ედიტ დურჰემი
ედიტ დურჰემი | |
---|---|
ედიტ დურჰემი 1880-იან წლებში | |
დაბადების თარიღი |
8 დეკემბერი, 1863 ლონდონი, გაერთიანებული სამეფო |
გარდაცვალების თარიღი | 15 ნოემბერი, 1944 (80 წლის) |
საქმიანობა | მხატვარი, ანთროპოლოგი |
ცნობილი ნაშრომები | მაღალი ალბანეთი |
მერი ედიტ დურჰემი, (დ. 8 დეკემბერი, 1863 — გ. 15 ნოემბერი, 1944) — ბრიტანელი მხატვარი, ანთროპოლოგი და მწერალი, რომელიც ყველაზე ცნობილია მე-20 საუკუნის დასაწყისში ალბანეთში ცხოვრების ანთროპოლოგიური ცნობებით. მისმა ლობიზმმა ალბანური საქმის სახელით და მისმა ალბანოფილიამ მრავალი ადგილობრივის ერთგულება მოუტანა, რომლებიც ედიტს ეროვნულ გმირად თვლიან.
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დურჰემი ცხრა შვილიდან უფროსი იყო. მისი მამა, არტურ ედვარდ დურჰემი, ლონდონის გამორჩეული ქირურგი იყო. იგი სწავლობდა ბედფორდის კოლეჯში (1878-1882), რასაც მოჰყვა ხელოვნების სამეფო აკადემია,მხატვრობის უკეთ შესასწავლად. იგი ფართოდ აწყობდა გამოფენებს და მრავალი დეტალური ნახატი შეიტანა კემბრიჯის ბუნების ისტორიის ამფიბიებისა და ქვეწარმავლების ტომში (გამოქვეყნდა 1899 წელს).[1]
ბალკანეთის ექსპედიციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მამის გარდაცვალების შემდეგ დურჰემმა რამდენიმე წლის განმავლობაში აიღო ავადმყოფი დედის მოვლის პასუხისმგებლობა. ეს დამღლელი გამოცდილება აღმოჩნდა. როდესაც ის 37 წლის იყო, ექიმმა ურჩია, რომ გამოჯანმრთელებისთვის უცხოეთში წასულიყო.[2] მან იმოგზაურა საზღვაო გზით დალმაციის სანაპიროზე, იმოგზაურა ტრიესტიდან კოტორამდე და შემდეგ ხმელეთზე მონტენეგროს დედაქალაქ ცეტინიეში. ამით იგი უკეთ გაეცნო ცხოვრებას სამხრეთ ბალკანეთში. ამ რეგიონის სიყვარული მას ცხოვრების ბოლომდე გაჰყვა. ლონდონში დაბრუნებისას შეისწავლა სერბული ენა და რეგიონის ისტორია.[2]
დურჰემმა ბევრი იმოგზაურა ბალკანეთში, რათა დაეწერა თავისი პირველი წიგნი სერბების მიწების გავლით, რომელიც გამოქვეყნდა ლონდონში, 1904 წელს. 1908 წელს მან დაწერა მაღალი ალბანეთი ალბანეთის მაღალმთიანეთში, მონტენეგროდან შკოდერამდე მოგზაურობის შემდეგ. მომდევნო ოცი წლის განმავლობაში მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ალბანეთზე, რომელიც მაშინ იყო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული და განუვითარებელი მხარე. იგი მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციაში, ხატავდა და წერდა, ასევე აგროვებდა ხალხური ხელოვნების ნიმუშებს.
იგი ხშირად წერდა ჟურნალში Man და გახდა სამეფო ანთროპოლოგიური ინსტიტუტის წევრი. მისმა ნაწერებმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა. დაწერა შვიდი წიგნი ბალკანეთის საკითხებზე. მაღალი ალბანეთი (1909) არის ყველაზე ცნობილი და დღემდე განიხილება, როგორც გამორჩეული სახელმძღვანელო ჩრდილოეთ ალბანეთის მაღალმთიანეთის ადათ-წესებისა და საზოგადოების კვლევისათვის.
