შინაარსზე გადასვლა

ნათესაობითი ბრუნვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნათესაობითი ბრუნვა — კუთენვილება-დანიშნულების გამომხატეელი ბრუნვა, რომელსაც ინდოევროპულ ენათა გენიტივი შეეფარდება.

ქართულ ენაში ნათესაობითი ბრუნვა -ის(ა), -ს(ი) ბოლო სართებითაა წარმოდგენილი: თანხმოვანფუძიან და ხმოვანფუძიან კვეცად სახელებთან -ის(ა) დაბოლოება გეხედება — კაც-ის(ა), დედ-ის(ა), ხმოვანფუძიან უკვეცელ სახელებთან -ს(ი): წყარო-ს(ი), რუ-ს(ი), ელენე-ს(ი)... (გამონაკლისია — დრო-ის).

ბოლოკიდური -ი ხმოვნის თაობაზე სხვადასხვა თვალსაზრისი არსებობს: მკვლევართა ნაწილი მას ემფატიკურ ხმოვნად მიიჩნევს (შედარებისთვის: კაც-ის-ა — წყარო-ს-ი); სხვა თვალსაზრისით, -ი ბრუნვის ნიშნისეულია, ბგერათგადასმის შედეგად მიღებული: -ის — -სი (ემფატიკური ხმოვანი).

ნათესაობითი უძველესი ფორმაციის ბრუნვაა. -ის სუფიქსის პარალელურად ვარაუდობენ აგრეთვე -ინ სუფიქსის არსებობასაც, რომელიც ზმნისართებსა და თანდებულებშია შემორჩენილი სიტყეამაწარმოებელი ელემენტის სტატუსით: გუშ-ინ, მაშ-ინ, -თვ-ის || -თვ-ინ, -მდ-ის || -მდ-ინ... ნათესაობოითი ბრუნვის -ის სუფიქსს კანონზომიერი შესატყვისები მოეპოვება ქართულ ენებში: ზანურში — -იშ (-შ), სვანურში — -იშ, -ეშ სუფიქსების სახით.

ნათესაობით ბრუნვებში დასმული სახელი დაირთავს თანდებულებს: -თვის, -გან, -კენ, -ებრ, -თანავე, -დამი. თითქმის შეუზღუდავია ნათესაობითის ფორმაზე ზმნისართთა დართვა თანდებულის ფუნქციით: სახლ-ის წინ, მიწ-ის ქვეშ, ხუთი დღ-ის შემდეგ...

ნათესაობითი ბრუნვა თანამედროეე სალიტერატურო ქართულში გამოხატავს: კუთენილებას (ძმის სახლი), დანიშნულებას (ქორწინების სახლი), მასალას (ხის სახლი), აგენსს (ბავშვის თამაში), სამოქმედო ობიექტს (ხის მოჭრა). თანდებულთა დართვის შედეგად ნათესაობითს სხვა ფუნქციათა გამოხატვაც ეკისრება: აჩვენოს მიმართულება (ტყისკენ); მოცილება-დაშორება (კაცისგან); მსგავსება (თიხისაებრ), დრო (მოსვლისთანავე) და სხვა. ნათესაობითი ბრუნვა ხშირად დერივაციული სუფიქსის როლს ასრულებს (თბილ-ის-ი, ვარგ-ის-ი...); გამოთქმულია მოსაზრება, რომ მსასღვრელის ფუნქციით გამოყენებული სახელი არ შეიძლება ჩაითვალოს ნათესაობითი ბრუნვის ფორმად (თ. უთურგაიძე).

  • გაბუნია კ., ენციკლოპედია „ქართული ენა“, თბ., 2008. — გვ. 341-342.
  • ჩიქობავა არნ., ქართული ენის სოგადი დახასიათება. – ქეგლ, ბ. I, თბ., 1950;
  • შანიძე ა., ქართული გრამატიკის საფუძელები, I, თბ. 1953
  • თოფურია ე., ნათესაობითი და მოქმედებითი ბრუნვის დაბოლოებანი.
  • ენის სახელის ბრუნების ისტორიისათვის ქართველურ ენებში. წგ. I, თბ. 1956:
  • უთურგაიძე თ., ქართული სახელის მორფონოლოგიური ანალიზი, თბ. 1986;
  • ონიანი ა., ქართველურ ენათა შედარებითი გრამატიკის საკითხები, თბ.. 1959:
  • ნოზაძე ლ. ემფატიკური ი ქართულში. – «იკე». XXIX. თბ. 1990.