შინაარსზე გადასვლა

ირანის ოსტანები

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირანი

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:
ირანის
პოლიტიკა და მთავრობა



სხვა ქვეყნები · ატლასი
 პოლიტიკის პორტალი

ირანი დაყოფილია 31 ოსტანად. ოსტანი (სპარს. استان ostān, მრავლ. استان‌ها‎ ostānhā — ოლქი, პროვინცია) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ირანში. ოსტანებად დაყოფა შემოიღეს 1937 წელს. ოსტანის სათავეში დგას ოსტანდარი (გენერალ-გუბერნატორი). ოსტანი იყოფა რამდენიმე რაიონად — შაჰრესტანად. თითოეული ოსტანი მართული პროვინციის ცენტრით, რომელიც, როგორც წესი, პროვინციის უდიდესი ქალაქია და რომელსაც სპარსულად უწოდებენ პროვინციის დედაქალაქს (სპარს.: مرکز მარქაზი). პროვინციულ მმართველობას სათავეში უდგას გენერალ-გუბერნატორი[1] (სპარს. استاندار ostāndār), რომელსაც ნიშნავს შინაგან საქმეთა მინისტრი, რაც, თავის მხრივ, მინისტრთა კაბინეტის დასამტკიცებელია.

1950 წლამდე ირანი იყოფოდა თორმეტ პროვინციად: არდალანი, აზერბაიჯანი, ბელუჩესტანი, ფარსი, გილანი, არაქ-ე აჯამი, ხორასანი, ხუზესტანი, კერმანი, ლარესტანი, ლორესტანი და მაზანდარანი.[2] 1950 წელს ირანის რეორგანიზაცია მოხდა, რომლის მიხედვით ჩამოყალიბდა ათი ძირითადი პროვინცია საკუთარი დაქვემდებარებული გუბერნიებით: გილანი, მაზანდარანი, აღმოსავლეთი აზერბაიჯანი, დასავლეთი აზერბაიჯანი, კერმანშაჰი, ხუზესტანი, ფარსი, კერმანი, ხორასანი, ისპაჰანი.[2] 1960-დან 1981-მდე გუბერნიებს სათითაოდ მიენიჭა პროვინციის სტატუსი. მას შემდეგ რამდენიმე ახალი პროვინციაც შეიქმნა. ყველაზე ბოლო იყო 2004 წელს, როდესაც პროვინცია ხორასანი გაიყო სამი ახალ პროვინციად.[3]

ოსტნები ადმინისტრაციული
ცენტრი
ფართობი[4] მოსახლეობა[5] სიმჭიდროვე
(მოსახლეობა/კმ²)
შაჰრესტანები შენიშვნები რუკა
ალბორზი ქარაჯი 5,833კმ² 2,712,400 470 7 2010 წელს თეირანის ოსტანს გამოეყო. ირანის ყველაზე პატარა ოსტანია ფართობის მიხედვით
არდებილი არდებილი 17,800 კმ² 1,257,624 70.7 მცხოვრები კვადრატულ კილომეტრზე. 9 1933 წლამდე , იყო აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინცია.[6]
აღმოსავლეთი აზერბაიჯანი თავრიზი 45,650 კმ² 3,620,183 76.7 19
ბუშირი ბუშირი 22,743 კმ² 887,115 35.9 9 1977 წლამდე პროვინციას ერქვა ქჰელიჯ-ფარსი (სპარსული გულიფი).[7]
გილანი რეშტი 14,042 კმ² 2,410,523 171.7 16
გულისტანი გორგანი 20,195 კმ² 1,637,063 81.1 11 1997 წლის 31 მაისს გამოეყო მაზანდარნის პროვინციას .[7]
დასავლეთი აზერბაიჯანი ურმია 37,437 კმ² 2,949,426 78.8 14 ფეჰლევიდების დინასტიის მმართველობის დროს ქალაქ ურმიას ჰქონდა რეზაიჰის სახელი.[8]
ზენჯანი ზენჯანი 21,773 კმ² 970,946 44.6 7 1986 წელს გამოეყო გილანის პროვინციას . [7]
თეირანი თეირანი 18,814 კმ² 13,530,742 645.8 13 1986 წელს გამოეყო მარკაზის პროვინციას.
იაზდი იაზდი 129,285 კმ² 992,318 7.4 10 1986 წელს გამოეყო ქერმანის პროვინციას. 2002 წელს შეუერთდა ტებესის შაჰრისტანი.
ილამი ილამი 20,133 კმ² 545,093 27.1 7 გამოეყო ქერმენშაჰის პროვინციას.[7]
ისპაჰანი ისპაჰანი 107,029 კმ² 4,590,595 41.6 21 1986 წელს გამოეყო მარკაზის პროვინციას .[7]
ლურისტანი ხორამაბადი 28,294 კმ² 1,758,628 62.2 9 გამოეყო ხუზესტანის პროვინციას.[7]
მაზანდარანი სარი 23,701 კმ² 2,940,831 118.9 15
მარკაზი არაქი 29,130 კმ² 1,361,394 46.7 10 გამოეყო მაზანდარნის პროვინციას .[7]
სამხრეთი ხორასანი ბირჯანდი 69,555 კმ² 640,218 7.3 4 2004 წლის 29 სექტემბერს, ხორესანი გაიყო სამ პროვინციად[3]
სემნანი სემნანი 97,491 კმ² 590,512 6.0 4 გამოეყო მაზანდარნის პროვინციას.[7]
სისტანი და ბელუჯისტანი ზაჰედანი 181,785 კმ² 2,410,076 12.6 8 1986 წელს შეიქმნა.[7]
ფარსი შირაზი 122,608 კმ² 4,385,869 35.8 23
ქერმანი ქერმანი 18,0836 კმ² 2,660,927 13.5 14
ქირმანშაჰი ქირმანშაჰი 24,998 კმ² 1,938,060 77.5 13 1950 და 1979 წლებში, გაერთიანებული იყო ქერმენშაჰის პროვინციაში .[7]
ქოჰგილუე და ბოიერაჰმედი იასუჯი 15,504 კმ² 695,099 44.8 5 2004 წელს გამოეყო ხუზისტანის პროვინციას.[7]
ქურთისტანი სანანდაჯი 29,137 კმ² 1,574,118 54.0 9 გამოეყო გილანის პროვინციას.[7]
ყაზვინი ყაზვინი 15,549 კმ² 1,166,861 75.0 5 1996 წლის 31 დეკემბერს პროვინციაში შეიქმნა ყაზვინის და ტეკესტანის შაჰრისტანები.[7]
ყუმი ყუმი 11,526 კმ² 1,064,456 92.4 1 1995 წლამდე ყუმი იყო თეირანის პროვინციის შაჰრისტანი.[7]
ჩახარ-მახალი და ბახთიარია შხრე-კორდი 16,332 კმ² 842,002 51.6 6 1973 წლამდე გაერთიანებული იყო ისპაჰანის პროვინციაში.[9]
ჩრდილოეთ ხორასანი ბოჯნურდი 28,434 კმ² 820,918 27.7 6 2004 წლის 29 სექტემბერს, ხორესანი გაიყო სამ პროვინციად
ხორასან-რეზავი მეშჰედი 144,681 კმ² 5,620,770 36.0 19 2004 წლის 29 სექტემბერს, ხორესანი გაიყო სამ პროვინციად.[3]
ხუზისტანი აჰვაზი 64,055 კმ² 4,345,607 67.8 18
ჰამადანი ჰამადანი 19,368 კმ² 1,790,770 91 8 გამოეყო ქერმენშაჰის პროვინციას.[7]
ჰორმაზაგანი ბენდერ-აბასი 70,669 კმ² 1,410,667 კმ² 18.6 11 გამოეყო ქერმენის პროვინციას.[7]
ირანი (ქვეყანა) თეირანი 1,628 554 კმ² 71,767,413 44.0 324

