შინაარსზე გადასვლა

მანამა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
მანამა
المنامة

მანამას ხედი
ქვეყანა ბაჰრეინის დროშა ბაჰრეინი
დაქვემდებარება დედაქალაქი
კოორდინატები 26°13′00″ ჩ. გ. 50°35′00″ ა. გ. / 26.21667° ჩ. გ. 50.58333° ა. გ. / 26.21667; 50.58333
გუბერნატორი ჰუმუდ ბინ აბდულა ბინ ჰამად ალ ხალიფა
დაარსდა 1345
ფართობი 30 კმ²
მოსახლეობა 157,474 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 5,200 კაცი/კმ²
აგლომერაცია 329,510
სასაათო სარტყელი UTC+3
ოფიციალური საიტი capital.gov.bh
მანამა — ბაჰრეინი
მანამა

მანამა (არაბ. المنامة; ალ-მანამა) — ბაჰრეინის დედაქალაქი, უდიდესი ქალაქი და მთავარი ეკონომიკური ცენტრი. მდებარეობს კუნძულ ბაჰრეინის ჩრდილოეთ სანაპიროზე. საავტომობილო გზით უკავშირდება ქალაქ მუჰარაკს, სადაც მდებარეობს ქვეყნის მთავარი აეროპორტი. 2010 წლის მონაცემებით მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 157 000 ადამიანს. მანამა სპარსეთის ყურის მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრს წარმოადგენს. ქალაქის მოსახლეობა ეთნიკური სიჭრელით გამოირჩევა. პორტუგალიური და ირანული (სპარსული) მმართველობის შემდეგ ქალაქი ალ საიდებისა და საუდების დინასტიების მმართველობის ქვეშ იყო XIX საუკუნემდე, როდესაც ბაჰრეინში ბრიტანეთის ჰეგემონობა დასრულდა.

მანამა მეთოთხმეტე საუკუნეში უნდა დაარსებულიყო ტყუპ ქალაქთან, მუჰარაქთან ერთად. მუჰარაქი ბაჰრეინის დედაქალაქს წარმოადგენდა 1337 წლამდე.[1] 1337 წლიდან ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ქალაქი და დედაქალაქი სწორედ მანამა გახდა. მეოცე საუკუნეში ბაჰრეინში ნავთობის მოპოვების დაწყებამ მანამა მნიშვნელოვანი საფინანსო ცენტრი გახადა ახლო აღმოსავლეთში. 2012 წელს მანამა არაბული კულტურის დედაქალაქად აირჩიეს არაბული ქვეყნების ლიგაში , ასევე 2018 წელს გლობალიზაციისა და მსოფლიო ქალაქების მოძიების ცენტრის მიხედვით მანამამ ბეტა გლობალური ქალაქის წოდება მიღო.[2][3]

ქალაქის სახელი მომდინარეობს არაბული სიტყვისგან المنامة (ალ მანამა) რომელიც დასასვენებელ ადგილს, ოცნებების ადგილს ნიშნავს.

პირველი დასახლებები ბაჰრეინის ჩრდილოეთ ნაწილზე ბრინჯაოს ხანით თარიღდება. დილმუნის ცივილიზაცია აქ ძვ. წ. 3000 წელს ცხოვრობდა. ეს ტერიტორია რეგიონული სავაჭრო ცენტრი იყო შუამდინარეთს, მაგანის ცივილიზაციისა და ინდის ცივილიზაციას შორის.[4][5] დაახლოებით 100 000 დილმუნის სამარხი არის აღმოჩემნილი ქვეყნის ცენტრალურ ტერიტორიაზე, რომელიც 5 000 წლით თარიღდება და რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. სამარხების აღმოჩენის მიუხედავად მტიცე საბუთი იმის, რომ დოლმუნების პერიოდში ქვეყანა განვითარებული იყო არ არსებობს. ითველბა, რომ იმ პერიოში მოსახლეობის უმეტესობა სოფლის მეურნეობას მისდევდა და შესაბამისად სოფელში ცხოვრობდა. ეს ფაქტი დადასრურებულია ალექსანდრე დიდის გემის ერთ-ერთი კაპიტნის მიერ, სპარსეთის ყურეში მოგზაურობის დროს.

