შინაარსზე გადასვლა

ოსიოს ლუკას მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაფნის, ოსიოს ლუკას და ნეა მონის მონასტრები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 38°23′41″ ჩ. გ. 22°44′48″ ა. გ. / 38.39472° ჩ. გ. 22.74667° ა. გ. / 38.39472; 22.74667
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1990  (მე-14 სესია)
ნომერი 537
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 537
ინგლ.რუს.ფრ.

ოსიოს ლუკა (ბერძ. Ὅσιος Λουκᾶς) — ისტორიული მონასტერი საბერძნეთში, ქალაქ დისტომოს სიახლოვეს. იგი შუა საუკუნეების ბიზანტიური ხელოვნებისა და არქიტექტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონუმენტია. 1990 წლიდან, ნეა მონისა და დაფნის მონასტრებთან ერთად შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ოსიოს ლუკას მონასტერი საკმაოდ პეიზაჟურ არეალში, ჰელიკონის მთის ფერდობზე მდებარეობს. იგი X საუკუნის დასაწყისში განდეგილმა, ღირსმა მამამ და წმინდანმა ლუკამ დააარსა, რომლის ნაწილებიც მონასტერში დღემდე ინახება. წმინდა ლუკა 953 წელს გარდაიცვალა. ცნობილია მისი წინასწარმეტყველება, რომლის მიხედვითაც კრეტას იმპერატორი რომანოსი დაიპყრობდა. უცნობია, ის ბიზანტიის იმდროინდელ იმპერატორ რომანოს I-ს გულისხმობდა თუ რომანოს II-ს, რომელმაც მართლაც დაიპყრო კუნძული. მიჩნეულია, რომ სწორედ მისი მმართველობის ბოლო წლებში (959-963) აშენდა მონასტრის მთავარი თეოთოკოსის (ბერძ. ღვთისმშობლის) ტაძარი.

მონასტრის მთავარი სიწმინდე წმინდა ლუკას სამარხია, რომელიც თავდაპირველად აკლდამაში განისვენებდა, მაგრამ მოგვიანებით ორი ეკლესიის შეერთების ადგილას გადაასვენეს. მონასტერმა სახელი მას შემდეგ გაითქვა, რაც წმინდანის ნაწილებმა მირონის დენა დაიწყეს, რომელიც სასწაულებს ახდენდა. მომლოცველებს სჯეროდათ, რომ თუ საფლავის გვერდით დაიძინებდნენ, სხვადასხვა სენისგან განიკურნებოდნენ. საფლავის გარშემო წარმოდგენილ მოზაიკაზე, წმინდა ლუკასთან ერთად გამოსახულია იღუმენი პილოთეოსიც.

თეოთოკოსის ტაძარი კომპლექსში უძველკესია და X საუკუნეში კონტინენტურ საბერძნეთში აშენებულ ერთადერთ ეკლესიას წარმოადგენს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]