მინის დინასტია
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|მინის დინასტია}} |
მინის დიდი იმპერია 大明 იმპერია | ||||
| ||||
---|---|---|---|---|
მინის იმპერია XV საუკუნეში | ||||
დედაქალაქი | ნანკინი (1368—1421) პეკინი (1421—1644) | |||
ენა | ჩინური | |||
რელიგია | ბუდიზმი, დაოსიზმი, კონფუციანელობა | |||
მმართველობის ფორმა | მონარქია | |||
დინასტია | მინი | |||
ჩინეთის ისტორია | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
ძველი | |||||||
3 მონარქი და 5 იმპერატორი | |||||||
სიას დინასტია ძვ. წ. 2100–1600 | |||||||
შანგის დინასტია ძვ. წ.1600–1046 | |||||||
ჭოუს დინასტია ძვ. წ.1045–256 | |||||||
დასავლეთი ჭოუ | |||||||
აღმოსავლეთი ჭოუ | |||||||
გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდი | |||||||
მებრძოლი სამეფოების პერიოდი | |||||||
იმპერიები | |||||||
ცინი ძვ. წ. 221 –206 | |||||||
ხანის დინასტია ძვ. წ. 206 – ახ. წ. 220 | |||||||
დასავლეთი ხანი | |||||||
სინის დინასტია | |||||||
აღმოსავლეთი ხანი | |||||||
სამმეფობა 220–280 | |||||||
ვეი, შუ და უ | |||||||
ძინის დინასტია 265–420 | |||||||
დასავლეთი ძინი | 16 სამეფო 304–439 | ||||||
აღმოსავლეთი ძინი | |||||||
სამხრეთისა და ჩრდილოეთის დინასტიები 420–589 | |||||||
სუის დინასტია 581–618 | |||||||
ტანის დინასტია 618–907 | |||||||
(მეორე ჭოუ 690–705) | |||||||
5 დინასტია და 10 სამეფო 907–960 |
ლიაო 907–1125 | ||||||
სუნის დინასტია 960–1279 |
|||||||
ჩრდილოეთი სუნი | დ. სია | ||||||
სამხრეთი სუნი | ძინი | ||||||
იუანის დინასტია 1271–1368 | |||||||
მინის დინასტია 1368–1644 | |||||||
ცინგის დინასტია 1644–1911 | |||||||
თანამედროვე ერა | |||||||
ჩინეთის რესპუბლიკა 1912–1949 | |||||||
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა 1949–დღემდე |
ჩინეთის რესპ. (ტაივანი) 1949–დღემდე | ||||||
მინის დინასტია — ჩინეთის იმპერატორთა დინასტია (1368-1644 წწ.). დააარსა ჭუ იუანჭანმა მონღოლური დინასტიის იუანის დამხობის შემდეგ. XV საუკუნის დასაწყისში ატარებდა ექსპანსიონისტურ საგარეო პოლიტიკას. 1407 წელს ჩინეთის ჯარებმა მიიტაცეს ვიეტნამი. პორტუგალიელები ცდილობდნენ ჩინეთში ფეხის მოკიდებას, ამის გამო ამ დინასტიის იმპერატორმა უ-ძუნმა 1521 წელს ევროპელებს აუკრძალა ჩინეთში შემოსვლა და დაუხურა ყველა ნავსადგური აომინის (მაკაო) გარდა. 1644 წელს გლეხთა ომის შედეგად, რომელსაც ლი ძიჩენი მეთაურობდა, მინის დინასტია დაემხო. ჩინელი ფეოდალების ნაწილი მიემხრო მანჯურიელებს, რომლებიც შეიჭრნენ ჩინეთში, ჩაახშეს გლეხთა ომი და ქვეყანაში დაამკვიდრეს მანჯურიული დინასტია ცინი.
ჭუ იუანჭანი ითვლება ერთ–ერთ ყველაზე ძლიერ იმპერატორად ჩინეთის ისტორიაში. მის ძალაუფლებას არაერთი ისტორიული ფაქტი უსვამს ხაზს, თუნდაც იმის მაგალითი, რომ მისმა რეფორმებმა განაპირობა ჩინეთის მომავალი განვითარება მინის დინასტიის განმავლობაში. ჭუ იუანჭანი 1363 წელს იკავებს ნანკინს და დააარსებს პირველ მმართველობის ორგანოს, რომელსაც დააკომპლექტებს ჩინელი კონფუციანელი კადრებისაგან, ვინც უკმაყოფილოა მონღოლური მმართველობით. 1368 წელს, მაშინ როცა ის იღებს მონღოლთა დინასტიის დედაქალაქ პეკინს. უკანასკნელი ჩინგიზხანის მემკვიდრე მონღოლი, რომელიც ჩინეთში იჯდა იძულებული ხდება გაიქცეს ჩრდილოეთით (ჩინეთიდან ჩრდილოეთით იგულისხმება) და დაუთმოს დედაქალაქი ჭუ იუანჭანს. თავისი იმპერიის ქვაკუთხედად მან გამოაცხადა მოძღვრება იმპერატორისა და ხალხის ჰარმონიული ერთიანობის შესახებ (民本), რაც გულისხმობდა, რომ იმპერატორი მუდამ იზიარებდა ხალხის ინტერესებს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებაში, თუმცა ხალხის ნება სრულიად მაინც არ განაპირობებდა მის ქმედებას.
მისი შვილის, იუან ლეს (永樂) მმართველობის დროს (1403–1424 წლები) ჩინეთის სახელმწიფო გადადის ხანგრძლივი აყვავების პერიოდში. სწორედ გატარებული რეფორმის შედეგი იყო სახელმწიფო ხაზინის გამდიდრება, რაც იუან ლემ გონივრულად გამოიყენა და კონკრეტული თანხებით, პირველ რიგში, მომავალი საზღვაო ექსპედიციები დააფინანსა.
ჩინეთი ამ დროიდან გადადის თავდაცვით პოლიტიკაზე მონღოლების შეტევების აღკვეთის მხრივ, რადგან მართალია ჭუ იუანჭანმა განდევნა მონღოლები ჩინეთიდან, მაგრამ მათ ჩრდილოეთით გადაინაცვლეს, საიდანაც ახორციელებდნენ მუდმივ დამარბეველ ლაშქრობებს არა მარტო ჩინეთის მშვიდობიან მოსახლეობაზე, არამედ იქ გამავალ ვაჭრებზეც.
ხდება საზღვაო ტექნიკის წარმოება-განვითარება და იწყება სავაჭრო კონტაქტების დამყარება ევროპასთან. ჭუ იუანჭანის მმართველობის პერიოდიდან დაახლოებით XV საუკუნემდე ჩინეთი ორიენტირებულია საზღვაო სფეროს გაფართოვებასა და ტერიტორიების შემოერთებაზე. მინის ჩინეთი, ჩინური „მსოფლიო წესრიგის“ შესაბამისად, საზღვაო მოგზაურობებით ახდენს საკუთარი უპირატესი ძალისა და ცივილიზაციის დემონსტრირებას და ჩვეულებრივ მოითხოვს სხვა სახელმწიფოების მიერ მის პატივისცემას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 713.