ნილიუფერ გიოლე
ნილიუფერ გიოლე | |
---|---|
თურქ. Nilüfer Göle | |
დაბ. თარიღი | 3 ოქტომბერი, 1953[1] (71 წლის) |
დაბ. ადგილი | ანკარა[1] |
მოქალაქეობა |
თურქეთი საფრანგეთი |
საქმიანობა | სოციოლოგი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | სოციალური მეცნიერებების უმაღლესი სკოლა და ბოსფორის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი |
მეუღლე | Asaf Savaş Akat |
მამა | Turgut Göle |
ნათესავ(ებ)ი | Ali Bozer, Yüksel Bozer და Ahmet Bozer |
ჯილდოები | ღირსების ორდენის ოფიცერი |
ნილიუფერ გიოლე (თურქ. Nilüfer Göle; დ. 3 ოქტომბერი, 1953, ანკარა, თურქეთი) — თურქი სოციოლოგიის პროფესორი და მწერალი.[2]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გიოლეს მამა, სახალხო რესპუბლიკური პარტიის ყარსის ყოფილი დეპუტატი თურგუთ გიოლეა, ხოლო პაპა ჯელალ გიოლეა. მისი ოჯახი წარმოშობით არტაანის, გიოლეს რაიონის სიფელ დადაშენიდან არიან. ანკარის კოლეჯის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა. დოქტორის წოდება პარიზის Alain Touraine-ში დაიცვა. გიოლეს სადოქტორო დისერტაცია გამოიცა სახელწოდებით ინჟინრები და იდეოლოგია. მუშაობდა პროფესორად ბოსფორის უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტზე. დაქორწინებულია ეკონომისტ ასაფ სავაშ აქათზე და ჯელალ გიოლეს დაა.
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის და პარიზის უნივერსიტეტის შემდეგ, დოქტორის წოდება სოციოლოგიაში მიიღო École des Hautes Études en Sciences Sociales-ში, საფრანგეთში. 1983-1985 წლებში Maison des Sciences de l'Homme ასისტენტ-პროფესორად, ხოლო École Supérieure de Commerce პარიზში ლექტორად მუშაობდა. ასევე ასწავლიდა ბოსფორის უნივერსიტეტში. ნილიუფერ გიოლე ახლა École des Hautes Études et en Sciences Sociale-ში სოციოლოგიურ მეცნიერებებს ასწავლის. გიოლეს თურქულად და უცხოურ ენებზე ბევრი სამეცნიერო ნაშრომი აქვს გამოცემული.[3]
ნაშრომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Modern Mahrem, Medeniyet ve Örtünme (მოდერნული ინტიმი, კულტურა და ვუალი), გამოცემლობა Metis, სტამბოლი, 2011, ISBN 9789753421942
- İslamın Yeni Kamusal Yüzleri Bir Atölye Çalışması (ისლამის ახალი საჯარო სახე), გამოცემლობა Metis, სტამბოლი, 2012, ISBN 9789753422642
- Keşif Yolculuğu (აღმოჩენის მოგზაურობა), Granada Kitap, სტამბოლი, 2013, ISBN 9786054643288
- Seküler ve Dinsel: Aşınan Sınırlar (საერო და სასულიერო: საზღვრების დანგრევა), გამოცემლობა Metis, სტამბოლი, 2012, ISBN 9789753428651
- İç İçe Girişler: İslam ve Avrupa (წყობილი პორტები: ისლამი და ევროპა), გამოცემლობა Metis, სტამბოლი, 2010, ISBN 9789753427050 (orijinal dili İngilizce)
- Mühendisler ve İdeoloji Öncü Devrimcilerden Yenilikçi Seçkinlere (საინჟინრო და პიონერთა რევოლუციური იდეოლოგია, ინოვაციური ექსკლუზიები), გამოცემლობა Metis, სტამბოლი, 2012, ISBN 9789753421980
- Melez Desenler İslam ve Modernlik Üzerine (ისლამის ჰიბრიდული ნიმუშები და თანამედროვეობა), გამოცემლობა Metis, სტამბოლი, 2011, ISBN 9789753422949
- Toplumun Merkezine Yolculuk (მოგზაურობა საზოგადოების ცენტრში), Ufuk წიგნები, სტამბოლი, 2002, ISBN 9789756571248[4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Who's Who in France — Paris: 1953. — ISSN 0083-9531; 2275-0908
- ↑ Avrupa Konferansları Programının Dördüncü Konuğu Prof. Dr. Nilüfer Göle Oldu, erişim tarihi 5 Mart 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-02. ციტირების თარიღი: 2016-09-07.
- ↑ İstanbul Küresel Forumu, erişim tarihi 5 Mart 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-19. ციტირების თარიღი: 2016-09-07.
- ↑ Idefix, Nilüfer Göle Kitapları, erişim tarihi 5 Mart 2013[მკვდარი ბმული]