კანი, კაენი (ფრანგ.Caen) — ქალაქი ჩრდილოეთ საფრანგეთში. 2006 წლის მონაცემებით ქალაქის შეადგენს 110 399 ადამიანს, საშუალოდ ქალაქში მცხოვრებთა სიმჭიდროვე შეადგენს 4,296 ადამიანს კმ²-ზე. დასახლებული პუნქტის ფართობია 25.70 კმ². კანი 197 კილომეტრითაა დაცილებული ქვეყნის დედაქალაქ პარიზს. ქალაქში მიედინება მდინარე ორნე, დასახლებული პუნქტის გაშენებულია ლა-მანშის სრუტის სიახლოვეს. ამ ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომში, მნიშვნელოვანი ბრძოლები იმართებოდა, მათგან აღსანიშნავია 1944 წლის კანის ბრძოლა. კანი არის ქვემო ნორმანდიის რეგიონის და კალვადოსის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი.