შინაარსზე გადასვლა

იბერიის თემი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იბერიის თემი ბიზანტიის იმპერიაში 1025 წელს.

იბერიის თემი (ბერძ. θέμα 'Ιβηρίας) — სამხედრო-ადმინისტრაციული ოლქი ბიზანტიის იმპერიაში, XI საუკუნეში, ქართული და სომხური მიწებისგან შედგენილი ერთეული. თემი შექმნილია, ბასილი II-ის მიერ, ბაგრატიონების დინასტიის (1000–1021) დომენის ანექსიითა და რამდენიმე სომხური მიწების შემოერთებით. თემის მოსახლეობა იყო მულტიეთნიკური, ქართული უმრავლესობით. თემმა არსებობა შეწყვიტა 1074 წელს, თურქ-სელჩუკების შემოსევების შედეგად.

შექმნა და გაფართოება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იმპერატორი ბასილი II

თემი შექმნილი იყო ბასილის მიერ, დავით III-ის მემკვიდრეობის მიღების შემდეგ. 979 წელს ბარდა სკლიაროსის აჯანყების წინააღმდეგ მონაწილეობისთვის, დავითს, ბასილისაგან გადაეცა იმიერ-ტაო, თეოდოსიოპოლი, ბასიანი და მისი მომიჯნავე სომხური მიწები. თუმცა, 987 წელს ბარდა ფოკას აჯანყების შემდეგ, დავითი ფოკას მიემხრო, რამაც გამოიწვია კონსტანტინოპოლის უნდობლობა კავკასიელი მმართველების მიმართ. აჯანყების დასრულების შემდეგ, დავითი იძულებული გახდა მემკვიდრედ ბასილი II-ე გამოეცხადებინა.[1]

დავითის სიკვდილის შემდეგ (1000 წელს) მემკვიდრეობა გადაეცა ბასილ II-ს, ბაგრატ III იძულებული გახდა ეღიარებინა ბასილის მიერ მიერთებული ტერიტორიების ლეგიტიმურობა. თუმცა ბაგრატის შვილი, გიორგი I, ჯერ კიდევ პრეტენზიას აცხადებდა დავითის მემკვიდრეობაზე. გიორგი I 1014-1018 წლებში სამხრეთ ტაოში შეიჭრა. ასეთი არჩევანი განპირობებული იყო იმ დროს შექმნილი ხელსაყრელი საერთაშორისო ვითარებით. კერძოდ, ბიზანტიის იმპერიას აუჯანყდა ბულგარეთი. 1019 წელს ბასილი II-მ ბულგარელებთან ომი წარმატებით დაამთავრა და საქართველოს მეფეს სადავო ტერიტორიის დაცლა მოსთხოვა. მეფემ იმპერატორის მოთხოვნაზე უარი განაცხადა, რასაც მოჰყვა საქართველოს დამარცხება ბიზანტია-საქართველოს ომში (1021-1023). 1023 წელს გიორგი I იძულებული გახდა ზავის მძიმე პირობებს დასთანხმებოდა[2]. იმიერტაო ისევ ბიზანტიას დარჩა. ბასილიმ მიღებული მიწებისგან იბერიის თემი შექმნა, დედაქალაქი კი თეოდოსიპოლისი გახდა.

  • Toumanoff, Cyril., Studies in Christian Caucasian History, Georgetown University Press, Washington, 1967.
  • Arutyunova-Fidanyan, Viada A., Some Aspects of the Military-Administrative Districts and Byzantine Administration in Armenia During the 11th Century, REArm 20, 1986-87: 309-20.
  1. Rapp, Stephen H. (2003), Studies In Medieval Georgian Historiography: Early Texts And Eurasian Contexts, p. 414.
  2. Lang, David Marshall (1966), The Georgians, pp. 109-110. Praeger Publishers.