ნივთიერება
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ნივთიერება}} |
ნივთიერება — ქიმიური მატერიის ფორმა, სუბსტანცია, რომელიც ყველგან გვხვდება. ნივთიერება შეიძლება იყოს — ბუნებრივი მაგალითად წყალი, ჟანგბადი; ასევე ხელოვნური — მაგალითად კაპრონი, პოლიეთილენი და სხვა. დღეისათვის ცნობილია ათ მილიონზე მეტი ნივთიერება, და მათი რაოდენობა დღითიდღე მატულობს, ერთ ნაწილს ბუნებაში პოულობენ მეორეს კი ადამიანი იღებს სინთეზით.
ნივთიერებას რომელიც გამოიყენება საგნების, ფიზიკური სხეულების დასამზადებლად მასალას უწოდებენ.
ჩვენს ირგვლივ უამრავი სხეულია, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ფორმით, ფერით, სიდიდით და სხვა თვისებებით. მაგრამ ისინი შეიძლება ერთი და იმავე მასალისაგან იყვნენ დამზადებული. მაგალითად, ხის კოვზი, ხის სკამი და სხვა ხის საგნები (სხეულები) შედგებიან ერთი და იმავე — ხის მასალისაგან, ხოლო მთავარი ნითიერება რაც წარმოქმნის ხეს არის — ცელულოზა. აღსანიშნავია რომ ძალიან ხშირად ნივთიერების და მასალის (რისგანაც შედგება სხეული) სახელი ერთმანეთს ემთხვევა, რადგან ნივთიერება რისგანაც ამზადებენ რამეს, წარმოადგენს მასალას. ასე რომ რკინის შტატივი, განსხვავდება სიდიდითა და ფორმით ლურსმნისაგან, მავრთულისაგან და სხვა რკინის სხეულებისაგან; მაგრამ მიუხედავად ამისა ყველა ეს რკინის საგანი ერთმანეთის მსგავსია, იმით რომ დამზადებულნი არიან ერთი და იმავე მასალისაგან — რკინისაგან და ერთი და იმავე ნივთიერებისაგან - რკინისაგან.
რკინის ლურსმანი, სპილენძის ფირფიტა და ალუმინის მავთული ფიზიკური სხეულებია.
რკინა, სპილენძი და ალუმინი — მასალები, რისგანაც დამზადებულია ეს სხეულები და ამასთანავე არიან ნივთიერებებიც. აქ სახელწოდებები ემთხვევა.
ნივთირებებს ყოფენ: მარტივ და რთულ ნივთიერებებად.
ნივთიერების თვისებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყოველ ნივთიერებას გააჩნია თავისი სპეციფიკური თვისებები, რომლებიც განსაზღვრავენ მის ინდივიდუალობას და იძლევიან იმის შესაძლებლბას რომ ისინი განასხვავონ სხვა ნივთიერებებისაგან.
ნიშნები რის მიხედვითაც განსხვავებულ ნივთიერებებს ერთმანეთს ამსგავსებენ ან ერთმანეთისაგან ანსხვავებენ - ნივთიერების თვისებებს უწოდებენ. განასხვავებენ ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებს.
ფიზიკური თვისებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფიზიკურ თვისებებს მიეკუთვნება: ფერი, ბზინვარება, სუნი, გემო და ასე შემდეგ. ეს თვისებები ვლინდება უშუალო დაკვირვების დროს. მაგალითად, სპილენძი შესაძლებელია გარჩეულ იქნას სხვა ნივთიერებებისგან მისი ბზინვარებით და ფერით. ზოგი ნივთიერება ადვილი გასარჩევია სუნით (მაგალითად: ნიშადურის სპირტი, ძმარი) ან გემოთი (მარილი). მაგრამ ბევრი ნივთიერება საწამლავია, ამიტომ უცნობი ნივთიერების გასინჯვა აკრძალულია. ასევე აკრძალულია ნივთიერების გასინჯვა შეხებით რადგან ზოგი მათგანი შლის ან აღიზიანებს კანს. აღსანიშნავია რომ ყველა ფიზიკურ თვისებას ვერ განვსაზღვრავთ გრძნობათა ორგანოებით, ამიტომაც მათ განსაზღვრავენ ხელსაწყოების საშუალებით — ესენია: დუღილის ტემპერატურა, დნობის ტემპერატურა, სიმკვრივე, სიმტკიცე, ელექტროგამტარობა, თბოგამტარობა და სხვა.
ქიმიური თვისებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნივთიერებების ქიმიური თვისებები ვლინდება უშუალოდ ერთი ნივთიერებიდან მეორეზე გარდაქმნისას. ჟანგბადის უნარი ხელი შეუწყოს წვის პროცესს არის მისი ქიმიური თვისება.
ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნივთიერებები შეიძლება არსებობდნენ მყარ, თხევად და აირად მდგომარეობებში. ყინული, წყალი და ორთქლი - ეს ერთი და იმავე ნივთიერების მყარი, თხევადი და აირადი მდგომარეობაა.
მყარი, თხევადი და აირადი ფორმა არაა ნივთიერების ინდივიდუალური მახასიათებელი, ისინი შეესაბამებიან ნივთიერების სხვა და სხვა მდგომარეობას განსაზღვრულ პირობებში. ამიტომაც არ შეიძლება წყალს მიაწერო თხევადობის ნიშანი, ჟანგბადს — აირის ნიშანი, ხოლო სუფრის მარილს — მყარი მდგომარეობის ნიშანი.
ნებისმიერი ნივთიერება პირობების შეცვლისას შეიძლება გადავიდეს რომელიმე სხვა აგრეგატულ მდგომარეობაში. აქედან გამომდინარე, აგრეგატული მდგომარეობა — ეს არის ნივთიერების არა ფიზიკური თვისება, არამედ მდგომარეობა რომელშიც ის არის გარკვეული პირობების არსებობის დროს. როდესაც ნივთიერების ფიზიკურ თვისებებს ახასიათებენ ჩვეულებრივ პირობებში,მიანიშნებენ მის აგრეგატულ მდგომარეობას კონკრეტულ პირობებში.
ასევე აღსანიშნავია რომ არსებობს სუფთა ნივთიერება და ნარევი ნივთიერებები.