შინაარსზე გადასვლა

ლეო IX

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეო IX

ლეო IX (ლათ.: Leo Nonus) ერისკაცობაში ბრუნო ფონ ეგისჰაიმ-დაგსბურგი (გერმ.: Bruno von Egisheim-Dagsburg) (დ. 21 ივნისი, 1002, ეგისჰაიმი, ელზასი — გ. 19 აპრილი 1054, რომი) — რომის პაპი 1049–1054 წლებში.

აქტიურად უწყობდა ხელს კლიუნიურ რეფორმას (ცელიბატის დაწესებას). კათოლიკური ეკლესიის ცენტრალიზაციის მიზნით ლეო IX ცდილობდა დასავლეთ ევროპის ეპისკოპოსთა დამორჩილებას. პაპის სამფლობელოებისათვის სამხრეთ იტალიის შემოსაერთებლად 1053 წელს სათავეში ჩაუდგა გერმანელ, ლოთარინგიელ და იტალიელ რაინდებს ნორმანების წინააღმდეგ, რომელთაც ეს ტერიტორიები ჰქონდათ დაპყრობილი. მაგრამ ჩივიტატასთან 1053 წლის 18 ივნისს გამართულ ბრძოლაში დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა. გაათავისუფლეს 1054 წელს. ლეო IX-ის დროს ქრისტიანული ეკლესია საბოლოოდ დაიყო დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად. ლეო IX კანონიზებულია.

წინამორბედი:
დამასუს II
რომის პაპი

10491054
შემდეგი:
ვიქტორ II
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლეო_IX&oldid=4284063“-დან