ბელგიის ოქროს თაობა იყო 1980-იან წლებში, როდესაც გუნდმა მეორე ადგილზე დაასრულა ევროპის ჩემპიონატი. ამ თაობის აღმავლობის ხანა გაგრძელდა 1990-იანი წლების პირველ ნახევრამდე. ბელგიამ ამ წლებში თითქმის ყველა დიდ ჩემპიონტაზე მიიღო მონაწილეობა. მწვრთენ გაი ტისის ხელმძღვანელობით გუნდმა ასზე მეტი თამაში ჩაატარა და ჩამოყალიბდა ფიზიკურად ძლიერ, კარგად ორგანიზებულ გუნდად, რომელთანაც ყველას უჭირდა თამაში. 1986 წლის მუნდიალზე მათ მიაღწიეს ნახევარფინალამდე, რაც ბელგიის ნაკრებისთვის დღემდე საუკეთესო შედეგად რჩება მსოფლიო ჩემპიონატებზე. ნახევარფინალში ბელგია დაამარცხა დიეგო მარადონას არგენტინამ, რომელიც შემდეგ მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. მესამე ადგილისთვის მატჩში ბელგია დამარცხდა საფრანგეთის ნაკრებთან. ძირითადი დრო დასრულდა 2-2, მაგრამ დამატებით დროში ბელგიამ 0-2 დათმო.
2003-2012 წლებში ბელგიას მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მონაწილეობა აღარ მიუღია. 2012 წელს ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა ყოფილი ფეხბურთელი მარკ ვილმოტსი, რომელმაც ახალ თაობასთან ერთად 2014 წლის მსოფლიო თასის საგზურის მოპოვება შეძლო, იქ კი ჯგუფური ეტაპის გადალახვა მოახერხა და მეოთხედფინალამდე მიაღწია.