისკენ. გამოიყენება „შვეიცარიის ალმანდიისა“ (გერმანული შვეიცარია) და „შვეიცარიული იტალიურის“ (იტალიური შვეიცარია) საპირისპიროდ.
შვეიცარიის რომანდია ზუსტად განსაზღვრული ტერიტორია არაა, მაგრამ ზოგადად მოიცავს ფრიბურის, ჟენევის, იურის, ნევშატელის კანტონებს, ვალესა და ვოს დასავლეთ ნაწილებს, ბერნის კანტონის ჩრდილოეთ ნაწილს. რეგიონის უდიდესი ურბანული არეალია ქალაქი ჟენევა.
გერმანულენოვანი შვეიცარია რომანდიას ველჩლანდს უწოდებს, ფრანგულენოვან შვეიცარიელებს კი ველჩებს.
რომანდიის კულტურულ იდენტობას ამყარებს სატელევიზიო არხი Télévision Suisse Romande, რადიოსადგური Radio Suisse Romande და უნივერსიტეტები ჟენევაში, ფრიბურში, ლოზანასა და ნევშატელში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Eberhard Raetz: Genfer See und die Romandie. Eine Reise durch die Westschweiz. Info, Karlsruhe 2003, ISBN 3-88190-306-2
- Dieter Kohler: La Welsch Music. Chanson, Pop und Rap aus der Westschweiz (mit Audio-CD). Merian, Basel 2006, ISBN 3-85616-267-4
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Télévision Suisse Romande (ფრანგული)
- რომანდიის რეგიონული ლექსიკონი დაარქივებული 2006-05-04 საიტზე Wayback Machine. (ფრანგული)