დემოკრატია
ნაწილი პოლიტიკური სერიისა |
მმართველობის ძირითადი ფორმები |
---|
ძალაუფლების წყაროს მიხედვით |
ხელისუფლების დანაწილების მიხედვით |
რეგიონული მოწყობის მიხედვით |
მარტივი
|
სუვერენიტეტის მიხედვით |
დემოკრატია (ბერძ. δήμος „დემოს“ — ხალხი; κράτος „კრატოს“ — კანონი, ძალა) — სახელმწიფო მართვის ფორმა, როდესაც მთელი ძალაუფლება უშუალოდ ხალხს ან მათ წარმომადგენლებს ეკუთვნით. დემოკრატიის უმთავრესი მოთხოვნებია – არჩევითობა და მოკლევადიანობა. გარდა ამისა, ცნება დემოკრატია მოიცავს მთელ რიგ უფლებებსა და თავისუფლებას, რომელთაც ბუნება ანიჭებს ყოველ ადამიანს განურჩევლად მისი რასული, ეთნიკური, კონფესიური, რელიგიური, სოციალური, იდეოლოგიური თუ სხვა კუთვნილებისა.
დემოკრატიის ნიშან თვისებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ღარიბთა და უპოვართა მმართველობა; მმართველობის ისეთი ფორმა როცა ხალხი პირდაპირ და უწყვეტად მართავს საკუთარ თავს პოლიტიკოსების და სახელმწიფო მოხელეთა დაუხმარებლად; თანაბარ შესაძლებლობებსა და პიროვნულ უნარს დაყრდნობილი საზოგადოება სადაც იერარქიიისა და პრივილეგიების ადგილი არაა. გადაწყვეტილებათა მიღების ისეთი წესი, რაც უმრავლესობის მმართველობას ეფუძნება. უმრავლესობის ძალაუფლებაზე კონტროლის განმახორციელებელი უმცირესობის უფლებებისა და ინტერესების უზრუნველმყოფელი სისტემა.
პირდაპირი დემოკრატია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოქალაქეთა პირდაპირ, უშუალო და მუდმივ თანამონაწილეობას მმართველობით საქმიანობაში.
წარმომადგენლობითი დემოკრატია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დემოკრატიის შეზღუდული და არაპირდაპირი ფორმაა შეზღუდულია იმდენად რამდენადაც მმართველობაში ხალხის მონაწილეობა შეწყვეტილია და ხანმოკლე და მხოლოდ რამდენიმე წელიწადში ერთხელ არჩევნებში მონაწილეობით გამოიხატება.
კლასიკური დემოკრატია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დემოკრატიის კლასიკური მოდელი ძველ ბერძნული პოლისია ანუ ქალაქი სახელმწიფო კერძოდ მმართველობის ის სისტემა რომელიც ათენში განვითარადა ძვ. წ. V-IV საუკუნეებში. იქ გავრცელებული პირდაპირი დემოკრატიის ფორმას იდეალურ სისტემად მიიჩნევდნენ. კლასიკური დემოკრატია სახალხო მმართველობის პრინციპს ეფუძნება. და ხალხის მიერ მმართველობის საუკეთესო მართვის ფორმად მიიჩნევა.
დამცავი დემოკრატია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დემოკრატიულმა იდეებმა ახალი სიცოცხლე XVII-XVIII საუკუნეებში შეიძინა. აქ დემოკრატია ნაკლებად აღიქმებოდა როგორც საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებაში თანამონაწილეობის მექანიზმი. ის ახლა უფრო იმ საშუალებით მოიაზრებოდა, რითაც მოქალაქეებს ხელისუფლების მოთოკვა შეეძლოთ. აქედანაა მეურვე დემოკრატიის მცნება. დამცავი დემოკრატია ლიბერალიზმის ინდივიდუალისტურ შეხედებულებებზე აღმოცენდა. დამცავი დემოკრატია მოქალაქეებს ყველაზე მეტ საშუალებას აძლევს თავის ნებაზე იცხოვროს.
ხელშემწყობი დემოკრატია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხელშემწყობი დემოკრატიის ყველაზე უახლესი და რადიკალური ჟან-ჟაკ რუსოსეული მოდელია. რუსოსეული დემოკრატია სხვა არაფერი იყო თუ არა იარაღი რითაც ადამიანს თავისუფლება და დამოუკიდებლობა უნდა მოეპოვებინა საკუთარი თავისთვის დაწესებულ კანონთა მორჩილების თვალსაზრისით. ხელშემწყობი დემოკრატია მეტი თანამონაწილეობის პრინციპის გამტარებელია. ხელშემწყობ დემოკრატიას ის ღირსება გააჩნია, რომ თანამონაწილეობის ხარისხსაც ამაღლებს, მეტ თავისუფლებასაც მოითხოვს და პიროვნების ზრდასაც უწყობს ხელს.
სახალხო დემოკრატია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცნება სახალხო დემოკრატია მას შემდეგ გაჩნდა რაც საბჭოური ტიპის რეჟიმები აღმოცენდა. სახალხო დემოკრატია განსაკუთრებულ მნიშვნელობას კლასთა შორის ძალაუფლების გადანაწილებას ანიჭებს. სახალხო დემოკრატია უფრო ეკონომიკურ განვითარებას ისახავს მიზნად ვიდრე პოლიტიკური უფლებების უბრალო გაფართოებას. მარქსს სჯეროდა კაპიტალიზმის დამხობა ჭეშმარიტი დემოკრატიის აყვავებას მოიტანსო.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დემოკრატია რესპუბლიკის წინააღმდეგ დაარქივებული 2011-05-15 საიტზე Wayback Machine.
- ალექს დე ტოკვილი, დემოკრატია ამერიკაში დაარქივებული 1997-04-11 საიტზე Wayback Machine.