შინაარსზე გადასვლა

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში)
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
უეფა-ს ევროპის ჩემპიონატი

ევროპის ჩემპიონატის თასი
დაარსდა 1960
რეგიონი ევროპა (უეფა)
გუნდების რაოდენობა 24 (ფინალურ ეტაპზე)
54 (საკვალიფიკაციო ეტაპზე)
ყველაზე ტიტულ. გუნდი ესპანეთის დროშა ესპანეთი
(4 ტიტული)
მოქმედი გამარჯვებული ესპანეთის დროშა ესპანეთი
(4 ტიტული)
ვებ-საიტი ოფიციალური საიტი

უეფა-ს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის წევრი ქვეყნების მამაკაცთა ეროვნული საფეხბურთო გუნდების საერთაშორისო შეჯიბრი. ღონისძიება ტარდება ყოველ ოთხ წელიწადში. პირველი ტურნირი გაიმართა 1960 წელს. 1968 წლამდე ტურნირს ერქვა ევროპის ერთა თასი.

ტურნირში მოსახვედრად ნაკრებები გადიან საკვალიფიკაციო ეტაპს (მასპინძელ ქვეყანას/ქვეყნებს ავტომატურად ენიჭებათ ჩემპიონატის საგზური). ტურნირის ფინალურ ფაზაში 16 ეროვნული გუნდი ეჯიბრება ერთმანეთს მასპინძელი ქვეყნის სტადიონებზე, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში.

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი სულ 16-ჯერ ჩატარდა და ათმა ქვეყანამ შეძლო ჩემპიონობა. ყველაზე მეტჯერ, 3-ჯერ, გამარჯვება შეძლეს გერმანიისა და ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებებმა. ევროპის მოქმედი ჩემპიონია იტალია, რომელმაც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020 ფინალში მასპინძელი გუნდი დაამარცხა პენალტების სერიაში.

ისტორია

დასაწყისი

პირველად, პანევროპული საფეხბურთო ტურნირის ჩატარების იდეა, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში, ანრი დელონეს გაუჩნდა 1927 წელს. თუმცა რეალურად პირველი გათამაშება დელონეს გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ჩატარდა.[1][2] სწორედ ანრი დელონეს სახელობისაა უეფა-ს ჩემპიონატის თასი.[3] ევროპის პირველი ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მხოლოდ ოთხმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა და საბჭოთა ნაკრების ნაკრების გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც პარიზში გამართულ ფინალში იუგოსლავია დაამარცხა, ანგარიშით 2–1.[4][5]

1968 წლის გამარჯვებული იტალიელები საფოსტო მარკაზე

1964 წელს, ჩემპიონატს ესპანეთმა უმასპინძლა. ფინალურ ეტაპზე მონაწილეთა რაოდენობა კვლავაც უცვლელი დარჩა, თუმცა გაიზარდა საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეთა რაოდენობა – 17-დან 29-მდე.[6] ფინალში, მადრიდის სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონზე, ესპანეთმა დაამარცხა საბჭოთა კავშირის ნაკრები, ანგარიშით 2–1.[7]

ტურნირის ფორმატი უცვლელი დარჩა 1968 წელსაც: მას იტალიამ უმასპინძლა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.[8][9] ამ გათამაშების მსვლელობისას, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში პირველად და უკანასკნელად გადაწყდა მატჩის ბედი მონეტის აგდებით (იტალიისა და საბჭოთა კავშირის ნახევარფინალური შეხვედრა);[10] ასევე პირველად და უკანასკნელად დაინიშნა გადათამაშება (პირველი ფინალური შეხვედრა იტალიასა და იუგოსლავიას შორის ფრედ დასრულდა).[11] საკვალიფიკაციო ეტაპზე ამჯერად 31 გუნდი მონაწილეობდა.[12]

1972 წელს ჩემპიონატს ბელგიამ უმასპინძლა და დასავლეთ გერმანიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა,[13] 1976 წელს იუგოსლავიაში ჩატარებული ჩემპიონატი კი ჩეხოსლოვაკიის ტრიუმფით აღინიშნა.[14] ამ წელს, ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში, პირველად დაინიშნა პენალტების სერია (ფინალში).[15]

