შინაარსზე გადასვლა

კალანიშის ქვები

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კალანიშის ქვები
ინგლ. Callanish Stones
კოორდინატები 58°11′51″ ჩ. გ. 6°44′43″ დ. გ. / 58.19750° ჩ. გ. 6.74528° დ. გ. / 58.19750; -6.74528
მდებარეობა სოფ. კალანიში, ლუის-ენდ-ჰარისი, შოტლანდია
ტიპი მენჰირი, საკულტო ნაგებობა
მასალა ქვის მონოლითები
თარიღდება ძვ. წ. 2900–2600 წწ.

კალანიშის ქვები (ინგლ. Callanish Stones) — ვერტიკალურად აღმართული ქვების (მენჰირების) კომპლექსი ლუის-ენდ-ჰარისის კუნძულზე (გარე ჰებრიდის არქიპელაგი, შოტლანდია), სოფელ კალანიშის სიახლოვეს. მოიცავს წრიულად განლაგებულ ქვებს, საიდანაც ოთხი მიმართულებით გამოდის ქვების რიგები, მ.შ. ერთი „ხეივანი“. წრის შიგნით არის ქვის მცირე ქვაყრილის (კეარნის) ნაშთი, რომელიც გაიძარცვა ძველ დროში.[1]

გეგმა

1980 და 1981 წლების გათხრებმა აჩვენა, რომ წრე აღმართულია ძვ. წ. 2900–2600 წლებში, ანუ ინგლისის სტოუნჰენჯის მთავარი წრის აღმართვამდე. როგორც ჩანს, აღმართვის დროს მიმდებარე მიწებს უკვე ამუშავებდნენ, მაგრამ სამოსახლოს კვალი არ იკვეთება. წრის შემდეგ მის ცენტრში მალევე აღმართეს სამარხის ქვაყრილი. სამარხი გაძარცვეს ბრინჯაოს ხანაში, შესაძლოა ძვ. წ. II ათასწლეულში, თუმცა ადგილი 1200–800 წლებამდე მაინც გამოიყენებოდა საკულტო დანიშნულებით. აცივებისა და ტენიანობის მომატებასთან ერთად ადგილი თანდათან დაიფარა ტორფით.[1]

ძეგლის პირველი საკმაოდ ზუსტი აღწერა ეკუთვნის ჯონ მაკ-კალახს (1819). თავდაპირველად ჩანდა ქვის სვეტების მხოლოდ ზემო ნაწილი, ჯეიმზ მეთისონის მიერ ჩატარებული გათხრებით სრულად გამოჩნდა სხვა სვეტებიც და სამარხი. ქვების ნაწილი, როგორც ჩანს, დაკარგულია. ორი დაცემული სვეტი ხელახლა აღიმართა (1857, 1982).[1]

  1. 1.0 1.1 1.2 Calanais or Callanish Standing Stones (SM90054). Historic Environment Scotland. ციტირების თარიღი: 12 აგვისტო, 2024