შინაარსზე გადასვლა

ლას-პალმასი (საფეხბურთო კლუბი)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლას-პალმასი
სრული სახელი Unión Deportiva Las Palmas, S.A.D.
მეტსახელი ყვითლები (ესპ. Los Amarillos)
დაარსდა 1949; 75 წლის წინ (1949)
სტადიონი გრან-კანარია,
ლას-პალმასი, კანარის კუნძულები
(ტევადობა: 32,400 მაყურებელი)
პრეზიდენტი ესპანეთის დროშა მიგელ ანხელ რამირეს ალონსო
მწვრთნელი ესპანეთის დროშა პეპე მელი
ლიგა სეგუნდა დივიზიონი
2018-19 მე-12 ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

„ლას-პალმასი“ (ესპ. Unión Deportiva Las Palmas) — ესპანეთის საფეხბურთო კლუბი ამავე სახელწოდების ქალაქიდან, კანარის კუნძულების ავტონომიური გაერთიანებიდან. შეიქმნა 1949 წლის 22 აგვისტოს. საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ გრან-კანარიაზე, რომელიც 32 400 მაყურებელს იტევს.

დაარსება და ადრეული წლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი დაარსდა 1949 წლის 22 აგვისტოს, ავტონომიური გაერთიანება კანარის კუნძულების 5 კლუბის შერწყმის შედეგად, ეს კლუბები იყო: „გრან კანარია“, „ატლეტიკო“, „რეალ კლუბ ვიქტორია“, „მარინო“ და „არენასი“, ყველა მათგანის გერბი დატანიებულია „ლას-პალმასის“ ახლანდელ ლოგოზე. შერწყმის მიზანი იყო შექმნილიყო ძლიერი კლუბი, რომელიც მიაღწევდა უკეთეს შედეგებს.

სახელის შესარჩევად გაიმართა დებატები, რომელშიც შეთანხმდნენ, რომ არც ერთი წინამორბედი კლუბის სახელი არ დაერქმეოდა ახალ კლუბს. სახელი „ლას-პალმასი“ უარჰყვეს იმის გამო, რომ წარსულში უკვე არსებობდა მსგავსი სახელის კლუბი. საბოლოოდ შეარჩიეს „Unión Deportiva Las Palmas“, ვინაიდან კლუბი შექმნილი იყო გაერთიანების მიერ (Union). პირველი საწვრთნელი ვარჯიში ჩატარდა 1949 წლის 16 სექტემბერს.[1]

„ლას-პალმასმა“ ისტორიაში პირველი სეზონი (1949–50) დაასრულა მე-2 ადგილზე, ტერსერა დივიზიონში. მომავალ, 1950-51 წლების სეზონში დაიკავა მე-3 ადგილი სეგუნდა დივიზიონში და ისტორიაში პირველად აღზევდა პრიმერა დივიზიონში. კლუბი გახდა პირველი ესპანური ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც შეძლო 2 წელში უმაღლეს დივიზიონში აღზევება. 1951-52 წლების სეზონში, „ლას-პალმასი“ დაქვეითდა სეგუნდა დივიზიონში, თუმცა 2 წლის შემდეგ ისევ აღზევდა და მიჯრით 6 სეზონი იასპარეზა პრიმერა დივიზიონში.

წარმატება პრიმერაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1963-64 წლების სეზონში, „ლას-პალმასი“ გახდა სეგუნდა დივიზიონის ჩემპიონი და აღზევდა პრიმერა დივიზიონში და დააფიქსირა კლუბის საუკეთესო შედეგი ჩემპიონატში. ვისენტე დაუდერის თავკაცობით, 1967-68 წლების სეზონში „ლას-პალმასი“ გავიდა მე-3 ადგილზე, „რეალ მადრიდისა და „ბარსელონის“ შემდეგ. კლუბის 4 მოთამაშე გამოიძახეს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში, რომელიც მასპინძლობდა 1964 წლის ევროპის ჩემპიონატს და გახდა ჩემპიონი. შემდეგ სეზონში „ლას-პალმასი“ უკეთ ათამაშდა და ლიგაში დამარცხდა მხოლოდ მადრიდის „რეალთან“. ასევე მოიპოვა ევროტურნირებზე ასპარეზობის უფლება, სადაც პირველ ეტაპზევე დამარცხდა გერმანულ „ჰერტასთან“ (0-0 შინ, 0-1 გასვლაზე).