8-გუნდიანი ფორმატი

მიშელ პლატინი

1980 წელს ჩემპიონატში მონაწილე გუნდთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა. ტურნირი ორ ჯგუფად ჩატარდა და ფინალში ერთმანეთს ჯგუფების პირველადგილოსნები, მესამე ადგილისათვის მატჩში კი – მეორეადგილოსნები შეხვდნენ.[16][17] რომის სტადიო ოლიმპიკოს სტადიონზე გამართულ ფინალში დასავლეთ გერმანიის ნაკრებმა დაამარცხა ბელგიის ნაკრები და თავისი მეორე ევროპული ტიტული მოიგო.[18]

1984 წელს თავისი პირველი ტიტული მოიგო საფრანგეთმა. ფრანგთა კაპიტანმა მიშელ პლატინიმ 5 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა, რაც დღემდე სარეკორდოა.[19][20] ამ წელს კვლავ განიცადა ცვლილება ფორმატმა: ამჯერად, ჯგუფების გამარჯვებულები და მეორეადგილოსნები, ნახევარფინალიდან აგრძელებდნენ ასპარეზობას.[19] გაუქმდა მატჩი მესამე ადგილისათვის.[19]

1988 წელს ჩემპიონატი გერმანიაში ჩატარდა და ჰოლანდიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ფინალში, რომელშიც ჰოლანდიელებმა საბჭოთა ნაკრები დაამარცხეს,[21] მარკო ვან ბასტენმა ულამაზესი გოლი გაიტანა.[22]

1992 წელს შვედეთში გამართული ჩემპიონატი დანიის გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია რომ საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვა დანიამ ვერ შეძლო, ფინალურ ეტაპზე კი მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ მისი ჯგუფის გამარჯვებული, იუგოსლავია, ტურნირიდან მოიხსნა იუგოსლავიაში დაწყებული ომების გამო.[23][24] ფინალში, დანიელებმა გერმანელები დაამარცხეს იენსენისა და კიმ ვილფორტის გოლებით – 2–0.[25]

16-გუნდიანი ფორმატი

1996 წლის გათამაშებას ინგლისმა უმასპინძლა. ამ წელს გუნდების რაოდენობა 16-მდე გაიზარდა.[26] ჩემპიონატი გერმანიის გამარჯვებით დამთავრდა, რომელმაც ფინალში ჩეხეთის რესპუბლიკის ახლად ჩამოყალიბებული ნაკრები დაამარცხა ოლივერ ბირჰოფის მიერ გატანილი „ოქროს გოლით“.[27][28]

საფრანგეთისა და იტალიის გუნდები 2000 წლის ჩემპიონატის ფინალური მატჩის დაწყებამდე

2000 წლის ჩემპიონატი პირველი იყო, რომელსაც ორმა ქვეყანამ ერთად უმასპინძლა – ნიდერლანდებმა და ბელგიამ.[29][30] ტურნირის ფინალში მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა, საფრანგეთმა, დაამარცხა იტალიის ნაკრები დავიდ ტრეზეგეს „ოქროს გოლით“.[29][30][31]

2004 წელს ევროპის ჩემპიონატი პორტუგალიაში გაიმართა. საბერძნეთის ნაკრებმა, რომელსაც მანამდე ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ ერთხელ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული (1980), დაამარცხა საფრანგეთი,[32] ჩეხეთი „ვერცხლის გოლით“[33][34] და ფინალში გავიდა, სადაც მასპინძელ პორტუგალიას შეხვდა და ანგელოს ხარისტიასის გოლით თავისი პირველი ევროტიტული მოიპოვა.[35]

2008 წლის გათამაშებას ავსტრიამ და შვეიცარიამ უმასპინძლეს. ეს იყო მეორე შემთხვევა, როდესაც ჩემპიონატს ორმა ქვეყანამ უმასპინძლა.[36] ფინალი გაიმართა ვენის ერნსტ ჰაპელის სტადიონზე, სადაც ესპანეთის ნაკრებმა ფერნანდო ტორესის ერთადერთი გოლით დაამარცხა გერმანია და თავისი მეორე ტიტული მოიგო.[37][38]

