შინაარსზე გადასვლა

ნაკვადა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზევით საიარაღე ნაკვადა, ქვევით — თხევადი

ნაკვადა (ინგლ. Naquahdah) ფიქციური ზემძიმე ლითონია, რომელიც ფართოდ გამოიყენება ვარსკვლავთკარიბჭის ფიქციურ სამყაროში. მისი სახელი უკავშირდება ეგვიპტურ სოფელს ნაყადა (არაბ. نقادة). პირველად იგი ნახსენებია საკუთრივ ფილმში „ვარსკვლავთკარიბჭე“ ( 1994 წელი, აშშ), სადაც მის შესახებ ნათქვამია კვარციტისებრი მინერალი. ცნობილია ნაკვადის სულ მცირე სამი სახეობა: თხევადი ნაკვადა, საიარაღე ნაკვადა და ნაკვადრიუმი (ნაკვადის მძიმე არამდგრადი იზოტოპი). ბუნებრივი ნაკვადა მორუხოდ ბზინავს, ხოლო თხევადი კი — ფოსფორისებრ მწვანეა.

ნაკვადის განსაკუთრებული თვისებაა ენერგიის შთანთქმის, დაგროვებისა და გამოსხივების უნიკალური უნარი, რაც მას უნიკალურ აკუმულატორად ხდის. მისი სულ მცირე რაოდენობაც კი ურთიერთქმედებს ენერგიის სხვა წყაროებთან. ამასთანავე ნაკვადა ზეგამტარია.

ნაკვადის მიერ ენერგიის შთანთქმის უნარი შეზღუდულია, თუ მას ვაიძულებთ ენერგიის დამატებით შთანთქმას, იგი გაჯერდება და ფეთქდება.

ნაკვადა გამოიყენება ენერგიამომთხოვნ ტექნოლოგიებში; ვინაიდან ჰიპერხვრელის გასახსნელად ვარსკვლავთკარიბჭეს სჭირდება ენერგიის ძალიან დიდი რაოდენობის მიწოდება, ამიტომ ვარსკვლავთკარიბჭე თითქმის მთლიანად ნაკვადისაგან შედგება.

ნაკვადა ძველების ტექნოლოგიის საფუძველია. მათ მიერ ირმის ნახტომის მიტოვების შემდეგ, მათი მრავალი ტექნოლოგიური მიღწევა გოა'ულდებმა მიითვისეს და, შესაბამისად, ნაკვადა გოა'ულდური ტექნოლოგიის საფუძვლადაც იქცა.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნაკვადა“-დან