ნენდო
მშობ. სახელი: ინგლ. Nendo | |
---|---|
სანტა-კრუსის კუნძულების რუკა | |
გეოგრაფია | |
10°42′36″S 165°49′48″E / 10.710° ს. გ. 165.830° ა. გ. | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები |
კოორდინატები: განედი არ არის მითითებული |
ფართობი | 505,5 კმ² |
სიგრძე | 40 კმ |
სიგანე | 22 კმ |
უმაღლესი წერტილი | 549 მ |
პროვინცია | ტემოტუ |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 9911 (1999) |
სიმჭიდროვე | 19,606 ად. /კმ² |
ნენდო (ინგლ. Nendo) — ყველაზე დიდი და მთავარი კუნძული სანტა-კრუსის კუნძულების ჯგუფში. კუნძულის ალტერნატიული დასახელებებია — სანტა-კრუსის კუნძული, ნდენი, ნიტენდი და ნდენდე. ადმინისტრაციულად შედის მელანეზიური სახელმწიფო სოლომონის კუნძულების ტემოტუს პროვინციის შემადგენლობაში. ნენდოდან დაახლოებით ერთ კილომეტრში მდებარეობენ მომცრო კუნძულები მალო და ნიბანგა.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულ ნენდოს ფართობი შეადგენს 505,5 კმ²-ს. ზღვის დონიდან უმაღლესი წერტილი მდებარეობს 549 მეტრ სიმაღლეზე. ნენდოს სიგრძე შეადგენს დაახლოებით 40 კმ-ს, სიგანე — 22 კმ-ს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძული 1595 წელს აღმოაჩინა ესპანელმა მოგზაურმა ალვარო მენდანია დე ნეირამ, რომელმაც მას დაარქვა სანტა-კრუსის კუნძული.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულ ნენდოს მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 9911 ადამიანს[1] (1999) (ძირითადად მელანეზიელები). კუნძულზე მდებარეობს ტემოტუს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ლატა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ *Solomonislands.com.sb დაარქივებული 2008-01-20 საიტზე Wayback Machine. John Search. ნენდოს კუნძული. (ინგლისური)