ხამისის მეჩეთი

დილმუნის მმართველობა ტერიტორიაზე დაახლოებით 2000 წელი გაგრძელდა, რომლის შემდეგაც ძვ. წ. 700 წელს მთლიანად კუნძული ასურეთის დაქვემდებარების ქვეშ გადავიდა და მათი მმართველობა საუკუნეზე მეტხანს გაგრძელდა. შემდეგ იყო ბაბილონეთი და აქემენიანთა იმპერია, მოგვიანებით კი ბერძნული გავლენა ალექსანდრე მაკედონელის პერიოდში. ახ. წ. I საუკუნეში რომაელმა მწერალმა პლინიუს უფროსმა დაწერა ნაწარმოები სახელად ტილოსი, რომელიც ბაჰრეინის ბერძნული სახელი იყო ანტიკური ხანაში. კუნძული პართიისა და სასანიანების დაქვემდებარებაშიც იყო, რა დროსაც ქვეყნის ტერიტორიაზე ნესტორიანული ქრისტიანობა გავრცელდა. ქვეყანაში ტაძრების მშენებლობა დაიწყო. 620 წელს ქვეყანაში დომინანტი რელიგია ისლამი გახდა. ქვეყანაში აშენდა რეგიონში ერთ-ერთი პირველი მეჩეთი, ხამისის მეჩეთი.[6]

1330 წელს ჯარვანიდების დინასტიის მმართველობის დროს კუნძული ორმუზების ნაწილს წარმოადგენდა. ქალაქი მანამა პირველად ნახსენები 1345 წელსაა ერთ-ერთ ხელნაწერში. ბაჰრეინი, კონკრეტულად ბილად ალ ქადემის მიმდებარე დასახლება შიიზმის საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა, რომელიც საუკუნეები გაგრძელდა.

1521 წელს ბაჰრეინი პორტუგალიის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა, რომელიც 1602 წლამდე გაგრძელდა.

ადრეული თანამედროვე ისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულის მთავარ სავაჭრო პროდუქტს მარგალიტები წარმოადგენდნენ, რომლებსაც ქვეყნისთვის დიდი შემოსავალი მოჰქონდათ. მარგალიტებით ვაჭრობით წლიური შემოსავალი 600 000 დუკატი იყო. კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც ხელი შეუწყო ბაჰრეინის სასოფლო-სამეურნეო სიმდიდრეს, არის შიას მევენახეთა მიგრაცია ოსმალეთის მიერ ოკუპირებული ქატიფისა და ალ-ჰასასგან, რომელიც რელიგიური დევნით იყო გამოწვეული 1537 წელს. 1736 წელს ნადირ-შაჰმა მანამის მიმდებარედ ციხე-სიმაგრე ააშენა (სავარაუდოდ დიუვანის ციხესიმაგრე).

პორტუგალიური ციხესიმაგრე

სპარსეთის ყურეზე ირანის კონტროლი მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში შეწყდა. ამ დროისთვის ბაჰრეინი ბუშირის რეგიონს მიეკუთვნებოდა, რომელიც თავის მხრივ სპარსეთის შემადგენლობაში იყო. 1783 წელს ბანი უტბაჰის ტომი შეიჭრა ბაჰრეინის ტერიტორიაზე და ბაჰრეინის მმართველი ნასრ ალ-მადჰკური განდევნა. შედეგად ალ ხალიფას ოჯახი ქვეყნის მმართველი გახდა. შედეგად ყველანაირი პოლიტიკური ურთიერთობა გაწყდა ბუშირთან დაირანთან. აჰმედ იბნ მუჰამად იბნ ხალიფა ბაჰრეინის პირველი მეფე გახდა. XIX საუკუნის პოლიტიკურმა არასტაბილურობამ სავალალო გავლენა მოახდინა მანამის ეკონომიკაზე. 1800 წელს ომანელთა და 1810–11 წლებში ვაჰჰაბების შემოსევებმა, ასევე, 1842 წლის სამოქალაქო ომმა დიდი დარტყმა მოახდინა მანამაზე. დაიხურა ქალაქის ნავსადგური, ვაჭრების უმეტესობა ქუვეითსა და ირანში გაიქცა საომარი მოქმედებების დასრულებამდე. ინგლისელმა მეცნიერმა, ულიამ გიფორდ პალგრეივმა მანამაში 1862 წელს იმოგზაურა და ქალაქში შექმნილი მდგომარეობა აღწერა. მისი მონაცემებით მანამაში ქვის დანგრეული შენობა იდგა. ასევე ქალაქში ღარიბი მეთევზეებისა და მარგალიტისთვის მყვინთავების ქოხები იყო.

