ისიტნოფრეტი
იერსახე
ისიტნოფრეტი იეროგლიფებში | |||||
|
ისიტნოფრეტი — ფარაონ რამსეს II-ის მეორე (ნეფერტარის შემდეგ) „მთავარი მეუღლე“. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დედოფალი. გახდა ფარაონის მთავარი მეუღლე ნეფერტარის სიკვდილის შემდეგ 24-ე წელს რამსესის მმართველობიდან.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი წარმომავლობის შესახებ არაფერია ცნობილი. მის ქალიშვილს ბენტ-ანატს ჰქონდა სირიული სახელი, შესაძლოა ეს ხსნის მის წარმომავლობას. ისიტნოფრეტი გამოსახულია რამსეს II-თან ერთად კედელზე ასუანში, სადაც მოხსენიებულია მისი სახელი.
ცნობილია დედოფალ ისიტნოფრეტის 4 შვილი: უფროსი ქალიშვილი ბენტ-ანატი, პრინცი რამსესი, რამსეს II-ის ყველაზე ცნობილი ვაჟი ხაემუასი და მერნეპტაჰი, რომელმაც მამის და უფროსი ძმების სიკვდილის შემდეგ მიიღო ტახტი.
ტიტულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მემკვიდრე პრინცესა
- მეფის დედა
- ორი მიწის მბრძანებელი
- მეფის ცოლი
- მეფის მთავარი მეუღლე
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რამსეს II-ის ოჯახი დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.