შინაარსზე გადასვლა

ზაბიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზაბიდი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა იემენის დროშა იემენი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv, vi
სია [1]
რეგიონი** არაბული სახელმწიფოები
კოორდინატები 14°12′00″ ჩ. გ. 43°19′00″ ა. გ. / 14.20000° ჩ. გ. 43.31667° ა. გ. / 14.20000; 43.31667
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1993  (მე-17 სესია)
ნომერი 611
საფრთხის ქვეშ 2000 -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 611
ინგლ.რუს.ფრ.

ზაბიდი (არაბ.زبيد‎) — ქალაქი იემენის დასავლეთ სანაპირო ზოლზე. მისი მოსახლეობა დაახლოებით 23 000 ადამიანს შეადგენს.[1] წარმოადგენს იემენის ერთ-ერთ უძველეს ქალაქს. ის ქვეყნის დედაქალაქი იყო XIII-XV საუკუნეებში. ამავე დროს, ქალაქი არაბული და ისლამური სამყაროს საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა. აქ მდებარეობდა ისლამური განთლების ზაბიდის უნივერსიტეტი. 819–1018 წლებში, ზაბიდი ზიადიდის, ხოლო 1022–1158 წლებში ნაჯაჰიდის დინასტიის დედაქალაქი იყო.[2] დღეისათვის კი, იემენის ერთ-ერთ ჩამორჩენილ ქალაქს წამრმოადგენს.

ქალაქის ცენტრში მდებარეობს დიდი მეჩეთი. 1993 წელს, ზაბიდი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა. 2000 წელს, მან საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში გადაინაცვლა. ამის მიზეზი გახდა იემენის მთავრობის განკარგულება ქალაქის კონსერვაციისა და მისთვის ხელუხლებლობის თაობაზე, რაც კიდევ უფრო აუარესებს ისედაც ღარიბი ქალაქის ყოფას. იუნესკოს გადაწყვეტილებით, თუ უახლოესი 2 წლის მანძილზე ქალაქში მის კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა არ დაიწყება, ის მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსს დაკარგავს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. World Heritage Centre/ICOMOS Zabid Joint Monitoring Mission, 17 - 26 January 2007
  2. "Najahid Dynasty." Encyclopædia Britannica Online, 14 April 2006.