XIX საუკუნეში მეკობრეების გახშირებულმა თავდასხმებმა ბრიტანეთის სავაჭრო გზების კონსოლიდაცია მოახდინა, განსაკუთრებით ბრიტანეთის რაჯთან ახლოს. სპარსეთის ყურის რეგიონში მეკობრეობის საპასუხოდ, ბრიტანელებმა სამხედრო ხომალდები განათავსეს და იმ დროის სპარსეთის ყურის ქვეყნების დიდ ნაწილს (ბაჰრეინის ჩათვლით) აიძულებდნენ ხელი მოეწერათ 1820 წლის ზოგად საზღვაო ხელშეკრულებას, რომელიც კრძალავდა მეკობრეობას და მონობას. 1861 წელს, ბრიტანეთსა და ბაჰრეინს შორის ხელი მოეწერა სამშვიდობო და მეგობრობის ზავს, რომლის მიხედვითაც ბრიტანელებს ბაჰრეინის დაცვა ევალებოდათ. 1869 წელს ისა იბნ ალი ალ ხალიფას გამეფებით, მანამა გახდა ბრიტანეთის საქმიანობის ცენტრი სპარსეთის ყურეში. 1878 წლისთვის ქალაქში ვაჭრობა კვლავ მნიშვნელოვანი გახდა. ქვეყნის შემოსავალი მარგალიტის ექსპორტის შედეგად 1873 და 1900 წლებში შვიდჯერ გაიზარდა.

თანამედროვე ისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, ბრიტანელმა რაჯმა მანამა გამიყენა, როგორც ოპერაციების სამხედრო ბაზა მესოპოტამიის კამპანიის დროს. რეგიონში ნავთობის არსებობის გამო ბრიტანეთის პოლიტიკურმა სააგენტომ ბუშირში ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ნავთობის მოპოვება და ექსპლუატაცია ხუთი წლის ვადით აიკრძალა. 1919 წელს ბაჰრეინი ოფიციალურად ინტეგრირდა ბრიტანეთის იმპერიაში, როგორც ზღვისიქითა იმპერიული ტერიტორია. 1919 წელს მანამაში შეიქმნა მუნიციპალური მთავრობა, რომელთა მეშვეობითძაც 1923 წელს განისაზღვრა საბაჟო ოფისი და განთავსდა ინგლისელი ბიზნესმენების მეთვალყურეობის ქვეშ, მოგვიანებით მარგალიტთა მოპოვების ინდუსტრია რეფორმირდა 1924 წელს. ვაჭრობისგან მიღებული მოგება ახლად შექმნილ სახელმწიფო ხაზინაში ინახებოდა. 1923 წელს პირველად შეიქმნა სამოქალაქო სასამართლოები, რასაც მოჰყვა 1924 წელს მიწის რეგისტრაციის დეპარტამენტის დაარსება.

1927 წელს ბაჰრეინის მარგალიტის მოპოვების ინდუსტრია დაიშალა და მსოფლიო ბაზარზე მისი ადგილი იაპონიამ დაიკავა. დადგენილია, რომ 1929 წლიდან 1931 წლამდე მარგალიტის მომპოვებლებმა შემოსავლის ორ მესამედზე მეტი დაკარგეს. 1932 წელს ნავთობის აღმოჩენით და 1934 წელს ნავთობის ექსპორტით, ქვეყანამ უფრო დიდი მნიშვნელობა მოიპოვა გეოპოლიტიკაში. ბრიტანეთისთვის ეს სპრიორიტეტული იყო, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის განმავლობაში. 1930-იან წლებში ქვეყანაში მარგალიტის ინდუსტრია მთლიანად გაქრა.[7] ბაჰრეინი იტალიის საჰაერო ძალებმა დაბომბეს 1940 წელს. 1947 წელს, ომის დამთავრების შემდეგ და ინდოეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, სპარსეთის ყურის ბრიტანეთის რეზიდენცია ბუშირიდან გადავიდა მანამაში.

