ევრობასკეტი
ფიბა-ს ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი (შემოკლებით, ევრობასკეტი) — მთავარი საკალათბურთო ჩემპიონატი ევროპაში, რომელიც ტარდება „ფიბა ევროპის“ ორგანიზებით. ევრობასკეტი პირველად 1935 წელს ჩატარდა და 1947 წლიდან დაწყებული დღემდე ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.
მეორე მსოფლიო ომამდე „ფიბა-ს“ გადაწყვეტილებით ყოველი მომდევნო ტურნირი ტარდებოდა ჩემპიონის ქვეყანაში. ომის შემდეგ ეს წესი შეცვალა და მასპინძელ ქვეყანას წინასწარ ირჩევს „ფიბა“.
ჩემპიონები და პრიზიორები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქართველები ევრობასკეტზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სსრ კავშირის არსებობის პერიოდში ქართველი კალათბურთელები თითქმის ყოველთვის იცავდნენ საბჭოთა ნაკრების ღირსებას. ესენი იყვნენ:
- ოთარ ქორქია - 1947 (I ადგილი), 1951 (I), 1953 (I), 1955 (III).
- ნოდარ ჯორჯიკია - 1947 (I).
- გურამ მინაშვილი - 1957 (I), 1959 (I), 1963 (I).
- ვლადიმერ უგრეხელიძე - 1961 (I).
- ზურაბ საკანდელიძე - 1965 (I), 1967 (I), 1969 (I), 1971 (I), 1973 (III).
- ამირან სხიერელი - 1965 (I).
- სერგეი კოვალენკო - 1969 (I), 1973 (III).
- მიხეილ ქორქია - 1971 (I), 1975 (II), 1977 (II).
- ნიკოლოზ დერიუგინი - 1981 (I).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „სპორტის ენციკლოპედია“, თბილისი, 2006.
- Баскетбол. Справочник. Москва. изд. „ФиС“, 1982.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Official Web Site FIBA Europe.
- Sports123 დაარქივებული 2014-01-17 საიტზე Wayback Machine. .
- შედეგების არქივი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|