შინაარსზე გადასვლა

ვანესა ჰადგენსი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვანესა ჰადგენსი
დაბადების თარიღი 14 დეკემბერი, 1988 (1988-12-14) (35 წლის)
კალიფორნია, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
პროფესია მსახიობი, მომღერალი
ხელმოწერა

ვანესა ჰადგენსი (ინგლ. Vanessa Hudgens; დ. 14 დეკემბერი, 1988) — ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და პროდიუსერი. 2003 წელს მისი დებიუტი შედგა მხატვრული ფილმში — "Thirteen". 2006–2008 წლებში მან მოიპოვა პოპულარობა გაბრიელა მონტესის როლით ფილმში — "High School Musical", რამაც მას მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანა. პირველი ფილმის წარმატება განაპირობა ჰადგენსის ხელშეკრულებამ ხმის ჩამწერ კომპანია — Hollywood Records– თან, რომელთანაც მან გამოუშვა ორი სტუდიური ალბომი V (2006) და Identified (2008).მისი ოჯახი სან-დიეგოში, კალიფორნიაში გადავიდა საცხოვრებლად, როდეისაც ის ჯერ კიდევ პატარა იყო. მას ჰყავს უმცროსი და, სტელა ჰადგენსი, რომელიც ასევე მსახიობია. დედა, ჯინა ჰადგენსი, ფილიპინებიდან არის. მისი მამა გრეგ ჰადგენსი არის მეხანძრე - მისურიდან.

ვანესა პატარაობიდანვე დაინტერესებული იყო მსახიობობითა და სიმღერით, მას შთააგონებდნენ ბებია და ბაბუა, რომლებიც მუსიკოსები იყვნენ. 8 წლის ასაკში ვანესა მუსიკალურ თეატრში გამოჩნდა. მან უფრო მეტად შეიყვარა ხელოვნება. მან მსახიობობა, სიმღერა და ცეკვა შეისწავლა ჯეილინ ოსბორნთან ერთად. მას ისევე სიამოვნებს სიმღერა, როგორც ცეკვა და მსახიობობა.

ვანესა ძალიან მცირე დროის მანძილზე დადიოდა ორანჯის სამხატვრო სკოლაში. წარმატების მისაღწევად მას დიდი დრო დასჭირდა. თინეიჯერულ ასაკში იგი ოჯახთან ერთად გადავიდა ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში და იმ მან დაიწყო საშინაო სწავლა, ამიტომ ხელიდან გაუშვა საშუალო სკოლის გამოცდილება, თუმცა მას არ დაუკარგავს შანსი მიეღო როლი საშუალო სკოლის მიუზიკლში 2006 წელს.

მისი მამა გრეგ ჰადგენსი გარდაიცვალა 2016 წლის 30 იანვარს, სიმსივნის გამო. მისი სიკვდილის მეორე დღეს, ვანესა აპირებდა მონაწილეობა მიეღო Grease Live- ის ცოცხალ მუსიკალურ წარმოებაში(2016) მამის გარდაცვალების მიუხედავად, მან პირობა დადო, რომ მონაწილეობას მიიღებდა წარმოებაში მამის პატივსაცემად. კრიტიკოსების მხრიდან ვანესას გადაწყვეტილებამ ფართო მოწონება დაიმსახურა, როგორც მისი შესრულების, ასევე პროფესიონალიზმის გამო. გადაცემა მიეძღვნა მამის ხსოვნას.

ჰადგენსი და მისი ეკრანული სიყვარული ეფრონი გახდნენ წყვილი. მათი ძალიან მოწონებული რომანი, გრძელდებოდა საშუალო სკოლის მუსიკალური ფრენჩაიზის გაგრძელებამდე, 2010 წლამდე. 2011 წლის სექტემბერში ჰადგენსმა დაიწყო შეხვედრა მსახიობ ოსტინ ბატლერთან, მათი ხანგრძლივი ურთიერთობა გაგრძელდა 2019 წლამდე.

2010 წელს ვანესა იყო FHM-ის ბრიტანეთის სექსუალურ ქალთა სიაში, სადაც მან 42-ე ადგილი დაიკავა. ჟურნალ Maxim- ის 2014 წლის ცხელი 100 ქალის სიაში ვანესა 28-ე ადგილზეა. 2011 წელს მას Candie's Girl დაარქვეს. მას კისერზე აქვს პეპლის ტატუ.

მუსიკალური თეატრის როლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვანესა ჰადგენსის მუსიკალური თეატრის როლები მოიცავს ფილმებს: "ევიტა", "კარუსელი", "ოზის ჯადოქარი", "მეფე და მე", "მუსიკალური ადამიანი", "კონკია", "დაწყევლილი იანკები", "ნოტრემის ხიბლი" და "პატარა ქალთევზა ".

საშუალო სკოლის მიუზიკლი (ინგ. High School Musical)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კენი ორტეგას რეჟისორობით, 2006 წელს, დისნეის არხის "საშუალო სკოლის მიუზიკლი" გახდა გლობალური ფენომენი, რომელიც მხოლოდ გაფართოვდა 2007 წელს "საშუალო სკოლის მიუზიკლის 2" და 2008 წელს - "საშუალო სკოლის მიუზიკლი 3". კარგი მეგობრები არიან ამ მიუზიკლის მსახიობები ეშლი ტისდეილი, ზაკ ეფრონი, კორბინ ბლეუ, ალექსა ნიკოლა, ბრენდა სონგი და მაილი საირუსი.

ვანესა ბრედ კორბეტთან ერთად გამოჩნდა, მის პირველ ორ ფილმში, Thirteen (2003) და Thunderbirds (2004).

ალბომები და სიმღერები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰადგენსმა და ეფრონმა მასიური ჰიტი მოიპოვეს, როდესაც მათი შექმნეს დუეტი "Breaking Free", საშუალო სკოლის მიუზიკლში, 2006 წელს. იმავე წელს, ჰადგენსმა გამოუშვა სადებიუტო ალბომი V, რომელმაც ოქროს სერთიფიკატი დაიმსახურა. მისი მეორე ალბომის იდენტიფიცირებული (2008) დებიუტი შედგა Billboard 200-ის 23-ე ნომერზე. თუმცა საბოლოოდ მისმა მეორე ალბომმა განვითარება ვერ ჰპოვა, რადგან ამ პერიოდში ჰადგენსი დაშორდა მის ჩამწერს ლაბელს და ყრადღება გაამახვილა Hollywood Records-ის მსახიობობაზე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: