ნორმან ლევი ბოუენი
ნორმან ლევი ბოუენი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 21 ივნისი, 1887 |
დაბ. ადგილი | კინგსტონი |
გარდ. თარიღი | 11 სექტემბერი, 1956 |
გარდ. ადგილი | ვაშინგტონი |
მოქალაქეობა |
კანადა აშშ |
საქმიანობა | გეოლოგი და მინერალოგი |
მუშაობის ადგილი | ჩიკაგოს უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | კუინზის უნივერსიტეტი |
ჯილდოები | პენროუზის მედალი, უოლასტონის მედალი |
ნორმან ლევი ბოუენი (ინგლ. Norman Levi Bowen; დ. 21 ივნისი 1887 — გ. 11 სექტემბერი 1956) — კანადელი გეოლოგი. ძირითადად მოღვაწეობდა პეტროგრაფიის დარგში.[1] აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი (1935). ამერიკის მინერალოგიური საზოგადოების პრეზიდენტი (1937). ამერიკის გეოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტი (1946).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნორმან ლევი ბოუენი დაიბადა ქალაქ კინგსტონში. განათლება მიიღო კანადაში. 1912–1937 წლებში და შემდეგ 1947 წლიდან მუშაობდა კარნეგის ინსტიტუტში. 1937–1947 წლებში იყო ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი. ცნობილია მისი ექსპერიმენტული გამოკვლევები სილიკატების ფიზიკურ-ქიმიურ წონასწორობათა სფეროში.[2]
ბოუენმა დაადგინა ე.წ. „რეაქციული პრინციპი“, რომლის თანახმად სილიკატური მდნარის კრისტალიზაციის პროდუქტი მისი შემდგომი გაცივებისას ხშირად ნარჩენ ხსნართან რეაგირებს და ამ გზით, იმავე კრისტალური ფაზის ფარგლებში ან ახალი შენაერთებისა და ფაზების წარმოქმნით, ახალი ქიმიზმით იძენს. ნორმან ბოუენის მიხედვით ჩვენი პლანეტის მთელი მაგმატიზმის განვითარება მიმდინარეობს პერიდოტიტებიდან, გაბრო-ბაზალტების გავლით, გრანიტებამდე.[2]
დაჯილდოებულია პენროუზისა (1941) და უოლასტონის (1950) მედლებით. ლეოპოლდინას (1946) და დეი ლინჩეის (1951) უცხოელი წევრი. ლონდონის სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი (1949).[2]