ჟაკ ბეკერი
ჟაკ ბეკერი | |
---|---|
დაბადების სახელი | ჟაკ ბეკერი |
დაბადების თარიღი |
15 სექტემბერი 1906 პარიზი |
გარდაცვალების თარიღი |
21 თებერვალი 1960 პარიზი |
საქმიანობა | რეჟისორი |
აქტიური | 1935–1960 |
ჟაკ ბეკერი (ფრანგ. Jacques Becker; დ. 15 სექტემბერი, 1906, პარიზი — გ. 21 თებერვალი, 1960, იქვე) — ფრანგი კინორეჟისორი და სცენარისტი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჟაკ ბეკერი 1932 წლიდან მუშაობდა ჟან რენუარის ასისტენტად. მისი პირველი მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი ფილმია „უკანასკნელი კოზირი“ (1942). ბეკერის შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანია. გამოირჩევა დაოკებული ემოციით, ხასიათების წვდომით. დაქორწინებული იყო ფრანსუაზა ფაბიანზე, რომელიც თავის დროზე ცნობილი მსახიობი იყო. მათი შვილი ჟან ბეკერი (დ. 1938), აგრეთვე დღეისათვის ცნობილი ფრანგი კინორეჟისორია.
ჟაკ ბეკერს გადაღებული აქვს 20-მდე კინოფილმი. მოღვაწეობდა ასევე როგორც სცენარისტი და მსახიობი. დგავდა დრამას, კომედიასა და კრიმანულურ კინოფილმებს. გარდაიცვალა 53 წლის ასაკში, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში.
ყველაზე ცნობილი ფილმებია: „ანტუანი და ანტუანეტი“ (1947), „ედუარდი და კაროლინა“ (1951) და „ხვრელი“ (1960).
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1942 — უკანასკნელი კოზირი (Dernier Atout)
- 1943 — გუპი, წითელი ხელები (Goupi Mains Rouges)
- 1943 — ფალბალასი (Falbalas)
- 1947 — ანტუანი და ანტუანეტი (Antoine et Antoinette)
- 1949 — პაემანი ივლისში (Rendez-vous de juillet)
- 1951 — ედუარდი და კაროლინა (Édouard et Carolineo)
- 1952 — ოქროს ჩაფხუტი (Casque d’or)
- 1953 — Touchez pas au grisbi (Touchez pas au grisbi)
- 1957 — არსენ ლიუპენის თავგადასავალი (Les Aventures d’Arsène Lupin)
- 1958 — მონპარნასი, 19 (Montparnasse 19)
- 1960 — ხვრელი ( Le Trou)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Жак Беккер, Высказывания, фильмы, [М., 1969].