მაიკლ ლევიტი
მაიკლ ლევიტი | |
---|---|
ინგლ. Michael Levitt | |
დაბ. თარიღი | 9 მაისი, 1947[1] [2] (77 წლის) |
დაბ. ადგილი | პრეტორია |
მოქალაქეობა |
სარ აშშ ისრაელი გაერთიანებული სამეფო |
საქმიანობა | ფიზიკოსი, ბიოლოგი, bioinformatician, ქიმიკოსი, სამეცნიერო მუშაკი, პედაგოგი, უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოქიმიკოსი, რედაქტორი[3] და მწერალი[3] |
მუშაობის ადგილი | სტენფორდის უნივერსიტეტი, ვაიცმანის სამეცნიერო ინსტიტუტი და კემბრიჯის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ლონდონის სამეფო კოლეჯი, პიტერჰაუზი, კემბრიჯის უნივერსიტეტი[4] და Pretoria Boys High School |
ჯილდოები | ნობელის პრემია ქიმიაში[5] [6] , სამეფო საზოგადოების წევრი, ISCB Fellow, EMBO-ს წევრობა და DeLano Award for Computational Biosciences |
საიტი | csb.stanford.edu/levitt |
მაიკლ ლევიტი (ინგლ. Michael Levitt; დ. 9 მაისი, 1947, პრეტორია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) — დიდ ბრიტანელი, ებრაელი და ამერიკელი ბიოფიზიკოსი. 2013 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში მარტინ კარპლუსთან და არე ვერშელთან ერთად „ქიმიური სისტემის კომპიუტერული მოდელირებისათვის“. აშშ-ის ეროვნული აკადემიის წევრი და სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი 1987 წლიდან.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მაიკლ ლევიტი დაიბადა ებრაელების ოჯახში. დედა — გერტრუდა ლევიტი (დაბადებით შტერნი, დაიბადა 1915 წელს), მისი ოჯახი ბოჰემიიდან[7][8] საცხოვრებლად გადავიდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ხოლო იქიდან დიდ ბრიტანეთში, სადაც მაიკლმა განათლება მიიღო ლონდონის სამეფო კოლეჯში, რომელიც დაასრულა 1967 წელს ფიზიკის მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხით[9][10][11]. 1967-1968 წლებში სტაჟირებზე იყო შნეურ ლიფსონის ლაბორატორიაში. 1971 წელს ჰონვილ-ენდ-კიზის კოლეჯში მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ბიოლოგიის დარგში. შემდეგ კი განაგრძო სადოქტოროს შემდგომი სტაჟირება შნეურ ლიფსონთან ვეიცმანის ინსტიიტუტში (1972-1974 წლები) და 1974 წლის ოქტომბერში გახდა კემბრიჯში მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი. 1979-1987 წლებში მაიკლ ლევიტი ისრაელში ვეიცმანის ინსტიტუტის დოცენტია, ხოლო 1984 წლიდან ქიმიური ფიზიკის პროფესორი. 1980-1983 წლებში ამავე ინსტიტუტის ქიმიური ფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. 1987 წლიდან სტენფორდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სტრუტურული ბიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორია, 1993-2004 წლებში კი ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
2016 წელს გაუგზავნა წერილი საერთაშორისო ორგანიზაციებს გრინპისსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, მსოფლიოს ყველა ქვეყნის მტავრობებს, რომ შეეწყვიტათ ბრძოლა ორგანიზმის გენეტიკური მოდიფიცირების წინააღმდეგ[12][13][14].
მაიკლ ლევიტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც გამოიყენა კლასიკური მოლეკულური დინამიკის მეთოდი დნმ-ის მოლეკულებთან და შეიმუშავა პროგრამული უზრუნველყოფა ამ მიზნისთვის. ლევიტმა ასევე შეიმუშავა მაკრომოლეკულური სტრუქტურის პროგნოზირების მეთოდები, მიიღო მონაწილეობა „CASP“-ის მასშტაბურ ექსპერიმენტში.
იგი იყო ისეთი მეცნიერების სამეცნიერო ხელმძღვანელი, როგორებიცაა: მარკ ბენდერ გერშტეინი და რამ სამუდრალა. მაიკლ ლევიტი ასევე თანამშრომლობდა საირუს ჩოტიასთან.
ჯილდოები და დამსახურება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1983 წელს ლევიტი აირჩიეს მოლეკულური ბიოლოგიის ევროპული ორგანიზაციის წევრად. 2002 წელს კი აშშ-ის მეცნიერებათა აკადემიის წევრად. 2013 წელს მიიღო ნობელის პრემია ქიმიის დარგში. მარტინ კარპლუსთან და არიე ვარშელთან ერთად. 2014 წელს აირჩიეს გამოყენებითი ბიოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების წევრად.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მაიკლ ლევიტი ერთდროულად არის ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ისრაელის მოქალაქე. მისი მეუღლე რინა, რომელიც იყო მოქანდაკე და მხატვარი გარდაიცვალა 2017 წლის 23 იანვარს. მათ ყავდათ 3 შვილი. მაიკლ ლევიტი მეექვსე ებრაელია, რომელსაც ახალი ათასწლეულის განმავლობაში გადაეცა ნობელის პრემია ქიმიის დარგში[15][16].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Munzinger Personen
- ↑ 3.0 3.1 Czech National Authority Database
- ↑ Mathematics Genealogy Project — 1997.
- ↑ The Nobel Prize in Chemistry 2013 — Nobel Foundation.
- ↑ Table showing prize amounts — Nobel Foundation, 2019.
- ↑ Stanford Biologist Wins Nobel Prize for Chemistry
- ↑ Генеалогические данные семьи Штерн (Лихтенштерн)
- ↑ Michael Levitt «The birth of computational structural biology». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2003-03-16. ციტირების თარიღი: 2013-11-14.
- ↑ ‘LEVITT, Prof. Michael’, Who's Who 2013, A & C Black, an imprint of Bloomsbury Publishing plc, 2013; online edn, Oxford University Press.
- ↑ アーカイブされたコピー. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-22. ციტირების თარიღი: 2014-09-04. Michael Levitt CV
- ↑ 107 Nobel laureates sign letter blasting Greenpeace over GMOs
- ↑ Laureates Letter Supporting Precision Agriculture (GMOs)
- ↑ Список нобелевских лауреатов подписавших письмо
- ↑ Pileggi, Tamar (9 October 2013). „Tiny Israel a Nobel heavyweight, especially in chemistry“. The Times of Israel. ციტირების თარიღი: 22 March 2017.
- ↑ Solomon, Shoshanna. „Israelis lose out to US-German trio for Nobel medicine prize“. The Times of Israel. ციტირების თარიღი: 22 March 2017.
|
- დაბადებული 9 მაისი
- დაბადებული 1947
- ნობელის პრემიის ლაურეატები ქიმიაში
- ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრები
- ამერიკელი ნობელის პრემიის ლაურეატები
- ნობელის პრემიის ლაურეატები ბრიტანეთიდან
- ნობელის პრემიის ლაურეატები ისრაელიდან
- ამერიკელი ბიოფიზიკოსები
- ბრიტანელი ბიოფიზიკოსები
- ებრაელი ბიოფიზიკოსები
- ნობელის პრემიის ლაურეატები ანბანის მიხედვით