1971 წლის 9 მარტს, 28 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა კლუბის მოთამაშე, ხუან ხუედესი. 1971-72 წლების სეზონში ფრანგმა მწვრთნელმა, პიერ სინიბალდიმ „ლას-პალმასი“ მე-5 ადგილზე გაიყვანა ლიგაში, რითიც კლუბმა უეფა-ს თასზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. „ტორინოს“ და ბრატისლავის „სლოვანის“ დამარცხების შემდეგ, „ყვითლები“ ნიდერლანდურ „ტვენტესთან“ დამარცხდნენ. 1974-75 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, „ლას-პალმასის“ კიდევ ერთი ფეხბურთელი, ტონონო გარდაიცვალა, ღვიძლის ინფექციით.

კლუბის ბოლო და ამ დროისთვის უკანასკნელი მონაწილეობა ევროტურირებზე იყო 1977-78 წლების სეზონში, ტუზლის „სლობოდას“ დამარცხების შემდეგ, ასპარეზობას ინგლისურ „იფსვიჩ თაუნთან“ გამოეთიშნენ.[2] ამავე სეზონის ესპანეთის თასის გათამაშებაში, „ლას-პალმასი“ ფინალში გავიდა. ფინალი გაიმართა 19 აპრილს, სანტიაგო ბერნაბეუზე, „ყვითლები“ „ბარსელონასთან“ დამარცხდნენ, ანგარიშით 1-3.[3] გუნდს მიგელ მუნიოსი თავკაცობდა, შემადგენლობაში იყვნენ არგენტინელი მიგენ ანხელ ბრინდისი, დანიელ კარნევალი, კარლოს მორეტე და კიკე ვოლფი.

1990-იანი წლების დასაწყისში „ლას-პალმასი“ ასპარეზობდა სეგუნდა დივიზიონში, მაგრამ ასევე 6 წელი გაატარა სეგუნდა დივიზიონ ბ-ში (ეს იყო ახალი, დონით მესამე ჩემპიონატი, რომელიც შეიქმნა 1977 წელს). 2000-02 წლებში კლუბი უმაღლეს დივიზიონში გამოდიოდა. 2001 წლის 3 ოქტომბერს, „ლას-პალმასმა“ საშინაო არენაზე დაამარცხა „რეალ მადრიდი“, ანგარიშით 4-2. ახალგაზრდა ფეხბურთელმა, რუბენ კასტრომ შეძლო 2 გოლის გატანა, მაგრამ საბოლოოდ კლუბი მაინც დაქვეითდა სეგუნდა დივიზიონში.[4] 2001 წლის 22 ოქტომბერს, „ლას-პალმასმა“ ითამაშა მე-1000 მატჩი პრიმერა დივიზიონში.

2015 წლის 21 ივნისს, კლუბი დაბრუნდა პრიმერა დივიზიონში. აღსაზევებელ პლეი-ოფში სტუმრად გატანილი გოლის წესით დაამარცხა „რეალ სარაგოსა“.

მე-2 ადგილი (1): 1968/69
მე-3 ადგილი (1): 1967/68
ჩემპიონი (4): 1953/54, 1963/64, 1984/85, 1999/00
ჩემპიონი (2): 1992/93, 1995/96
ფინალისტი (1): 1978
1/2 ფინალისტი (3): 1974, 1984, 1997
1/4 ფინალისტი (3): 1958, 1975, 1976

მიმდინარე შემადგენლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე ესპანეთი ესპანეთი რაულ ლისოაინი
2 მცველი ესპანეთი ესპანეთი დავიდ სიმონი
3 მცველი ურუგვაი ურუგვაი მაურისიო ლემოსი
4 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი ვისენტე გომესი
5 მცველი ესპანეთი ესპანეთი დავიდ გარსია (კაპიტანი)
6 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი ანხელ მონტორო
7 ნახევარმცველი განა განა კევინ-პრინს ბოატენგი
9 თავდამსხმელი ხორვატია ხორვატია მარკო ლივაია
10 თავდამსხმელი ესპანეთი ესპანეთი ხესე როდრიგესი
11 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი მომო
12 მცველი ბრაზილია ბრაზილია მიშელი
13 მეკარე ესპანეთი ესპანეთი ხავი ვარასი
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
14 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი ერნან სანტანა
15 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი როკე მესა
16 მცველი ესპანეთი ესპანეთი აიტამი არტილესი
17 მცველი ესპანეთი ესპანეთი პედრო ბიგასი
18 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი ხავი კასტელიანო
19 ნახევარმცველი არგენტინა არგენტინა მატეო გარსია
20 ნახევარმცველი ხორვატია ხორვატია ალენ ჰალილოვიჩი
21 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი ჯონათან ვიერა
22 მცველი პორტუგალია პორტუგალია ელდერ ლოპეში
23 მცველი ესპანეთი ესპანეთი დანი კასტელიანო
24 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი ტანა

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]