შინაარსზე გადასვლა

ნარუტოს სამყარო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნარუტოს სამყარო — გამოგონილი მსოფლიო მრავალი ქვეყნითა და ადგილით, სადაც ნარუტოს ანიმე და მანგა სერიების მოქმედება სრულდება. გამოგონილია მასასი კისიმოტოს მიერ. ამ სამყაროში მოცემულია ხუთი ძირითადი ქვეყანა, რომლის სახელებიც ემთხვევა ხუთ ძირითად ელემენტს(ცეცხლი, ჰაერი, მიწა, წყალი, ელვა): ცეცხლის ქვეყანა, ჰაერის ქვეყანა, მიწის ქვეყანა, წყლის ქვეყანა, ელვის ქვეყანა. თითოეულ ქვეყანაში არის ერთი ძირითადი სოფელი, სადაც მდებარეობს კაგეს რეზიდენცია. გარდა ამ ხუთი ქვეყნისა არის კიდევ პატარა ქვეყნები, მაგრამ მათ თავში არ დგას კაგე(ტალღების ქვეყანა, ხმის ქვეყანა, წვიმის ქვეყანა, ჩანჩქერის ქვეყანა, ბალახის ქვეყანა).

ცეცხლის ქვეყანა არის ქვეყანა, სადაც ხდება სერიალის ძირითადი მოქმედებები. ცეცხლის ქვეყანაში არის ფოთლების სოფელი (კონოხა), სადაც იმყოფება კაგე (ჰოკაგე). აქ კარგად არის განვითარებული ვაჭრობა. ცეცხლის ქვეყანა ძლიერია როგორც სამხედრო ძალებში ისე ეკონომიკურადაც. ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ქვეყნად, მაგრამ დასუსტდა, როცა მას თავს დაესხა ოროჩიმარუ.

ფოთლების სოფელი (კონოხა) მდებარეობს ცეცხლის ქვეყანაში, ერთ-ერთი ხუთი ნინძების სოფლიდან. სწორედ ამ სოფლიდანაა სერიალის მთავარი გმირი. აქ იმყოფება ჰოკაგეს რეზიდენცია. მთაზე, რომელიც სოფელს გადმოჰყურებს გამოსახულია ყველა ჰოკაგეს სახეები.

ჰაერის ქვეყანა არის ერთ-ერთი ხუთი ძირითადი ქვეყნიდან, გამოირჩევა ცხელი კლიმატით, მისი უმეტესი ნაწილი დაფარულია უდაბნოებით. ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ქვეყანად. აქ მდებარეობს ქვიშის სოფელი.

ერთ-ერთი ნინძების სოფლიდან, რომლის თავში დგას კაგე, კაზეკაგე.

აკადემიის მოსწავლეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკადემია ეს არის ადგილი სადაც იკრიბებიან დამწყები ნინძები და სწავლობენ საბრძოლო ხელოვნებას, ჯუცუს და შინობის წესებს. აკადემიის დამთავრების შემდეგ მოსწავლეები აბარებენ გამოცდებს, კვალიფიცირებული ნინძები იღებენ გენინის წოდებას.

გენინი არის ნინძის ყველაზე დაბალი წოდება.გენინებს ყოფენ გუნდებად, თითოეული გუნდი შედგება სამი გენინისაგან, რომელსაც ხელმძღვანელობს ჯონინი. გენინები ჩვეულებრივ ასრულებენ D და C რანგის მისიებს.

ჩუნინი — საშუალო ნინძა. მათ მოვალეობაში შედის დამწყებ ნინძებზე მეთვალყურეობა, ზოგიერთი ჩუნინი აკადემიის მასწავლებელიცაა. გენინებმა რომ მიიღონ ჩუნინის წოდება, უნდა ჩააბარონ გამოცდები("ჩუნინების გამოცდები"), რომელიც იმართება წელიწადში ორჯერ. ჩუნინებს ძირითადად გზავნიან B რანგის მისიებზე.

ჯონინი — უმაღლესი, მაღალკვალიფიცირებული ნინძა. ასრულებენ ჩვეულებრივ A რანგის მისიებს, ზოგიერთი მათგანი კი S რანგისაც(ურთულესი მისია). ზოგიერთ ჯონინს ანდობაენ სამ გენინს მოსწავლეებად, რომ კარგად განავითარონ ილეთები.

სანინი — ასე უწოდა სალამანდრა ჰანზომ წვიმის სოფლიდან ლეგენდარულ სამეულს (ოროჩიმარუ, ჯირაია, ცუნადე), როდესაც ფოთლების სოფელი იპყრობდა წვიმის სოფელს.

კაგეს (იაპონ. ჩრდილი) ტიტულის მფლობელი არის ერთ-ერთი ხუთი უძლიერესი ნინძა ნარუტოს სამყაროში, S რანგის ნინძები, ფლობენ ასეულობით ჯუცუს და გამოირჩევიან დიდი ჭკუით. ფაქტობრივად კაგე თავისი ქვეყნის მმართველად ითვლება.

სახელი კაგე სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად იცვლება:

ჰოკაგე (იაპონ. ცეცხლის ჩრდილი) — მმართველი ცეცხლის ქვეყანაში

კაზეკაგე (იაპონ. ჰაერის ჩრდილი) — მმართველი ჰაერის ქვეყანაში

მიზუკაგე (იაპონ. წყლის ჩრდილი) — მმართველი წყლის ქვეყანაში

რაიკაგე (იაპონ. ელვის ჩრდილი) — მმართველი ელვის ქვეყანაში

ცუჩიკაგე (იაპონ. მიწის ჩრდილი) — მმართველი მიწის ქვეყანაში