შინაარსზე გადასვლა

დენზელ ვაშინგტონი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დენზელ ვაშინგტონი

ვაშინგტონი 2014 წელს
დაბადების სახელი დენზელ ჰეიეს ვაშინგტონი
Denzel Hayes Washington, Jr.
დაბადების თარიღი 28 დეკემბერი, 1954 (1954-12-28) (69 წლის)
მაუნტ-ვერნონი, ნიუ-იორკის შტატი, აშშ
საქმიანობა კინომსახიობი, კინორეჟისორი, კინოპროდიუსერი
აქტიური 1974-
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი კაცი
2001 — საწვრთნელი დღე
საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში

1989 — დიდება
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი კაცი დრამაში
1999 — ქარიშხალი
საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში

1989 — დიდება
სხვა ჯილდოები

ვერცხლის დათვი
1992 — მალკოლმ იქსი

1999 — ქარიშხალი

დენზელ ჰეის ვაშინგტონი (ინგლ. Denzel Hayes Washington, Jr); დ. 28 დეკემბერი, 1954, მაუნტ-ვერნონი, ნიუ-იორკის შტატი, აშშ) — ამერიკელი მსახიობი, კინორეჟისორი და კინოპროდიუსერი. ოსკარის ორგზის ლაურეატი საუკეთესო მთავარი და საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლებისთვის.

დენზელ ვაშინგტონი დაიბადა 1954 წლის 28 დეკემბერს ქალაქ მაუნტ-ვერნონში, ნიუ-იორკის შტატში. დენზელი ოჯახში სამი შვილიდან შუათანა იყო: დედა სილამაზის სალონში მუშაობდა და პატარა დენზელიც მას ეხმარებოდა. სკოლის დასრულების სწავლა გააგრძელა ფორდჰემის უნივერსიტეტში, სადაც თავდაპირველად შეისწავლა მედიცინა, შემდეგ ბიოლოგია, შემდეგ ჟურნალისტიკა და ბოლოს კი თეატრით დაინტერესდა. უნივერსიტეტი 1977 წელს, ჟურნალისტიკის ბაკლავრის დიპლომით დაასრულა. ამის მერე ვაშინგტონი სასწავლებლად სან-ფრანცისკოს ამერიკულ კონსერვატორიაში შევიდა. ერთი წლის შემდეგ ის ნიუ-იორკში გადავიდა, კონსერვატორიაში სწავლა შეაჩერა და სატელევიზიო ფილმებში დაიწყო მონაწილეობა [1].

1977 წელს დენზელმა თავის პირველ ფილმ, სპორტულ დრამა „ვილმაში” ითამაშა. სწორედ ამ ფილმის გადაღებებზე გაიცნო მომავალი მეუღლე პაულეტა პერსონი. 1981 წელს ვაშინგტონი გადაიღეს კომედიაში „ზუსტი ასლი”, სადაც ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა. ამერიკელ მაყურებლებში პოპულარობა NBC-ის სერიალმა „სენტ-ელსვერმა” მოუტანა. ამ სერიალში ვაშინგტონი 6 წლის განმავლობაში მონაწილეობდა.

1988 წელს ვაშინგტონი ფილმში „თავისუფლების ძახილი” (რეჟ რიჩარდ ატენბორო) შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის ნომინირებული იყო ოსკარსა და ოქროს გლობუსზე. 1990 წელს მსახიობმა მიიღო პირველი ოსკარი სამოქალაქო ომზე გადაღებულ ფილმში „დიდება” (1989. რეჟ. ედვარდ ცვიკი), შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის. 1993 წელს ვაშინტონი კვლავ წარადგინეს ოსკარზე სპაიკ ლის ფილმ „მალკოლმ იქსში“ (1992) შესრულებული სულიერი ლიდერის როლსთვის. კინოკრიტიკოსმა როჯერ ებერტმა და რეჟისორმა მარტინ სკორსეზემ ფილმი 1990-იანების საუკეთესო ფილმთა შორის მოიხსენიეს. დენზელმა ლის სხვა ფილმებშიც ითამაშა — „ბლუზი უკეთესი ცხოვრებისთვის” (1990), „მისი თამაში” (1998) მილა იოვოვიჩთან ერთად და „მოუხელთებელი” (2006) კლაივ ოუენთან და ჯოდი ფოსტერთან ერთად.

1993 წელს მან ტომ ჰენქსთან და ანტონიო ბანდერასთან ერთად ითამაშა ჰომოფობი ადვოკატის როლი ფილმში „ფილადელფია“. 2000 წელს ვაშინგტონმა მიიღო ოქროს გლობუსის პრემია და ბერლინის 50-ე კინოფესტივალის საუკეთესოს მსახიობი მამაკაცის ჯილდო ფილმ „ქარიშხალში (1999) შერულებული მოკრივის როლისთვის. 2001 წელს დენზელმა პირველად, თავის კარიერაში ითამაშა უარყოფითი პერსონაჟის როლი ფილმში „საწვრთნელი დღე“. ამე ფილმისთვის დენზელმა ოსკარი მოიპოვა.