მანამა 1945 წელს

შუა აღმოსავლეთში არაბული ნაციონალიზმის ამაღლების შემდეგ და სუეცის კრიზისის შედეგად 1956 წელს, ანტი-ბრიტანული არეულობა დაიწყო მანამაში, რომელიც ორგანიზებული იყო ეროვნული საკავშირო კომიტეტის მიერ. არაბული ნაციონალისტების მიერ ბრიტანეთის პოლიტიკური რეზიდენციის წინ გამართულმა დემონსტრაციებმა, რომლების ჩარლზ ბელგრევის თანამდებობიდან განთავისუფლებას მოითხოვდა, შედეგი ერთი წლის თავზე მოიტანა. კიდევ ერთმა ანტი-ბრიტანულმა აჯანყებამ 1965 წლის მარტში იფეთქა, ამჯერად დამოუკიდებლობას სტუდენტები მოითხოვდნენ. 1968 წელს ბრიტანელებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ 1971 წელს ბაჰრეინის ტერიტორიას დატოვებდნენ. ახლად შექმნილმა სახელმწიფომ დედაქალაქად მანამა აირჩია.

დამოუკიდებლობის შემდგომ მანამა სწრაფად ურბანიზდებოდა. მიმდებარე სოფლებმა ქალაქის შემადგენელი ნაწილის სტატუსი მიიღეს. ქალაქში შექმნილმა სამშენებლო ბუმმა ბევრი უცხოელის ყურადღება მიიპყრო. 1981 წლისთვის ქალაქის მოსახლეობაში უცხოელები ბაჰრეინელებს ორჯერ აღემატებოდნენ. 2001 წელს მეფე ჰამად ბინ ისა ალ-ხალიფას მიერ მირებული იყო ქარტია, რომელმაც ხელი შეუწყო პირველი არჩევნების ჩატარებას.

ისტორიულად მანამა ორ ადმინისტრაციულ ნაწილად იყოფოდა, თუმცა ქალაქის განვითარებამ მიმდებარე სოფლების შეერთება და ახალი ნაწილების ჩამოყალიბება განაპირობა. მანამას თანამედროვე ადმინისტრაციული შემადგენელი ნაწილებია:

  • ძველი მანამა
    • მანამას ბაზარი
    • ფარეეჯ ელ-ფადჰელ
    • ფარეეჯ ელ-ჰამმამ
    • ფარეეჯ ელ-ჰათაბ
    • ფარეეჯ ელ-მახარქა
    • ფარეეჯ მუშბირ
  • ავადჰიია
  • ადლიია
  • ბუ აშირა
  • ბუ ღაზალ
  • დიპლომატიური არეალი
  • ღურაიფა
  • გუდაიბიია
  • გუფოოლ
  • ჰოორა
  • ჯუფფაირ
  • მაჰოოზ
  • ნოაიმ
  • რას რუმან
  • სეეფ
  • სექაია
  • სულმანიია
  • უმმ ალ ჰასსამ
  • ზინჯ

მანამა ბაჰრეინის ეკონომიკის მთავარი ცენტრია. ბოლო წლებში ნავთობის შემცირებამ სხვა ინდუსტრიების განვითარებას შეუწყო ხელი. მძიმე ინდუსტრია (მაგ., ალუმინის დნობა, გემების შეკეთება), საბანკო საქმე, ფინანსები და ტურიზმი იმ ინდუსტრიებს შორის არიან, რომლებიც მანამაში ბოლო დროს მკვეთრად ვითარდებიან. მანამა არის სპარსეთის ყურის რეგიონის ფინანსური კერა და ისლამური საბანკო ცენტრია.

