ეროვნული სტადიონი (ბრაზილია)
იერსახე
მდებარეობა | ბრაზილია, ფედერალური ოლქი, ბრაზილია |
---|---|
გაიხსნა | 10 მარტი, 1974 |
აღდგა | 2010-2013 |
საფარი | ბალახი |
ტევადობა | 68,009 |
გუნდები | |
„ბრაზილია“ „ლეგიაო“ |
მანე გარინჩას სახელობის ეროვნული სტადიონი (პორტ. Estádio Nacional Mané Garrincha) — სტადიონი ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიაში. ძირითადად გამოიყენება საფეხბურთო მატჩებისთვის. სტადიონი იტევს 68,009 მაყურებელს[1].
სტადიონი გაიხსნა 1974 წელს და ატარებს ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელის, გარინჩას სახელს. არენის თავდაპირველი ტევადობა 45,200 იყო. 2010-2013 წლებში სტადიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ეროვნული სტადიონი“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Estadio Nacional de Brasilia, Brasilia ინგლისური. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-06-09.