შინაარსზე გადასვლა

კვირიკე I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „კვირიკე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ კვირიკე.
კვირიკე I
კახეთის ქორეპისკოპოსი
მმართ. დასაწყისი: 893
მმართ. დასასრული: 918
წინამორბედი: ფადლა I
მემკვიდრე: ფადლა II
გარდ. თარიღი: 918

კვირიკე I (გ. 918) — კახეთის მთავარი (ქორეპისკოპოსი) 892-918 წლებში. მისი მმართველობის დროს ადგილი ჰქონდა მთელ რიგ ახალ მოვლენებს. ეს ის დროა, როცა აზერბაიჯანში იქმნება საჯიდების ძლიერი სახელმწიფო. 907-914 წლებში საჯმა აბულ კასიმმა დალაშქრა და ააოხრა საქართველოს მთელი რიგი პროვინციები. კახეთმა შეძლო ამ შემოსევის თავიდან აცილება: არაბთა მიერ უჯარმისა და ბოჭორმის ციხეების დაკავების შემდეგ კვირიკე I-მა აბულ კასიმს მორჩილება აღუთქვა და სამთავრო აოხრებას გადაარჩინა.

საჯთა ახალმა შემოსევამ დიდად დააზარალა და დაასუსტა კახეთის მეზობელი პოლიტიკური ერთეულები. კახეთი სარგებლობს ამ მდგომარეობით და თავისი ტერიტორიების გაფართოებაზე ზრუნვას იწყებს. დაახლოებით 915 წელს კვირიკე I-მა აფხაზთა მეფე კონსტანტინე III-თან ერთად გაილაშქრა ჰერეთის წინააღმდეგ. მოკავშირეებმა დაიპყრეს და გაინაწილეს ჰერეთის პუნქტები არიში (ახლანდელი მთისძირი), გავაზი (ახლანდელი ახალსოფელი), ორჭობი. კვირიკე I-ს ერგო ორჭობი. რამდენიმე ხნის შემდეგ ჰერეთის მეფემ ადარნასე პატრიკმა ისარგებლა კახეთის სამთავროს საგარეო-პოლიტიკური ვითარების გართულებით და დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნა.

  • პაპუაშვილი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970
  • პაპუაშვილი თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 499.
  • მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი - „საქართველოს მეფეები“, 2007 წ.
წინამორბედი:
ფადლა I
კახეთის ქორეპისკოპოსი
893 - 918
შემდეგი:
ფადლა II