კრონეკერის სიმბოლო
მათემატიკაში კრონეკერის სიმბოლო, რომელსაც სახელი ეწოდა ლეოპოლდ კრონეკერის პატივსაცემად, არის ორი ცვლადის ფუნქცია, რომლის მნიშვნელობა ტოლია 1-ის, როდესაც ეს (როგორც წესი მთელი) ცვლადები ტოლია და 0-ის, როდესაც მათი მნიშვნელობები განსხვავებულია. მაგალითად:
- , მაგრამ
ის ჩაიწერება როგორც δij, და როგორც წესი განიხილება უფრო მეტად როგორც შემოკლებითი აღნიშვნა ვიდრე ფუნქცია.
თვისებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრონეკერის სიმბოლოს აქვს ე.წ. წანაცვლების თვისება, ანუ ნებისმიერი -სთვის:
ეს თვისება ანალოგიურია დირაკის დელტა ფუნქციის შემდეგი თვისებისა.
განზოგადება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრონეკერის სიმბოლო შეიძლება განზოგადდეს მრავალ განზომილებაზე:
ეს ფუნქცია 1-ის ტოლია მხოლოდ მაშინ და მხოლოდ მაშინ როდესაც ყველა წყვილში ზედა ინდექსი ემთხვევა ქვედას და ნულის ტოლია ყველა სხვა შემთხვევაში.
ინტეგრალური წარმოდგენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნებისმიერი ნატურალური n-ისთვის, ნაშთების ანალიზის გამოყენებით კრონეკერის სიმბოლოს ინტეგრალური წარმოდგენა შეიძლება შემდეგნაირად ჩაიწეროს (კონტურული ინტეგრება იგულისხმება საათის ისრის მიმართულებით ნულის გარშემო):