კალმარი
ქალაქი | |||
---|---|---|---|
კალმარი შვედ. Kalmar | |||
| |||
ქვეყანა | შვედეთი | ||
კოორდინატები | 56°40′00″ ჩ. გ. 16°22′00″ ა. გ. / 56.66667° ჩ. გ. 16.36667° ა. გ. | ||
დაარსდა | 1100 | ||
ფართობი | 19,50 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 8±1 მეტრი | ||
მოსახლეობა | 36 392 კაცი (2010) | ||
სიმჭიდროვე | 1 866 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ხოლო ზაფხულში UTC+2 | ||
სატელეფონო კოდი | 480 | ||
საფოსტო ინდექსი | 390 02–398 09[1] | ||
ოფიციალური საიტი | kalmar.se | ||
კალმარი (შვედ. Kalmar) — ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ შვედეთში, ბალტიის ზღვის სანაპიროზე, კალმარის ლენის დედაქალაქი და ამავე სახელწოდების მუნიციპალიტეტის ცენტრი. 2010 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 36 392 ადამიანს შეადგენს.[2]
XI-XVII საუკუნეებში კალმარი შვედეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი იყო. 1602—1913 წლებში იგი კალმარის ეპარქიის ცენტრი იყო. 1702 წელს აშენებული კალმარის კათედრალი დღემდე რჩება კლასიცისტური არქიტექტურის დახვეწილ ნიმუშად. ქალაქი გაამაგრეს, რომლის ცენტრშიც კალმარის ციხესიმაგრე მდებარეობდა. 1658 წლის როსკილის ხელშეკრულების შემდეგ, კალმარის მნიშვნელობა დაეცა, სანამ XIX საუკუნეში ინდუსტრიული სექტორი დაიწყებდა განვითარებას. ქალაქში მდებარეობს ლინეუსის უნივერსიტეტის გარკვეული ნაწილი.
გეოგრაფიულად, კალმარი კუნძულ ელანდამდე მისასვლელი მთავარი გზაა, რომელსაც ის ელანდის ხიდით უკავშირდება.
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გერმანია, ვისმარი,
- დანია, სილკებორგი
- ფინეთი, სავონლინა
- ისლანდია, აურბორგი
- ნორვეგია, არდენდალი
- უგანდა, ენტებე
- აშშ, უილმინგტონი
- პოლონეთი, გდანსკი
- რუსეთი, კალინინგრადი
- ლიეტუვა, პანევეჟისი
- თურქეთი, სამსუნი
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- iKalmar - a social network for citizens of Kalmar
- Kalmar Castle დაარქივებული 2005-10-23 საიტზე Wayback Machine.
- Kalmar City დაარქივებული 2014-12-20 საიტზე Wayback Machine. - pictures from nightlife in Kalmar
- University of Kalmar დაარქივებული 2006-01-02 საიტზე Wayback Machine.
- CityRapporten დაარქივებული 2006-02-10 საიტზე Wayback Machine. - local publication about Kalmar
- Barometern Oskarshamns-Tidningen
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ http://www.geopostcodes.com/Kalmar_Kalmar
- ↑ Tätorternas landareal, folkmängd och invånare per km2 2005 och 2010 Swedish. Statistics Sweden (14 December 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 10 January 2012.