პანამერიკული თამაშები
პანამერიკული თამაშები — უმთავრესი სპორტული ღონისძიება ამერიკის კონტინენტზე, რომელიც ამჟამად მხოლოდ ზაფხულის თამაშებს მოიცავს, წარსულში კი ზამთრის სპორტის სახეობებსაც მოიცავდა. სხვადასხვა შეჯიბრებაში მონაწილეობას ათასობით ათლეტი იღებს. პანამერიკული თამაშები მეორე უმსხვილესი მრავალსპორტული ღონისძიებაა ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შემდეგ. შეჯიბრებებში მონაწილებოსა მხოლოდ ამერიკის კონტინენტის ქვეყნები იღებენ და ის ოთხ წელში ერთხელ, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წინა წელს იმართება. 1990 წელს ასევე ჩატარდა ზამთრის პანამერიკული თამაშები. თამაშები ბოლოს 2011 წელს გვადალახარაში გაიმართა, შემდეგი კი 2015 წელს ტორონტოში ჩატარდება. 2007 წლიდან, მასპინძელი ქალაქი პარალელურად ორგანიზებას უწევს პარაპანამერიკულ თამაშებებს, რომელშიც ერთმანეთს შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები ეჯიბრებიან. ეს თამაშები პანამერიკული თამაშების დასრულებისთანავე იწყება. თამაშებს ხელმძღვანელობს პანამერიკული სპორტის ორგანიზაცია (PASO), რომლის სტრუქტურაცა და მოქმედებებიც ოლიმპიური ქარტიითაა განსაზღვრული.
პანამერიკული თამაშების მოძრაობა შედგენა საერთაშორისო სპორტული ფედერაციებისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტებისგან, რომლებიც აღიარებულია PASO-ს მიერ; ასევე თითოეული თამაშის საორგანიზაციო კომიტეტისგან. როგორც გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს, PASO-ს კომპეტენციაში შედის მასპინძელი ქალაქის შერჩევა. მასპინძელი ქალაქი ოლიმპიური ქარტიისა და წესების ფარგლებში პასუხისმგებელია ღონისძიების ორგანიზებასა და დაფინანსებაზე. თამაშების პროგრამას, ასევე იმას, თუ სპორტის რომელი სახეობა შევა მასში, ასევე PASO განსაზღვრავს. თამაშების მიმდინარეობა ასევე მოიცავს მრავალ რიტუალსა და სიმბოლოს, მათ შორის დროშასა და ჩირაღდანს, ისევე როგორც გახსნისა და დახურვის ცერემონიალებს. პანამერიკულ თამაშებში, სპორტის 36 სახეობაში 5 000-მდე სპორტსმენი იღებს მონაწილეობას, სულ 400-მდე ღონისძიებაში. პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულნი შესაბამისად იღებენ ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს.
ჩემპიონატი და მედალისტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პანამერიკული თამაშების ყველა დროის მოწინავე ქვეყნების ათეული:
ადგილი | ქვეყანა | ოქრო | ვერცხლი | ბრინჯაო | სულ |
---|---|---|---|---|---|
1 | აშშ | 1861 | 1379 | 932 | 4172 |
2 | კუბა | 839 | 566 | 527 | 1932 |
3 | კანადა | 377 | 586 | 733 | 1696 |
4 | ბრაზილია | 287 | 319 | 460 | 1066 |
5 | არგენტინა | 279 | 305 | 407 | 991 |
6 | მექსიკა | 197 | 248 | 460 | 915 |
7 | ვენესუელა | 84 | 183 | 257 | 524 |
8 | კოლუმბია | 82 | 134 | 195 | 411 |
9 | ჩილე | 39 | 85 | 133 | 257 |
10 | პუერტო-რიკო | 27 | 79 | 121 | 227 |
მასპინძელი ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თამაშები | წელი | მასპინძელი |
---|---|---|
I | 1951 | ბუენოს-აირესი, არგენტინა |
II | 1955 | მეხიკო, მექსიკა |
III | 1959 | ჩიკაგო, აშშ |
IV | 1963 | სან-პაულუ, ბრაზილია |
V | 1967 | ვინიპეგი, კანადა |
VI | 1971 | კალი, კოლუმბია |
VII | 1975 | მეხიკო, მექსიკა |
VIII | 1979 | სან-ხუანი, პუერტო-რიკო |
IX | 1983 | კარაკასი, ვენესუელა |
X | 1987 | ინდიანაპოლისი, აშშ |
XI | 1991 | ჰავანა, კუბა |
XII | 1995 | მარ-დელ-პლატა, არგენტინა |
XIII | 1999 | ვინიპეგი, კანადა |
XIV | 2003 | სანტო-დომინგო, დომინიკელთა რესპუბლიკა |
XV | 2007 | რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია |
XVI | 2011 | გვადალახარა, მექსიკა |
XVII | 2015 | ტორონტო, კანადა |
XVIII | 2019 | TBA |
მონაწილე ქვეყნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოცემულია თამაშების მონაწილე 42 ქვეყანა, რომელთა ოლიმპიურ კომიტეტებსაც პანამერიკული სპორტის ორგანიზაცია აღიარებს. [1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Poster Images from the Pan American Games from 1951 to 1999 დაარქივებული 2012-03-02 საიტზე Wayback Machine.
- Guadalajara 2011 Games დაარქივებული 2016-02-08 საიტზე Wayback Machine.
- Toronto 2015 Games დაარქივებული 2017-11-28 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ The 42 present countries in the Panamerican games Guadalajara 2011. COPAG. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 24, 2011. ციტირების თარიღი: July 11, 2011.