2012 წელს ევროპის ჩემპიონატს პოლონეთმა და უკრაინამ უმასპინძლეს. ტურნირი 8 ივნისიდან 1 ივლისამდე მიმდინარეობდა.[39] ესპანეთმა ფინალში დაამარცხა იტალიის ნაკრები 4–0 და გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტული დაიცვა და, ასევე, პირველი გუნდი, რომელმაც, მიყოლებით, სამი საერთაშორისო ტურნირი მოიგო (ევრო 2008, ფიფა 2010, ევრო 2012).[40]

24-გუნდიანი ფორმატი

2016 წლის გათამაშება საფრანგეთში გაიმართა.[41] 2016 წლის და შემდეგი ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე მონაწილე გუნდების რაოდენობა 24 იყო.[42]

თასი

ძველი თასი (1960-2004)

თასს, რომლითაც ევროპის ჩემპიონი ჯილდოვდება, ანრი დელონეს თასი ეწოდება. ჯილდოს ეს სახელი, უეფა-ს პირველი გენერალური მდივნის, ანრი დელონეს, პატივსაცემად ჰქვია. სწორედ მას გაუჩნდა ევროპული საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარების იდეა.[3] გამარჯვებულ ქვეყანაში თასი 4 წლით, მომდევნო გათამაშების ჩატარებამდე, რჩება.

2008 წლის გათამაშებისათვის ახალი, განახლებული თასი, დამზადდა. თასი, რომელიც ვერცხლისგანაა დამზადებული, 8 კილოგრამს იწონის და 60 სანტიმეტრის სიმაღლისაა.[43]

ფორმატი

კვალიფიკაცია

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ფინალურ ეტაპამდე დაახლოებით 2 წლით ადრე, ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ იწყება.

უეფა-ს კომიტეტი საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილე გუნდებს ჯგუფებში ანაწილებს. კენჭისყრისათვის გამოიყენება ე.წ. „განთესვის“ პრინციპი. უფრო ძლიერი ნაკრებები ხვდებიან პირველ კალათში, ნაკლებად ძლიერები მეორე კალათში და ასე ნაწილდებიან გუნდები ექვს კალათში. ეს დამოკიდებულია გუნდების მიერ უკანასკნელი ევროპის ჩემპიონატისა და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპებზე ნაჩვენებ შედეგებზე. კენჭისყრის მონაწილენი ყოველი კალათიდან იღებენ თითოეულ გუნდს და ასე იქმნება ჯგუფი. ამის შემდეგ კალათიდან გუნდების ამოღების პროცესი ხელახლა იწყება და ასე გრძელდება ყველა ჯგუფის შევსებამდე.

ევრო 2012-ზე სულ ცხრა საკვალიფიკაციო ჯგუფი იყო: ექვსი 6-გუნდიანი და სამი 5-გუნდიანი. გუნდი ორ შეხვედრას მართავს ჯგუფის ყველა წევრთან: საკუთარ მოედანზე და სტუმრად. მოგებისათვის ნაკრებს ერიცხება 3 ქულა, ფრესათვის – 1 ქულა, მარცხისათვის – 0 ქულა. თამაშების დასრულების შემდეგ ჯამდება გუნდების ქულები. ჯგუფების გამარჯვებულები და საუკეთესო მეორე-ადგილოსანი პირდაპირ ხვდებიან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, ხოლო დანარჩენი რვა მეორე-ადგილოსანი ერთმანეთში ინაწილებს ჩემპიონატის ოთხ საგზურს ოლიმპიური სისტემით.