დაპირისპირება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წიგნის, სერბების მიწების გავლით, დაწერას მოჰყვა ანტიავსტრიული და პროიუგოსლავური ფაზა. შემდეგ დურჰემმა დაიწყო ალბანელი ხალხის ერთობისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერა. იგი მკაცრად გააკრიტიკეს იუგოსლავიის სახელმწიფოს დამცველებმა, რომლებიც მხარს უჭერდნენ ალბანელებით დასახლებული კოსოვოს რეგიონის იუგოსლავიისთვის მიერთებას. ამერიკელი მკვლევარების თომას კუშმანისა და სტიეპან მეშტროვიჩის აზრით, მისმა ექსცენტრიულმა პიროვნებამ და განუწყვეტელმა ლობისტურმა საქმიანობამ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უკმაყოფილება გამოიწვია.[3] იგი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ სულ უფრო ანტისერბი გახდა.[3] მისი აზრით, „სერბებს არ შეუქმნიათ იუგოსლავია, მაგრამ შეასრულეს თავიანთი თავდაპირველი მიზანი და შექმნეს დიდი სერბეთი, რაც ხალხის გათავისუფლების მიზნისგან შორს იყო.”[4]
სხვა, ბრიტანელი ინტელექტუალები, რომლებიც უფრო პროსერბები იყვნენ, მკვეთრად აკრიტიკებდნენ მის შეხედულებებს. სეტონ-უოტსონმა განაცხადა: „ფაქტია, რომ ყოველთვის გმობს „ბალკანურ მენტალიტეტს“, და თავად ზუსტად ის არის, რასაც გულისხმობს ამ სიტყვით“.[5]
თავის მხრივ, ალბანელები დიდ პატივს სცემდნენ დურჰემს და შეარქვეს მას "Mbretëresha e Malësoreve" („მთიანეთის დედოფალი“). მთავრობამ აჩუქა ნაქარგი პალტო, რაც ერთგვარი სამადლობელი ჟესტი იყო ოკუპირებული ქალაქ კორჩის ლობირებისთვის.[6] იგი კარგად მიიღეს ალბანეთის მთიანეთში, მიუხედავად იმისა, რომ მარტოდ მოგზაური ქალი იყო. ედიტი სარგებლობდა სტუმრის უსაფრთხოების დაცვის ალბანური ტრადიციით და უძველესი ალბანური ჩვეულებით - „შეფიცული ქალწულები“ (ქალები, რომლებიც ატარებდნენ მამაკაცის ტანსაცმელს და ითვლებოდნენ დაცულ პირებად).
როდესაც იგი გარდაიცვალა 1944 წელს, თავისი მოღვაწეობისთვის მაღალი შეფასება მიიღო გადასახლებული აჰმედ ზოგუსგან, რომელიც წერდა: „მან მოგვცა გული და ჩვენი მთიელთების ყური მოიგო“. მას კვლავ განიხილავენ როგორც ეროვნულ გმირად; 2004 წელს ალბანეთის პრეზიდენტმა ალფრედ მოისიუმ უწოდა „გასული საუკუნის ალბანური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პიროვნება.“
კოლექციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დურჰამის ნამუშევრების დიდი ნაწილი მისი გარდაცვალების შემდეგ გადაეცა აკადემიურ კოლექციებს. მისი ნაშრომები ინახება სამეფო ანთროპოლოგიურ ინსტიტუტში, ლონდონში, დღიურები ბანკფილდის მუზეუმში, ჰალიფაქსში, ბალკანური კოსტუმებისა და სამკაულების კოლექციებთან ერთად, რომელიც ედიტს გადაეცა 1935 წელს. შემდგომი საჩუქრები ძირითადად ბალკანეთის არტეფაქტებიდან გადაეცა ბრიტანეთის მუზეუმს 1914 წელს, პიტ რივერსის მუზეუმს ოქსფორდში და ჰორნიმანის მუზეუმს, ლონდონში.[7] მისი ტექსტილის კოლექციიდან ზოგიერთი ნივთი გამოიფინა 2020 წლის გამოფენაზე.[6]
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სერბეთის მიწების გავლით (1904)
- ბალკანეთის ტვირთი დაარქივებული 2019-12-28 საიტზე Wayback Machine. (1905)
- მაღალი ალბანეთი (1909)
- ბრძოლა სკუტარისთვის (1914)
- ბალკანეთის ოცი წელიწადი (1920)
- სარაევოს დანაშაული (1925)
- ბალკანეთის ზოგიერთი ტომობრივი წარმოშობა, კანონები და ჩვეულებები (1928)
- ალბანეთი და ალბანელები: რჩეული სტატიები და წერილები, 1903–1944 წწ. ბეიტულა დესტანის მიერ (IB Tauris, 2001)
- ცეცხლი ბალკანეთში; რჩეული ნაწერები, 1903–1941 წწ. რედაქტირებულია რობერტ ელსისა და ბეიტულა დესტანის მიერ (IB Tauris, 2014)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Mary Edith Durham (2016). Nella Terra del Passato Vivente. La scoperta dell'Albania nell'Europa del primo Novecento. Introduzione, traduzione, note e appendice di Olimpia Gargano. Lecce: Besa. 2016
- Elizabeth Gowing (2013). Edith and I; on the trail of an Edwardian traveller in Kosovo. Elbow Publishing.
- Kastriot Frashëri (2004). Edith Durham : një zonjë e madhe për Shqipërinë. Geer.
- Laura Emily Start (1939). The Durham Collection of Garments and Embroideries from Albania and Jugoslavia. Halifax Corporation
- Gill Trethowan (1996). Queen of the Mountains: The Balkan Adventures of Edith Durham. British Council.
- Christian Medawar (1995). Mary Edith Durham and the Balkans, 1900–1914. McGill University.
- John Hodgson (2000). „Edith Durham, traveller and publicist“, რედ. John B. Allcock, Antonia Young: Black Lambs & Grey Falcons: Women Travellers in the Balkans. Berghahn Books, გვ. 9–31. ISBN 9781571817440.
- Marcus Tanner (2014) Albania's Mountain Queen I.B. Tauris ISBN 9781780768199
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ედიტ დურჰემი — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“
- ედიტ დურჰემი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- Works by Edith Durham at The Online Books Page
- Work containing scientific illustrations by Edith Durham
- Works by Edith Durham at Biodiversity Heritage Library
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Harry Hodgkinson. (2004)Durham, (Mary) Edith (1863–1944). Oxford Dictionary of National Biography. Oxford University Press. ციტირების თარიღი: 9 April 2014
- ↑ 2.0 2.1 Elsie, R. (2010). Historical Dictionary of Kosovo, Historical Dictionaries of Europe. Scarecrow Press. ISBN 978-0-8108-7483-1.
- ↑ 3.0 3.1 (1 October 1996) This Time We Knew: Western Responses to Genocide in Bosnia. NYU Press, გვ. 251 248. ISBN 978-0-8147-7224-9. „...Durham turned increasingly anti-Serbian...“
- ↑ (2008) Twenty Years of Balkan Tangle. Book Jungle. ISBN 978-1605973579.
- ↑ King, Charles (4 August 2000). „Queen of the Highlanders: Edith Durham in 'the land of the living past'“. Times Literary Supplement: 13–14.
- ↑ 6.0 6.1 Judah, Hettie (31 Jan 2020). „A tangled, teasing show: Unbound: Visionary Women Collecting Textiles – review“. The Guardian. ციტირების თარიღი: 29 June 2020.
- ↑ Miss Mary Edith Durham (Biographical details). The British Museum. ციტირების თარიღი: 9 April 2014