ენძელა
იერსახე
ენძელა (ლათ. Merendera) — გორგლ-ბოლქვიანი მცენარის გვარი შროშანისებრთა ოჯახისა. აქვს ხაზური ფოთლები, რომლებიც ყვავილებთან ერთად ამოიწვერება ხოლმე მიწიდან. ყვავილები ვარდისფერი, სოსანი, ზოგჯერ თეთრია, ნაყოფი — კოლოფი.
10 სახეობა გავრცელებულია აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთსა და წინა აზიაში; საქართველოში გვხვდება 2 სახეობა. ყველა დეკორატიულია, ყვავის ადრე გაზაფხულზე. ზოგი სახეობა ალკალოიდებს შეიცავს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 162.