ისლამ მახაჩევი
მახაჩევი 2022 წელს | |
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
სრული სახელი | ისლამ რამაზანოვიჩ მახაჩევი |
დაბ. თარიღი | 27 ოქტომბერი, 1991 |
დაბ. ადგილი | მაჰაჩყალა, დაღესტანი, რუსეთი |
სიმაღლე | 178 სმ |
წონა | 70 კგ |
სპორტი | |
ქვეყანა | რუსეთი |
სპორტი | შერეული საბრძოლო ხელოვნება |
სახეობა | აბსოლუტური საბძოლო ჩემპიონატი (UFC) |
ისლამ მახაჩევი (რუს. Ислам Рамазанович Махачев; დ. 27 ოქტომბერი, 1991) — რუსი შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი. იგი ამჟამად ასპარეზობს აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) მსუბუქ წონით დივიზიონში, სადაც UFC-ის ჩემპიონია.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1991 წლის 27 ოქტომბერს, მაჰაჩყალაში, დაღესტანში. მახაჩევის მამას პომიდორი მოჰყავდა და მძღოლად მუშაობდა, დედა კი დიასახლისი და პატარა კაფის მმართველი იყო. ჰყავს უფროსი ძმა სახელად ყურბანისმაილი. შვიდი წლის ასაკიდან დაიწყო ვარჯიში ტაეკვანდოში, დამსახურებული ჩემპიონი სეიფულა მაგომედოვის ხელმძღვანელობით.[2] მახაჩევი აბუბაკარ ნურმაგომედოვთან ერთად სკოლაში სწავლის დროს სანდაზე გადავიდა, სადაც ასევე გაიცნო ხაბიბ ნურმაგომედოვი, შამილ ზავუროვი და მათი ოჯახი.
UFC კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის 2 ოქტომბერს მახაჩევმა ხელი მოაწერა UFC-ის კონტრაქტს. მახაჩევის დებიუტი 2015 წლის 23 მაისს, UFC 187-ზე ლეო კუნცთან შედგა. მან ბრძოლა მეორე რაუნდში მოიგო. 2014 წლიდან მან UFC-ში 16 ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.[3] მან UFC-ის ქვემსუბუქი წონის ქამარი UFC 280-ზე, ჩარლზ ოლივეირასთან დაპირისპირების დროს მოიპოვა, სადაც ბრძოლა მეორე რაუნდში მოიგო, რამაც Performance of the Night-ის ბონუსი მიაღებინა.[4]