შინაარსზე გადასვლა
პიერ სიმონ ლაპლასი
Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პიერ სიმონ ლაპლასი
ფრანგ. Pierre Simon Laplace
დაბ. თარიღი 23 მარტი, 1749(1749-03-23)[1] [2] [3] [4] [5] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბ. ადგილი ბომონ-ან-ოჟი, საფრანგეთის სამეფო[11] [9]
გარდ. თარიღი 5 მარტი, 1827(1827-03-05)[1] [2] [4] [5] [6] [8] [9] [10] (77 წლის)
გარდ. ადგილი პარიზი, საფრანგეთის სამეფო[9]
დასაფლავებულია მონპარნასის სასაფლაო
მოქალაქეობა საფრანგეთი[12]
საქმიანობა მათემატიკოსი, ასტრონომი, ფიზიკოსი, პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი, უნივერსიტეტის პროფესორი, ფიზიკოს-თეორეტიკოსი, სტატისტიკოსი და მწერალი[13]
მუშაობის ადგილი École normale, გრძედების ბიურო და საფრანგეთის ინსტიტუტი
ალმა-მატერი კაენ-ნორმანდიის უნივერსიტეტი და Collège du Bois
მეუღლე Marie Anne Charlotte de Courty de Romange
შვილ(ებ)ი Charles Émile de Laplace
ჯილდოები საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრის ორდენის კავალერი, საპატიო ლეგიონის ორდენის დიდი ოფიცერი, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი, გაერთიანების ორდენის დიდი ჯვარი, სამეფო საზოგადოების წევრი, ლონდონის სამეფო საზოგადოება, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, გაერთიანების ორდენი და 72 names on the Eiffel Tower[14]
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა
პიერ სიმონ ლაპლასი (დ. 23 მარტი, 1749, ბომონ-ან-ოჟი, ნორმანდია ― გ. 5 მარტი, 1827, პარიზი) — ფრანგი ასტრონომი, მათემატიკოსი და ფიზიკოსი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1785, ადიუნქტი 1773–დან), საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1816).
სწავლობდა ბენედიქტელთა სკოლაში, 1766 წელს ლაპლასი ჩავიდა პარიზში და 1771 წელს ჟან დ'ალამბერის დახმარებით მიიღო პროფესორის ადგილი სამხედრო სკოლაში. მონაწილეობდა საფრანგეთის უმაღლესი განათლების სისტემის რეორგანიზაციაში, კერძოდ, ნორმალური და პოლიტექნიკური სკოლების შექმნაში. 1790 წელს დანიშნეს ზომა–წონის პალატის თავმჯდომარედ. ხელმძღვანელობდა ახალი მეტრული სისტემის შემოღებას. 1795 წლიდან გრძედების ბიუროს ხელმძღვანელობის შემადგენლობაში იყო.
ფუნდამენტური შრომები აქვს დიფერენციალურ განტოლებათა თეორიის საკითხებზე. შემოიღო ე.წ. ბურთისებრი ფუნქციები. ალგებრაში ლაპლასს ეკუთვნის მნიშვნელოვანი თეორემა დეტერმინანტთა წარმოდგენის შესახებ დამატებითი მინორების ნამრავლების ჯამის სახით. ბლეზ პასკალის, პიერ ფერმასა და სხვათა ზოგიერთი ნაშრომის სისტემაში მოყვანისა და განვითარების საფუძველზე შექმნა ალბათობის მათემატიკური თეორია, რომლის დასამუშავებლად შემოიღო ე.წ. წარმომქმნელი ფუნქციების ცნება და ფართოდ გამოიყენა გარდაქმნა (ე.წ. ლაპლასის გარდაქმნა). დაამტკიცა ალბათობის თეორიის მნიშვნელოვანი თეორემა, რომელიც მის სახელს ატარებს. ლაპლასის კლასიკური ნაშრომი "ალბათობათა ანალიზური თეორია" მის სიცოცხლეშივე გამოიცა 3–ჯერ. 1779–1784 წლებში ანტუან ლორან ლავუაზიესთან ერთად მუშაობდა ფიზიკის საკითხებზე. სხეულთა წირითი გაფართოების გასაზომად მათ პირველად გამოიყენეს სამზერი მილი. შეისწავლეს წყალბადის წვის პროცესი ჟანგბადში. ლაპლასი აქტიურად გამოდიოდა ფლოგისტონის არსებობის შესახებ არსებული მცდარი ჰიპოთეზის წინააღმდეგ. მრავალი შრომა გამოაქვეყნა კაპილარობის თეორიის საკითხებზე. გამოიყვანა ჰაერში ბგერის გავრცელების სიჩქარის ფორმულა.