Map of countries' best results
Map of countries' best results

ფინალური ეტაპი

ფინალურ ეტაპზე 16 გუნდი მონაწილეობს. ფინალური ეტაპის კენჭისყრაზე გამოიყენება იგივე „განთესვის“ პრინციპი, რაც საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრისას. ნაკრებები ოთხ 4-გუნდიან ჯგუფებში ნაწილდებიან. გუნდები ჯგუფის თითოეულ წევრთან თითო მატჩს მართავენ (სულ 3 მატჩი), რის შემდეგადაც ჯამდება ქულები და ჯგუფების გამარჯვებულები და მეორე-ადგილოსნები გადიან პლეი-ოფში.

პლეი-ოფში რვა გუნდი მონაწილეობს. აქედან ჩემპიონატი გრძელდება ოლიმპიური სისტემით: დამარცხებული ეთიშება ტურნირს. იმ შემთხვევაში, თუ მატჩში ფრე დაფიქსირდა, ინიშნება დამატებითი დრო, ხოლო შემდეგ პენალტების სერია, თუ დამატებით დროშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული.

მსოფლიო ჩემპიონატისგან განსხვავებით, ევროპის ჩემპიონატზე არ იმართება მატჩი მე-3 ადგილისათვის.

სტატისტიკა

საპრიზო ადგილები

წელი მასპინძელი ფინალი მატჩი მესამე ადგილისთვის
გამარჯვებული ანგარიში მეორე ადგილი მესამე ადგილი ანგარიში მეოთხე ადგილი
1960 საფრანგეთის დროშა საფრანგეთი საბჭოთა კავშირის დროშა
სსრკ
2–1
დ.დ.
იუგოსლავიის დროშა
იუგოსლავია
ჩეხოსლოვაკიის დროშა
ჩეხოსლოვაკია
2–0 საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
1964 ესპანეთის დროშა ესპანეთი ესპანეთის დროშა
ესპანეთი
2–1 საბჭოთა კავშირის დროშა
სსრკ
უნგრეთის დროშა
უნგრეთი
3–1
დ.დ.
დანიის დროშა
დანია
1968 იტალიის დროშა იტალია იტალიის დროშა
იტალია
1–1 დ.დ.
2–0 (გადათამაშება)
იუგოსლავიის დროშა
იუგოსლავია
ინგლისის დროშა
ინგლისი
2–0 საბჭოთა კავშირის დროშა
სსრკ
1972 ბელგიის დროშა ბელგია დასავლეთ გერმანიის დროშა
დასავლეთი გერმანია
3–0 საბჭოთა კავშირის დროშა
სსრკ
ბელგიის დროშა
ბელგია
2–1 უნგრეთის დროშა
უნგრეთი
1976 იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია ჩეხოსლოვაკიის დროშა
ჩეხოსლოვაკია
2–2 დ.დ.
(5–3) პენ
დასავლეთ გერმანიის დროშა
დასავლეთი გერმანია
ნიდერლანდების დროშა
ნიდერლანდები
3–2
დ.დ.
იუგოსლავიის დროშა
იუგოსლავია
1980 იტალიის დროშა იტალია დასავლეთ გერმანიის დროშა
დასავლეთი გერმანია
2–1 ბელგიის დროშა
ბელგია
ჩეხოსლოვაკიის დროშა
ჩეხოსლოვაკია
1–1(1)
(9–8) პენ
იტალიის დროშა
იტალია
წელი მასპინძელი ფინალი ნახევარფინალისტები (2)
გამარჯვებული ანგარიში მეორე ადგილი
1984 საფრანგეთის დროშა საფრანგეთი საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
2–0 ესპანეთის დროშა
ესპანეთი
დანიის დროშა დანია და პორტუგალიის დროშა პორტუგალია
1988 დასავლეთ გერმანიის დროშა დასავლეთი გერმანია ნიდერლანდების დროშა
ნიდერლანდები
2–0 საბჭოთა კავშირის დროშა
სსრკ
იტალიის დროშა იტალია და დასავლეთ გერმანიის დროშა დასავლეთი გერმანია
1992 შვედეთის დროშა შვედეთი დანიის დროშა
დანია
2–0 გერმანიის დროშა
გერმანია
ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები და შვედეთის დროშა შვედეთი
1996 ინგლისის დროშა ინგლისი გერმანიის დროშა
გერმანია
2–1
დ.დ.
ჩეხეთის დროშა
ჩეხეთი
ინგლისის დროშა ინგლისი და საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
2000 ბელგიის დროშა ბელგია და
ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდი
საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
2–1
დ.დ.
იტალიის დროშა
იტალია
ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები და პორტუგალიის დროშა პორტუგალია
2004 პორტუგალიის დროშა პორტუგალია საბერძნეთის დროშა
საბერძნეთი
1–0 პორტუგალიის დროშა
პორტუგალია
ჩეხეთის დროშა ჩეხეთი და ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
2008 ავსტრიის დროშა ავსტრია და
შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ესპანეთის დროშა
ესპანეთი
1–0 გერმანიის დროშა
გერმანია
რუსეთის დროშა რუსეთი და თურქეთის დროშა თურქეთი
2012 პოლონეთის დროშა პოლონეთი და
უკრაინის დროშა უკრაინა
ესპანეთის დროშა
ესპანეთი
4–0 იტალიის დროშა
იტალია
გერმანიის დროშა გერმანია და პორტუგალიის დროშა პორტუგალია
2016 საფრანგეთის დროშა საფრანგეთი პორტუგალიის დროშა
პორტუგალია
1–0
დ.დ.
საფრანგეთის დროშა
საფრანგეთი
უელსის დროშა უელსი და გერმანიის დროშა გერმანია
2020 ინგლისის დროშა ინგლისი იტალიის დროშა
იტალია
1–1 (3-2)
პ.ს.
ინგლისის დროშა
ინგლისი
დანიის დროშა დანია და ესპანეთის დროშა ესპანეთი
1დამატებითი დრო არ დანიშნულა.
21980 წლის შემდეგ თამაში მესამე ადგილისთვის არ გამართულა.

