მოლდოვის გერბი
მოლდოვის გერბი | |
---|---|
დეტალები | |
დამტკიცდა | 13 ივლისი, 1990 |
ფარი | საზღვრებზე ოქროსფერი; ფარის ნახევარი წითელი და მეორე ნახევარი ლაჟვარდოვანი, დომბას თავი ოქროსფერი, დექსტერზე მოთავსებულია ვარდი, სინისტერზე ნამგალა მთვარე, ორივე ოქროსფერი, დომბას რქებს შორის რვა ქიმნიანი ოქროსფერი ვარსკვლავი. |
ფარმჭერები | არწივი (რომაული არწივი), ნისკარტი და ფეხები მოწითალო, ნისკარტში მართლმადიდებლური ოქროსფერი ჯვარი, მარჯვენა ფეხში ზეთისხილის მწვანე ტოტი, მარცხენა ფეხში ოქროსფერი კვერთხი. |
მოლდოვის გერბი — მოლდოვის რესპუბლიკსი ოფიციალური გერბი 1990 წლიდან, მოიცავს სტილიზებულ არწივს, რომელსაც ნისკარტით ჯვარი, ხოლო ბრჭყალებით კვერთხი და ზეთისხილის ტოტი უჭირავს. გერბის ავტორის თანახმად, არწივი ასიმბოლიზირებს მოლდოველი ხალხის ლათინურ წარმოშობას[1].
არწივის გულმკერდი დაცულია ფარით, რომელიც წარმოაჩენს მოლდოვის ტრადიციულ ნიშნებს: დომბას თავს მზით მის რქებს შორის. ფარი ასევე მოიცავს ორ რომბს (ყურს), ხუთ-ფოთოლა ყვავილს და ნამგალა მთვარეს. ფარზე ყველა დეტალს, სამი ტრადიციული ფერიდან (წითელი, ყვითელი, ლურჯი) ერთ-ერთი აქვს.
გერბი წესისამებრ წარმოჩინდება მოლდოვის დროშის შუაგულში.
შექმნის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1990 წლის შემოდგომაზე მოლდოვის სსრ–ს უმაღლესმა საბჭომ გამოაცხადა კონკურსი, მსსრ–ის ძველი გერბის ახლით ჩანაცვლების შესახებ. 1990 წლის 12 მაისს დაინიშნა კონკურსის ჟიური, რომელშიც 13 დეპუტატი შევიდა, რომელთა შორის იყვნენ მირჩა სნეგური (თავმჯდომარე), იონ ბორშევიჩი, ნიკოლაე დაბიჟა, მიხაილ კოტორაბაი და სხვები. კონკურსზე 100 მხატვრის მიერ შექმნილი 130 ნაშრომი წარდგინდა (ზოგმა რამდენიმე ვარიანი წარადგინა). შერჩეულ იქნა ექვსი საუკეთესო ნაშრომი, რომელთა ფერადი ფოტოსურათები ბუქარესტის ჰერალდიკის სახელმწიფო კომისიაში წაიღეს.
დარჩენილი 6 ნაშრომიდან, არჩეულ იქნა გეორგე ვრაბიეს ნაშრომი. ჰერალდიკის კომისიის ვიცე–თავმჯდომარე მარია დოგარუ, თეორიის საკითხებში გერბის თანაავტორი გახდა. მას ეკუთვნის იდეა ნახატის ქვედა ნაწილში ზეთისხილის ტოტის განთავსებაზე, რომელიც ერის მშვიდობისაკენ სწრაფვას წარმოაჩენს. თავდაპირველად არწივი ფარში იყო მოქცეული, თუმცა შემდგომში მისი მოშორება გადაწყვიტეს.
1990 წლის 2 ნოემბერს მსსრ–ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმზე დამტკიცებულ იქნა მოლდოვის ახალი გერბი, ხოლო 3 ნოემბერს ჩატარდა უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა, სადაც ვრაბიე–დოგარუს გერბის პროექტს მხარი დაუჭირა 243–მა დეპუტატმა, 2–მა არ დაუჭიდა, 11–მა თავი შეიკავა. მალე ტიპოგრაფიულ გამომცემლობა „Универсул“-ში გაზეთ „Молдова Суверанэ“-ს შეკვეთით დაიბეჭდა სახელმწიფო გერბის გამოსახულება, 20 ათასი ეგზემპლარის ტირაჟით.
მოლდოვის არმიის გერბი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიღებულია: 1990 წელს
ელემენტები: წითელი ფარი; გადაკვეთილი არწივი; ფარი არწივის გულმკერდზე: ნახევრად წითელი და ნახევრად ლაჟვარდოვანი, ზედ გამოსახულია ოქროსფერი დომბა, ოქროსფერი რვა ქიმნიანი ვარსკვლავი, ვარდი და ნამგალა მთვარე; არწივის ბრჭყალებში: ხმალი (დექსტერი) და კვერთხი (სინისტერი); აწრივის ნისკარტში: მართლმადიდებლური ჯვარი.
გამოყენება: უცნობია
მოლდოვის არმიის ემბლემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიღებულია: 1990 წელს
ელემენტები: ზეთისხილის ტოტი (დექსტერი) და მუხის ტოტი (სინისტერი), შეერთებული სამფერიანი ბაფთით; გადაკვეთილი არწივი; ფარი არწივის გულმკერდზე: ნახევრად წითელი და ნახევრად ლაჟვარდოვანი, ზედ გამოსახულია ოქროსფერი დომბა, ოქროსფერი რვა ქიმნიანი ვარსკვლავი, ვარდი და ნამგალა მთვარე; არწივის ბრჭყალებში: ხმალი (დექსტერი) და კვერთხი (სინისტერი); აწრივის ნისკარტში: მართლმადიდებლური ჯვარი.
გამოყენება: ეროვნული არმიის დროშის წინა მხარეზე
სხვა გერბები მოლდოვაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
გერბის შავ-თეთრი ვარიანტი
-
სასაზღვრო საპატრულო სამსახურის ოფიციალური სიმბოლო
-
სასაზღვრო საპატრულო სამსახურის გერბი
-
კარაბინიერთა დანაყოფების გერბი
-
მოლდოვის პრინცის გერბი
-
მოლდოვის სამთავროს გერბი, ჩეტატუიას მონასტერში, იაშში
-
მოლდოვის პრინცის გერბი, სუჩავას ზარზე
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1992 Postage Stamps with the Coat of Arms of Moldova
- Ministry of Defence დაარქივებული 2011-07-20 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Interview with plastic artist Gheorghe Vrabie დაარქივებული 2008-04-28 საიტზე Wayback Machine. at the official website of the Republic of Moldova (მოლდავური)