ნენსი დოუდი
ნენსი დოუდი (ინგლ. Nancy M. O'Fallon Dowdy) — ამერიკელი ბირთვული ფიზიკოსი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ცივი ომის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის გამართულ ბირთვული განიარაღების მოლაპარაკებებში. 1966 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი ფიზიკაში. ბირთვული ფიზიკოსის კარიერის შემდეგ, დოუდი მსახურობდა აშშ-ს წარმომადგენლად შეიარაღების კონტროლის კომისიაში. 1992 წელს ის ჯორჯ ბუშის მიერ ნომინირებული იყო შეიარაღების კონტროლისა და განიარაღების შესახებ მოლაპარაკებებში სპეციალურ წარმომადგენლად. იარაღის კონტროლის ხელშეკრულებების გადამოწმებაში მისი წვლილის და როგორც ქალი ფიზიკოსის სამეცნიერო მიღწევების აღიარების ნიშნად დოუდი მიიღეს ამერიკის ფიზიკის საზოგადოების წევრად.[1]
Განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნენსი დოუდიმ 1960 წელს დაასრულა სენტ ლუისის უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხით ელექტრო ინჟინერიაში, ხოლო 1961 წელს — მაგისტრის ხარისხი ურბანა-შამპეინის ილინოისის უნივერსიტეტში ბირთვულ ინჟინერიაში 1966 წელს. იქვე გახდა დოქტორის ხარისხის მფლობელი ფიზიკაში.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1967 წელს ასპირანტურის დამთავრების შემდეგ დოუდი შეუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობას მისურის უნივერსიტეტში, სენტ-ლუისში. 1974 წლიდან 1976 წლამდე იყო ფიზიკოსის ასისტენტი არგონის ეროვნულ ლაბორატორიაში. 1976 წელს დააწინაურეს ფიზიკოსის თანამდებობაზე. 1983 წელს იგი დაინიშნა ჩიკაგოს უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტის ასისტენტად კვლევითი სამუშაოების მიმართულებით . 1989 წელს შეიარაღების კონტროლისა და განიარაღების სააგენტოს წარმომადგენლის სტატუსით გადავიდა პოლიტიკურ თანამდებობაზე START I (ხელშეკრულება სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემცირების შესახებ) - ში სამი წლის ვადით. იგი ასევე იყო სააგენტოს მთავარი სამეცნიერო მრჩეველი. 1991 წლიდან ასევე არის ჟენევაში ერთობლივი შესაბამისობისა და ინსპექტირების კომისიის წარმომადგენელი. 1992 წლიდან 1993 წლამდე სპეციალური წარმომადგენელის სტატუსით მონაწილეობდა შეიარაღების კონტროლისა და განიარაღების შესახებ მოლაპარაკებებში. იგი ამ თანამდებობაზე დანიშნა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა. 1993 წელს დოუდი შეუერთდა Battelle-Pacific Northwest Laboratory-ს პროგრამას უფროსი მენეჯერის რანგში.[2][3]
ნენსი დოუდი იყო უილიამ ს. ფოსტერის სტიპენდიატი 1987-1989 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღების კონტროლისა და განიარაღების სააგენტოდან. 1992 წელს მან მიიღო სააგენტოს უმაღლესი საპატიო ჯილდო, ხოლო მომდევნო წელს დამსახურებისთვის სააგენტომ მიანიჭა ჯილდო Meritorious Honor Award.
დოუდი პენსიაზე გავიდა 1995 წელს და მეუღლესთან ერთად ხელმძღვანელობს ეროვნული უსაფრთხოების საკონსულტაციო სერვისს სახელწოდებით Dowdy Associates. 1996 წელს დოუდი გახდა ამერიკის ფიზიკის საზოგადოების წევრი.[4][5]
პუბლიკაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავისი კარიერის განმავლობაში დოუდიმ წვლილი შეიტანა რამდენიმე ჟურნალის სტატიის გამოქვეყნებაში. ბერნარდ რ. კუპერისა და უილიამ ა. ელინგსონის მიერ დაწერილ ნაშრომში Instrumentation and Monitoring, მეცნიერი ზედამხედველობას უწევდა სინთეტიკური საწვავისთვის ინსტრუმენტების შემუშავების განყოფილებას.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "APS Fellowship". American Physical Society. 1995. p. 3.
- ↑ George Bush: "Nomination of Nancy M. Dowdy To Be Special Representative for Arms Control Negotiations and Disarmament," June 23, 1992. Online by Gerhard Peters and John T. Woolley, The American Presidency Project. http://www.presidency.ucsb.edu/ws/index.php?pid=2113.
- ↑ United States President. Public Papers of the Presidents of the United States. — Federal Register Division, National Archives and Records Service, General Services Administration, 1993. — 1356 с.
- ↑ Johnson, Ben. "Nancy M. O'Fallon Dowdy." Contributions of 20th Century Women to Physics. N.p., n.d. Web. 29 Sept. 2013. <http://cwp.library.ucla.edu/Phase2/Dowdy,_Nancy_M._O'[email protected]>.
- ↑ Message to the Eighteen-Nation Disarmament Committee Meeting in Geneva. | The American Presidency Project. www.presidency.ucsb.edu. ციტირების თარიღი 23 ნოემბერი. 2023.