საუკეთესო გუნდები

ჩემპიონის ტიტულის მქონე ქვეყნები
გუნდი გამარჯვებული მეორე ადგილი
ესპანეთის დროშა ესპანეთი 4 (1964, 2008, 2012, 2024) 1 (1984)
გერმანიის დროშა გერმანია[44] 3 (1972, 1980, 1996) 3 (1976, 1992, 2008)
იტალიის დროშა იტალია 2 (1968, 2020) 2 (2000, 2012)
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 2 (1984, 2000) 1 (2016)
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ 1 (1960) 3 (1964, 1972, 1988)
ჩეხეთის დროშა ჩეხეთი[45] 1 (1976) 1 (1996)
პორტუგალიის დროშა პორტუგალია 1 (2016) 1 (2004)
ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები 1 (1988)
დანიის დროშა დანია 1 (1992)
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 1 (2004)
იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია 2 (1960, 1968)
ბელგიის დროშა ბელგია 1 (1980)
ინგლისის დროშა ინგლისი 1 (2020)

საუკეთესო ბომბარდირები

დასწრება

წელი მასპინძელი თამაში სულ ყვ.დაბალი უმაღლესი საშუალო
1960 საფრანგეთი 4 78,958 9,438 26,370 19,740
1964 ესპანეთი 4 156,253 3,869 79,115 39,063
1968 იტალია 5 299,233 21,834 85,000 59,847
1972 ბელგია 4 121,880 10,000 55,669 30,470
1976 იუგოსლავია 4 106,087 6,766 50,562 26,522
1980 იტალია 14 345,463 4,726 59,646 24,676
1984 საფრანგეთი 15 597,639 17,102 51,359 39,843
1988 დას. გერმანია 15 888,645 38,308 72,308 59,243
1992 შვედეთი 15 430,111 14,660 37,800 28,674
1996 ინგლისი 31 1,276,137 19,107 76,864 41,166
2000 ბელგია-ნიდერლანდი 31 1,122,833 16,478 51,300 36,220
2004 პორტუგალია 31 1,156,473 16,002 65,000 37,306
2008 ავსტრია-შვეიცარია 31 1,140,902 23,871 51,428 36,803
2012 პოლონეთი-უკრაინა 31 1,440,896 31,840 64,640 46,479

მონაწილეობა