XX საუკუნის დასაწყისში მანამის ეკონომიკა დიდწილად ეყრდნობოდა მარგალიტს. 1907 წელს, მარგალიტის ინდუსტრიაში შედიოდა 917 ნავი, რომლებიც უზრუნველყოფდნენ 18000-მდე კაცის დასაქმებას. გემთმშენებლობამ ასევე დაასაქმა რამდენიმე ასეული როგორც მანამაში, ასევე მუჰარაქში. საბაჟო გადასახადები და ტარიფები მთავრობის შემოსავლის მთავარ წყაროს წარმოადგენდა. დიდი დეპრესიის დაწყებისთანავე, მარგალიტის ინდუსტრიის დანგრევას 1932 წელს ნავთობის აღმოჩენა მოჰყვა, როს გამოც ქვეყნის ეკონომიკა ნავთობის მოპოვებაზე ორიენტირებული გახდა.

ისტორიულად მანამას პორტებს ცუდი რეპუტაცია ჰქონდათ. 1920 წლის მდგომარეობით, მანამა იყო ბაჰრეინის მარგალიტების ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორი, რომელსაც ინდოეთიდან მიეწოდებოდა ორთქლის ქარხნები. ამ დროის განმავლობაში, მათ ასევე შემოტანეს საქონელი ინდოეთიდან და აზიის სხვა ქვეყნებიდან. შემოტანილ საქონელს შორის იყო: ბრინჯი, ქსოვილები, ყავა, ჩაი, თამბაქო, საწვავი და პირუტყვი.

სპარსეთის ყურეში მანამის, როგორც რეგიონული საპორტო ქალაქის როლი, ის მიგრანტ მუშაკებმაც განაპირობა, რომლებიც უკეთეს ცხოვრებას ეძებდნენ. შედეგად, მანამა ხშირად იქნა აღწერილი, როგორც ნავთობამდე, ასევე ნავთობის შემდგომ პერიოდში, როგორც კოსმოპოლიტური ქალაქი. 1904 წლის მონაცემებით, მანამას მოსახლეობა შეადგენდა 25 000 ადამიანს, აქედან ნახევარი თვლიდა, რომ უცხოელები იყვნენ ბასრადან, ნაჯდიდან, ალ-ჰასასა და ირანიდან, ასევე ინდოეთიდან და ევროპიდან.

ქალაქში ისლამის ორივე მიმდინარეობის წარმომადგენლები ცხოვრობენ. შიიტთა საზოგადოებას წარმოადგენენ ადგილობრივი არაბული ბაჰარნები, ძირითადი არაბეთის ჰასავიანები, ქატიფები და სპარსული აჯამები. სუნიტური საზოგადოება წარმოდგენილია არაბული ბედუინების ტომებით, რომლებმაც XVIII საუკუნეში გადაასახლეს ბანი უტბასა და ჰუვალასში, რომლებიც არიან არაბულენოვანი სპარსელები. ასევე არსებობს ბაჰრეინის მკვიდრი ქრისტიანები, რომელთა რიცხვიც ათასზე მეტს შეადგენს. ასევე ცხოვრობენ ინდუსები და ებრაელები.

ქალაქი მდებარეობს ბაჰრეინის კუნძულის ჩრდილი-აღმოსავლეთ ნაწილში, პატარა ნახევარ-კუნძულზე.

მანამა დახასიათებულია არიდული ჰავით.

მანამას კლიმატური მონაცემები
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C (°F) 29.7

(85.5)

34.7

(94.5)

38.1

(100.6)

41.3

(106.3)

46.7

(116.1)

47.3

(117.1)

47.5

(117.5)

45.6

(114.1)

45.5

(113.9)

42.8

(109.0)

37.2

(99.0)

30.6

(87.1)

47.5

(117.5)

საშუალო მაღალი °C (°F) 20.0

(68.0)

21.2

(70.2)

24.7

(76.5)

29.2

(84.6)

34.1

(93.4)

36.4

(97.5)

37.9

(100.2)

38.0

(100.4)

36.5

(97.7)

33.1

(91.6)

27.8

(82.0)

22.3

(72.1)

30.1

(86.2)

დღიური საშუალო °C (°F) 17.2

(63.0)

18.0

(64.4)

21.2

(70.2)

25.3

(77.5)

30.0

(86.0)

32.6

(90.7)

34.1

(93.4)