ვაშინგტონი აკადემიის 62-ე დაჯილდოებაზე, სადაც მან პირველი ოსკარი აიღო
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1977 ტფ ვილმა Wilma რობერტ ელდრიჯი
1979 კორიოლანუსი Coriolanus ედილი/რომან კიტიცენი
1981 ზუსტი ასლი Carbon Copy როჯერ პორტერი
1982–1988 სენტ-ელსვერი St. Elsewhere დოქტორი ფილიპ ჩენდლერი
1982 ტფ ნებართვა მკვლელობაზე License to Kill მარტინ სოიერი
1984 ჯარისკაცის ისტორია A Soldier's Story მელვინ პეტერსონი
1984 ტფ ჯორჯ მაკენას ისტორია The George McKenna Story ჯორჯ მაკენა
1986 ძალა Power არნოლდ ბილინგსი
1987 თავისუფლების ძახილი Cry Freedom სტივ ბიკო
1989 ძლევამოსილი ქვინი Xavier Quinn ქსავიერ ქვინი
1989 დედოფლისა და ქვეყნისთვის For Queen and Country რუბენ ჯეიმსი
1989 დიდება Glory ჯარისკაცი ტრიპი
1990 გულის მდგომარეობა Heart Condition ნაპოლეონ სტოუნი
1990 ბლუზი უკეთესი ცხოვრებისთვის Mo' Better Blues ბლიკ გილიამი
1991 ასხლეტა Ricochet ნიკოლას სტაილზი
1992 მისისიპი მასალა Mississippi Masala დემეტრიუს უილიამსი
1992 მალკოლმ იქსი Malcolm X მალკოლმ იქსი
1993 აურზაური არაფრის გამო Much Ado About Nothing დონ პედრო არაგონელი
1993 საქმე ვარხვებზე The Pelican Brief გრეი გრანთამი
1993 ფილადელფია Philadelphia ჯო მილერი
1995 მეწამული მოქცევა Crimson Tide ლეიტენანტი რონ ჰანტერი
1995 ვირტუოზობა Virtuosity ლეიტენანტი პარკერ ბარნსი
1995 ეშმაკი ცისფერ კაბაში Devil in a Blue Dress იზი როულინსი
1996 სიმამაცე ბრძოლაში Courage Under Fire ლეიტენანტი კოლონელ ნათანიელ სერლინგი
1996 მღვდლის ცოლი The Preacher's Wife დადლი
1998 დაცემული Fallen დეტექტივი ჯონ ჰობსი
1998 მისი თამაში He Got Game ჯეიკ შატლსვორთი
1998 ალყა The Siege FBI-ს სპეციალური აგენტი ენტონი 'ჰაბ' ჰაბარდი
1999 შიშის ძალაუფლება The Bone Collector ლინკოლნ რაიმი
1999 ქარიშხალი The Hurricane რუბინ კარტერი
2000 ტიტანების გახსენება Remember the Titans მწვრთნელი ჰერმან ბუნი
2000 ლორეტა კლეიბორნის ისტორია The Loretta Claiborne Story საკუთარი თავი
2001 საწვრთნელი დღე Training Day დეტექტივი ალონსო ჰარისი
2002 ჯონ ქიუ John Q ჯონ ქუინსი არჩიბალდი
2002 ანტუან ფიშერის ისტორია Antwone Fisher ექიმი ჯერომ დევენპორტი
2003 დროის გარეშე Out of Time პოლიციის შეფი მათიას ლი უიტლოკი
2004 კაცი ცეცხლის ქვეშ Man on Fire ჯონ კრისი
2004 მანჯურიის კანდიდატი The Manchurian Candidate მაიორი ბენ მარკო
2006 მოუხელთებელი Inside Man დეტექტივი კეიტ ფრეიზერი
2006 დეჟა ვუ Déjà Vu სპეციალური აგენტი დაგ კარლინი
2007 ამერიკელი განგსტერი American Gangster ფრენკ ლუკასი
2007 დიდი მოკამათეები The Great Debaters მელვინ ტოლსონი / რეჟისორი
2009 123 მატარებლის სახიფათო მგზავრები The Taking of Pelham 123 ვოლტერ გერბერი
2010 ილაის წიგნი The Book of Eli ილაი
2010 უმართავი Unstoppable ფრენკ ბერნსი
2012 ხაფანგი Safe House ტობინ ფროსტი
2012 ფრენა Flight უიპ უიტეკერი
2013 2 გასროლა 2 Guns ბობი ტრენჩი
2014 მათანაბრებელი The Equalizer რობერტ მაკ-კელი

1982 წელს დენზელი პაულეტა პირსონზე დაქორწინდა. მათ ოთხი შვილი ჰყავთ: ვაჟი ჯონ დევიდი (დ. 1985 წელს), ქალიშვილი კატია (დ. 1988 წელს) და ტყუპები მალკომი და ოლივია (დ. 1991 წელს).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]