პატრიკ დემპსი
პატრიკ დემპსი | |
---|---|
პატრიკ დემპსი 2011 წელს | |
დაბადების სახელი | პატრიკ გეილენ დემპსი |
დაბადების თარიღი |
13 იანვარი, 1966 ლიუისტონი, მენის შტატი, აშშ |
საქმიანობა |
მსახიობი ავტომრბოლელი |
აქტიური | 1981-დღემდე |
მეუღლე(ები) |
როკი პარკერი ჯილ ფინკი |
პატრიკ გალენ დემპსი (ინგლ. Patrick Dempsey; დ. 13 იანვარი, 1966, ლიუისტონი, მენის შტატი, აშშ) — ამერიკელი მსახიობი და ავტომრბოლელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დემპსი ლევინსტონში გაიზარდა, სადაც ის წმინდა დომინიკის რეგიონალურ უმაღლეს სკოლაში დადიოდა. მოგვიანებით დემპსიმ ბუკფილდის (მაინე) უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა.
მისი ოცნება ყოველთვის იყო ცირკში კლოუნი ყოფილიყო. თავისი ოცნების ნაწილობრივი ახდენა სწორედ ის იყო, რომ სასცენო კარიერის დაწყებამდე, იგი ჟონგლიორის, ილუზიონისტის და მეთოჯინის პროფესიებითაც კი მუშაობდა. ჟონგლიორების საერთაშორისო შეჯიბრზე დემპსიმ მესამე ადგილი აიღო.
მაინეს მოქმედ კომპანიაში თავისი უმნიშვნელო როლებისა და ნიუ-იორკის კარუსელური სისტების თეატრში დასაქმების შემდეგ, მან მიიღო თავისი პირველი კინოროლი ფილმში „დაგვეხმარეთ ჩვენ, ზეცაში“ (1985). როლისთვის ფილმში „სიყვარულს ვერ იყიდი“ (1987), მან მიიღო პრემია „ახალგაზრდა არტისტი“.
სერიალს, „სწრაფი დრო“, მოყვა შემდგომი შემოთავაზებები. განსაკუთრებული ე.წ. გარღვევა კი დემპსიმ 1991 წელს ფილმით „განგსტერები-ბოროტების იმპერია“ მოახდინა. მან 1995 დეტექტივში „ეპიდემია-უხმაურო მკვლელი“ (1995), დასტინ ჰოფმანის გვერდით ითამაშა და ფილმში „ალაბამა-ჩემი მშობლიური სახლი“ (2002) კი რიზ უიზერფუნთთან ერთად მიიღო მონაწილეობა. მისი განსახიერებული, შიზოფრენიით დაავადებული აარონ ბრუკსი ფილმიდან „კიდევ ერთხელ და ისევ“ (2001), ნომინირებული იყო სატელევიზიო პრემიაზე „ემი“ ნომინაციაში-საუკეთესო სერიალის მსახიობი.
2005 წლიდან კი პატრიკ დემპსი ფართო პუბლიკისთვის ცნობილი გახდა მისი მთავარი როლით სამედიცინო დრამაში, სერიალ „გრეის ანატომიაში“.
გარდა სერიალში მიღებული დიდი წარმატებისა, პატრიკ დემპსი ცალკეული, პარალელურად შესრულებული როლებით იხვეჭდა სახელს. მაგალითად ფანტაზიის ჟანრის კომედიაში „მოჯადოებული“ (2007) მან პარტნიორობა ემი ადამსს გაუწია. ფილმში „პატარძლის მეგობარი“ (2008) მან შეასრულა გულთამპყრობელი ტომის როლი, რომელსაც თავისი საუკეთესო მეგობარი შეუყვარდა. ბოლოს მან თავის თავზე აიღო ბოროტმოქმედის როლის შესრულება ფილმში „ტრანსფორმერები 3“.
2011 წლის მაისში დემპსიმ ინტერვიუ მისცა ამერიკული „ვენიტი ფეირის“ იტალიურ გამოცემას, რომელშიც განაცხადა, რომ „გრეის ანატომიას“ მე-8 სეზონის შემდეგ დატოვებდა. ინტერვიუში იგი აცხადებს, რომ მას გული წყდება, მაგრამ თვლის რომ ამ როლზე თავისი თავი ამოწურა. თუმცა მოგვიანებით მსახიობის წარმომადგენელმა განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც, ეს სიტყვები კონტექსტიდან ამოგლეჯილად იყო დაბეჭდილი და რომ დემპსის მომავალი, სერიალის შემდეგ სეზონში მყარად განსაზღვრულია. მან სერიალი საბოლოოდ მეთერთმეტე სეზონის შემდეგ, 2015 წელს დატოვა.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დემპსი ორჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი ქორწინება 1987 წლიდან 1994 წლამდე გრძელდებოდა. მისი მეუღლე იყო მასზე 27 წლით უფროსი, პროფესიით მენეჯერი როკი პარკერი, რომელიც ამავდროულად დემპსის საუკეთესო მეგობრის დედა იყო. 1999 წელს კი მისი მორიგი ქორწინება შედგა. პატრიკ დემპსის მეუღლეა ვიზაჟისტი ჯილიამ ფინკი, რომელთანაც მას სამი შვილი ჰყავს.
2005 წელს ჟურნალ „peoples“-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მეთიუ მაკ-კონეჰის შემდეგ, მეორე ადგილზე გავიდა როგორც ყველაზე სექსუალური მამაკაცი. შემდეგ წელს მას მხოლოდ ჯორჯ კლუნიმ გადაუსწრო, ხოლო 2007 წელს, დემპსიმ ისევ მეორე ადგილი აიღო მეტ დეიმონის შემდეგ.
მსახიობი აქტიურად არის ჩართული ავტორბოლაში და 2008 წელს მონაწილეობა მიიღო რბოლაში „დაიტონას 24 საათი“. 2008 წელს პატრიკ დემპსი, თავის მშობლიურ ქალაქში გახსნა საინფორმაციო ცენტრი კიბოთი დაავადებული პაციენტებისა და მათი ოჯახებისათვის სახელწოდებით „Patrick Dempsey Center for Cancer Hope & Healing“ („იმედი და მკურნალობა“). ამ ცენტრის გახსნის ერთ-ერთი მიზეზი იყო დედამისი, რომელიც კიბოთი იყო დაავადებული. 2009 წლის 13 და 14 ივლისს მან მონაწილეობა მიიღო ლემენსის 24 საათიან რბოლაში სიეტლის ჯგუფთან ერთად.