ლაპლასმა განავითარა ცის მექანიკის მეთოდები და დაამტკიცა, რომ მსოფლიო მიზიდულობის კანონი კარგად ხსნის მზის სისტემის სხეულთა მოძრაობას, თუ მათ ურთიერთშეშფოთებებს მწკრივის სახით წარმოვადგენთ. აღმოაჩინა ამ შეშფოთებათა პერიოდულობა. 1780 წელს წამოაყენა ციურ სხეულთა ორბიტების გამოთვლის ახალი მეთოდი. დაამტკიცა, რომ მზის სისტემა მდგარადია ხანგრძლივი დროის მანძილზე. დაასკვნა, რომ სატურნის რგოლი ცალკეულ სხეულთაგან შედგება, იწინასწარმეტყველა სატურნის ძლიერი ძეკუმშულობა. 1789 წელს შეისწავლა იუპიტერის თანამგზავრთა მოძრაობა და დაადგინა, რომ დაკვირვების მონაცემები თეორიასთან სრულ შესაბამისობაშია. 1787 წელს დაამტკიცა, რომ მთვარის საშუალო სიჩქარე დამოკიდებულია დედამიწის ორბიტის ექსცენტრისიტეტზე. მთვარის მოძრაობის უთანასწორობებით განსაზღვრა პოლუსებთან დედამიწის შეკუმშულობა. განავითარა მოქცევათა დინამიკური თეორია. ცის მექანიკის დარგში მისი შედეგები თავმოყრილია თხზულებაში "ტრაქტატი ცის მექანიკის შესახებ" (ტ. 1–5, 1798–1825). დიდი ფილოსოფიური მნიშვნელობა ჰქონდა ლაპლასის მიერ წამოყენებულ კოსმოგონიურ ჰიპოთეზას მზის სისტემის წარმოშობის შესახებ.
ფილოსოფიური შეხედულებებში ლაპლასი ემხრობოდა ფრანგულ მატერიალიზმს. მას მიაჩნდა, რომ მისი თეორია მზის სისტემის წარმოშობის შესახებ არ საჭიროებს ღმერთის არსებობის ჰიპოთეზას, მაგრამ ლაპლასი მექანისტური დეტერმინიზმის პოზიციაზე იდგა და დეტერმინიზმს თვლიდა ყოველი მეცნიერების აგების მეთოდოლოგიურ პრინციპად. მეცნიერების შემეცნების დასრულებულ ნიმუშად კი ცის მექანიკა მიაჩნდა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
2. 2.0 2.1 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
3. Léonore databaseministère de la Culture.
4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
5. 5.0 5.1 5.2 Find a Grave — 1996.
6. 6.0 6.1 KNAW Past Members
7. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
8. 8.0 8.1 Internet Philosophy Ontology project
9. 9.0 9.1 9.2 9.3 www.accademiadellescienze.it
10. 10.0 10.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas — 2009.
11. Berry A. A Short History of AstronomyLondon: John Murray, 1898.
12. https://zkm.de/en/person/pierre-simon-marquis-de-laplace
13. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
14. https://www.toureiffel.paris/fr/le-monument/tour-eiffel-et-sciences