ირანის პროვინციების სია და მათი შედარება სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობასთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სია პროვინცია მოსახლეობა ქვეყანასთან შედარება
1 თეირანი 13,281,858 ეკვადორის დროშა ეკვადორი
2 ხორასან-რეზავი 5,515,980 დანიის დროშა დანია
3 ისპაჰანი 4,499,327 ნორვეგიის დროშა ნორვეგია
4 ფარსი 4,220,721 ხორვატიის დროშა ხორვატია
5 ხუზისტანი 4,192,598 საქართველოს დროშა საქართველო
6 აღმოსავლეთი აზერბაიჯანი 3,527,267 ლიეტუვის დროშა ლიტვა
7 მაზანდარანი 2,893,087 ქუვეითის დროშა ქუვეითი
8 დასავლეთი აზერბაიჯანი 2,831,779 ქუვეითის დროშა ქუვეითი
9 ქერმანი 2,584,834 ომანის დროშა ომანი
10 გილანი 2,381,063 ლატვიის დროშა ლატვია
11 სისტანი და ბელუჯისტანი 2,349,049 ლატვიის დროშა ლატვია
12 ქირმანშაჰი 1,842,457 ბოტსვანის დროშა ბოტსვანა
13 ლურისტანი 1,689,650 გამბიის დროშა გამბია
14 ჰამადანი 1,674,595 გვინეა-ბისაუს დროშა გვინეა-ბისაუ
15 გულისტანი 1,593,055 ესტონეთის დროშა ესტონეთი
16 ქურთისტანი 1,416,334 ტრინიდადი და ტობაგოს დროშა ტრინიდადი და ტობაგო
17 ჰორმაზაგანი 1,365,377 გაბონის დროშა გაბონი
18 მარკაზი 1,326,826 გაბონის დროშა გაბონი
19 არდაბილი 1,209,968 მავრიტანიის დროშა მავრიტანია
20 ყაზვინი 1,127,734 აღმოსავლეთ ტიმორის დროშა აღმოსავლეთი ტიმორი
21 ყუმი 1,036,714 შვეიცარიის დროშა შვეიცარია
22 იაზდი 958,323 კატარის დროშა კატარი
23 ზენჯანი 942,818 კატარის დროშა კატარი
24 ბუშირი 866,490 ფიჯის დროშა ფიჯი
25 ქოხგილუე და ბოიერაჰმედი 843,784 ჯიბუტის დროშა ჯიბუტი
26 ჩრდილოეთ ხორასანი 791,930 კვიპროსის დროშა კვიპროსი
27 ქოხგილუე და ბოიერაჰმედი 621,428 ბჰუტანის დროშა ბუტანი
28 სამხრეთი ხორასანი 600,568 კომორის კუნძულების კავშირის დროშა კომორის კუნძულები
29 სემნანი 589,512 კაბო-ვერდეს დროშა კაბო-ვერდე
30 იაზდი 530,464 სოლომონის კუნძულების დროშა სოლომონის კუნძულები


ირანის ისტორიული პროვინციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. IRNA, Online Edition. "Paris for further cultural cooperation with Iran". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-23. ციტირების თარიღი: 2007-10-21.
  2. 2.0 2.1 Gwillim Law, Statoids website. "Provinces of Iran". ციტირების თარიღი: 2006-04-30.
  3. 3.0 3.1 3.2 Online edition, Al-Jazeera Satellite Network. "Iran breaks up largest province". ციტირების თარიღი: 2006-04-30.
  4. Statistical Centre, Government of Iran. "General Characteristics of Ostans according to their administrative divisions at the end of 1383 (2005 CE)". ციტირების თარიღი: 2006-04-30.
  5. Statistical Centre, Government of Iran. "Population estimation by urban and rural areas, 2005". ციტირების თარიღი: 2006-04-30.
  6. Chamber Society, Iranian. "Ardabil Province". ციტირების თარიღი: 2008-07-23.
  7. 7.00 7.01 7.02 7.03 7.04 7.05 7.06 7.07 7.08 7.09 7.10 7.11 7.12 7.13 7.14 7.15 "Changes in Iranian subdivision". ციტირების თარიღი: 2008-07-24.
  8. "ურმია". ციტირების თარიღი: 2008-07-23.
  9. Chahar Mahaal and Bakhtiari Province, Ostandarie. "Chahar Mahaal and Bakhtiari Province". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-22. ციტირების თარიღი: 2008-07-23.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]