34.2

(93.6)

32.5

(90.5)

29.3

(84.7)

24.5

(76.1)

19.3

(66.7)

26.5

(79.7)

საშუალო დაბალი °C (°F) 14.1

(57.4)

14.9

(58.8)

17.8

(64.0)

21.5

(70.7)

26.0

(78.8)

28.8

(83.8)

30.4

(86.7)

30.5

(86.9)

28.6

(83.5)

25.5

(77.9)

21.2

(70.2)

16.2

(61.2)

23.0

(73.4)

რეკორდულად დაბალი °C (°F) 2.7

(36.9)

7.9

(46.2)

10.9

(51.6)

10.8

(51.4)

18.7

(65.7)

18.4

(65.1)

25.3

(77.5)

21.8

(71.2)

18.9

(66.0)

18.8

(65.8)

11.7

(53.1)

6.4

(43.5)

2.7

(36.9)

საშუალო ნალექიანობა მმ. (ინჩები) 14.6

(0.57)

16.0

(0.63)

13.9

(0.55)

10.0

(0.39)

1.1

(0.04)

0

(0)

0

(0)

0

(0)

0

(0)

0.5

(0.02)

3.8

(0.15)

10.9

(0.43)

70.8

(2.79)

ნალექიანი დღეების რაოდენობა (≥ 1.0 მმ) 2.0 1.9 1.9 1.4 0.2 0 0 0 0 0.1 0.7 1.7 9.9
მზის ნათების საშუალო საათები 226.3 221.2 238.7 255.0 306.9 339.0 331.7 331.7 312.0 303.8 261.0 226.3 3,353.6
წყარო 1: NOAA, Meteo Climat (record highs and lows)[8]
წყარო 2: Ministry of Transportation (Bahrain)[9]
ბაბ ალ ბაჰრეინი

ქვეყანაში წარმოდგენილია ბევრი უცხოელი და უცხოური გავლენა. ქვეყანაში ალკოჰოლი ლეგალურია. ქალაქში მოქმედებს ბარები და ღამის კლუბები. ბაჰრეინმა ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება პირველად 2002 წელს მისცა. ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა მანამაში და ასევე მთელს ბაჰრეინში ფეხბურთია. ბაჰრეინის პრემიერ ლიგაში მანამას სამი გუნდი მონაწილეობს.

მანამას ღისშესანიშნავი კულტურული ადგილები მოიცავს ბაბ ალ ბაჰრეინს და მიმდებარე ბაზრის ტერიტორიას. მანამას ცენტრალურ რაიონებში არის ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ადგილი მუჰარამის მსვლელობისთვის, სადაც ყოველწლიურად ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობს არა მხოლოდ ბაჰრეინიდან, არამედ სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებიდანაც.

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუვეითის დროშა ქუვეითი, ქუვეითი

კატარის დროშა კატარი, დოჰა

ტუნისის დროშა ტუნისი, ტუნისი

ლიბანის დროშა ლიბანი, ტრიპოლი

აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები, ჩიკაგო

არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

ტაილანდის დროშა ტაილანდი, ჩიანგმაი

იორდანიის დროშა იორდანია, ამანი

საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი, ტაიფი

სინგაპურის დროშა სინგაპური, სინგაპური

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. https://books.google.ge/books?id=O8Zz-2AtuIwC&redir_esc=y
  2. https://web.archive.org/web/20120207135843/http://www.manamaculture2012.bh/en/
  3. https://web.archive.org/web/20140911220834/http://www.moc.gov.bh/en/MinistryNews/News/January2012/Name%2C6222%2Cen.html
  4. https://www.scribd.com/document/28301049/Cities-Middle-East-Africa
  5. https://web.archive.org/web/20181001195649/http://www.housing.gov.bh/en/PublicationsLibrary/6681%20book%20resized.pdf
  6. https://www.scribd.com/document/28301049/Cities-Middle-East-Africa
  7. https://www.scribd.com/document/28301049/Cities-Middle-East-Africa
  8. http://meteo-climat-bzh.dyndns.org/index.php?page=stati&id=1500
  9. http://meteo-climat-bzh.dyndns.org/index.php?page=stati&id=1500