შინაარსზე გადასვლა

კარასკოს პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია
კარასკოს პროვინცია
Provincia Carrasco
ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
კოორდინატები 17°20′00″ ს. გ. 65°20′00″ დ. გ. / 17.33333° ს. გ. 65.33333° დ. გ. / -17.33333; -65.33333
ფართობი 15 045 კმ²
მოსახლეობა 116 205 კაცი (2001)
სიმჭიდროვე 7.7 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCGMT -4

კარასკო (ესპ. Provincia de José Carrasco) — პროვინცია ცენტრალურ ბოლივიაში, კოჩაბამბის დეპარტამენტში. ესაზღვრება სანტა-კრუსის დეპარტამენტს. დასავლეთიდან აღმოსავლეთით გადაჭიმულია 110 კმ-ზე, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 230 კმ-ზე. საერთო ფართობი 15 045 კმ²-ია.

2001 წლის მონაცემებით, მოსახლეობა შეადგენდა 116 205 ადამიანს. მათი 42.7% 15 წელზე ნაკლები ასაკისაა. მოსახლეობის 68.8% ლაპარაკობს ესპანურად, , 87.4% -თვის მშობლიური კეჩუას ენაა, 3.3%, აიმარაზე და 1% სხვა ადგილობრივ ენებზე. 70.4% წერა-კითხვის მცოდნეა. 82.2% კათოლიკეა, 15.2% პროტესტანტი.

პროვინცია შედგება ექვსი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ 24 კანტონად იყოფა. დედაქალაქია ტოტორა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]