შინაარსზე გადასვლა

ენ ენრაიტი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ენ ენრაიტი
ინგლ. Anne Enright

ენრაიტი 2008 წელს
დაბადების თარიღი 11 ოქტომბერი, 1962 (1962-10-11) (62 წლის)
დაბადების ადგილი დუბლინი, ირლანდია
საქმიანობა მწერალი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  ირლანდიის რესპუბლიკა
ალმა-მატერი დუბლინის სამეფო კოლეჯი
აღმოსავლეთ ანგლიის უნივერსიტეტი
პერიოდი 2012
Magnum opus თავყრილობა
ჯილდოები ბუკერის პრემია[1] , რუნის პრემია, ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრი, ენდრიუ კარნეგის მედალი[2] , Encore Award და AWB Vincent Literary Award

ენ ტერეზა ენრაიტი (ინგლ. Anne Teresa Enright; დ. 11 ოქტომბერი, 1962) — ირლანდიელი მწერალი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი რომანი და მოთხრობა. მისი შემოქმედების მთავარი თემებია ოჯახი, სიყვარული, იდენტობა და დედობა.[3]

მწერალმა მეოთხე რომანისთვის „თავყრილობა“ 2007 წელს ბუკერის პრემია მიიღო.[4] მისი მეორე რომანი „როგორი ხარ“ 2000 წელს უაითბრედის პრემიის ფინალისტი იყო.[5]

ენ ენრაიტი ირლანდიაში, დუბლინში დაიბადა და საშუალო განათლება წმინდა ლუის სახელობის სკოლაში მიიღო. მან პერსონის კოლეჯის საერთაშორისო სტიპენდია მოიპოვა, სადაც საერთაშორისო ბაკალავრიატზე ორი წლის მანძილზე სწავლობდა. უმაღლესი განათლების პირველი საფეხური ენრაიტმა დუბლინის სამეფო კოლეჯში დაამთავრა, სადაც ინგლისურ ენასა და ფილოსოფიას სწავლობდა. ოცდამეერთე დაბადების დღეზე მას საბეჭდი მანქანა აჩუქეს, რის შემდეგაც წერა დაიწყო. ენრაიტმა ჩევენინგის სტიპენდია მოიპოვა აღმოსავლეთ ანგლიის უნივერსიტეტის შემოქმედებითი წერის კურსზე, სადაც მისი პროფესორები ანჯელა კარტერი და მალკოლმ ბრედბერი იყვნენ. ენრაიტმა უნივერსიტეტი მაგისტრის ხარისხით დაამთავრა.

ენრაიტი ექვსი წლის მანძილზე ირლანდიის საზოგადოებრივ მაუწყებელში სატელევიზიო პროდიუსერად და რეჟისორად მუშაობდა. იგი ოთხი წლის მანძილზე კომედიურ სერიალს, ხოლო ორი წლის მანძილზე საბავშვო გადაცემას პროდიუსერობდა. ამ პერიოდში ენრაიტი წერას მხოლოდ შაბათ-კვირას ახერხებდა. მან მთელი დატვირთვით წერა 1993 წლს დაიწყო, როცა ტელევიზიაში მუშაობა შეწყვიტა.

2014 წლამდე ენრაიტი უიკლოუს საგრაფოს ქალაქ ბრეიში ცხოვრობდა. იგი დაქორწინებულია მარტინ მერფიზე, რომელიც დუნ ლეარის პავილიონის თეატრის რეჟისორი იყო, ამჟამად კი ირლანდიის ხელოვნების საბჭოს მრჩეველია. წყვილს ორი შვილი ჰყავს.[6]

კრიტიკოსთა ვარაუდით, ენრაიტის ადრეულ შემოქმედებაზე გავლენა ბრაიან ო’ნოლანმა მოახდინა.[6] მისი ლიტერატურული დებიუტი 1991 წელს მოთხრობათა კრებულით „პორტატული ქალწული“ შედგა. ენრაიტის პირველი რომანი „მამაჩემის პარიკი“ 1995 წელს გამოქვეყნდა. წიგნი სიყვარულის, დედობისა და რელიგიურ თემებს იკვლევს.

მწერლის მეორე რომანი „როგორი ხარ?“, რომელიც 2000 წელს გამოქვეყნდა, უაითბრედის პრემიის ფინალისტი გახდა.[5] რომანი ტყუპი დების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც დაბადებიდანვე დააშორეს ერთმანეთს.[7]

ენრაიტის მესამე რომანი „ელიზა ლინჩის სიამოვნება“ 2002 წელს გამოქვეყნდა. იგი ირლანდიელი ქალის, ელიზა ლინჩის, ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, რომელიც პარაგვაის პრეზიდენტის ფრანსისკო სოლანო ლოპესის მეუღლე და XIX საუკუნის პარაგვაის ყველაზე ძლიერი ქალი იყო.[8]

მწერალმა მესამე რომანისთვის „თავყრილობა“, რომელიც 2007 წელს გამოქვეყნდა, ბუკერის პრემია მიიღო.[4]

ენრაიტის მეშვიდე რომანი „მსახიობი“, რომელიც 2020 წელს გამოქვეყნდა, წარდგენილი იყო ქალთა პრემიაზე მხატვრული ლიტერატურისთვის.[9]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. https://thebookerprizes.com/fiction/backlist/2007
  2. http://www.ala.org/news/mediapresscenter/presskits/Carngie2012
  3. „Low-profile literary purist gatecrashes Booker party“. Irish Independent. Independent News & Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-08. ციტირების თარიღი: 2009-02-01.
  4. 4.0 4.1 The Booker Prize 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-27. ციტირების თარიღი: 2021-02-26.
  5. 5.0 5.1 The Whitbread Awards 2000.
  6. 6.0 6.1 'I wanted to explore desire and hatred'. The Guardian (2007).
  7. What are you like? by Anne Enright. The Irish Times (2001).
  8. First Mistress of Paraguay. The New York Times (2003).
  9. ANNOUNCING THE 2020 WOMEN’S PRIZE LONGLIST. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-15. ციტირების თარიღი: 2021-02-27.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ენ_ენრაიტი“-დან